ყველაზე საიმედო ყავის აპარატები და მწარმოებლები

ნებისმიერი ყავის აპარატის ყიდვის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეული პარამეტრების გათვალისწინება, რომლის შესახებაც უფრო ვრცლად დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით.

აქვე გაგიზიარებთ საუკეთესო მოდელის ყავის აპარატებს, რომლებიც იდეალურია არა მხოლოდ სახლისთვის, არამედ ოფისისთვისაც.

რა უნდა გავითვალისწინოთ ყავის აპარატების ყიდვისას?

მასალები - განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რა მასალისგანაა დამზადებული აპარატის ავზი და ონკანი. თუ რომელიმე მათგანი დამზადებულია იაფიანი პლასტმასისგან, იცოდეთ, რომ ეს გავლენას იქონიებს ყავის გემოზე. უმჯობესია შეარჩიოთ ისეთი ყავის მადუღარები , რომლებსაც ექნებათ ლითონის ონკანი და მაღალი ხარისხის პლასტმასის წყლის ავზი.

სიმძლავრე და წნევა - ესპრესოს ყავის აპარატები მოითხოვს 8-9 ბარ წნევას. მაშინაც კი, თუ მოწყობილობა 15-19 ბარს გამოიმუშავებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ მხოლოდ ამ მახასიათებელზე ფოკუსირება უფრო მეტად მარკეტინგული ხრიკია. ყავის აპარატი ნებისმიერ შემთხვევაში შეამცირებს წნევას სასურველ მნიშვნელობამდე.

სიმძლავრე - პასუხისმგებელია სასმელის მომზადების სიჩქარეზე. ოპტიმალური იქნება 1100-1700 W, მაგრამ თუ ფულის დაზოგვა გსურთ, მაშინ შეგიძლიათ შეარჩიოთ უფრო პატარა მოდელები.

ავზის მოცულობა - თუ ოჯახში 2-3 ადამიანი ცხოვრობთ, მაშინ უნდა შეარჩიოთ ისეთი  ყავის მადუღარა , რომლის ავზის მოცულობა 100-600 მლ იქნება.  მაგრამ უფრო მეტი ადამიანისთვის, უმჯობესია 1-1.5 ლიტრიანი მოდელები. არ დაგავიწყდეთ - რაც უფრო დიდია ავზი, მით უფრო მაღალი უნდა იყოს მოწყობილობის სიმძლავრე.

De'Longhi EC 850 M - ოფისის ყავის აპარატი

ელეგანტური და თანამედროვე დიზაინის De'Longhi  ყავის აპარატი  განკუთვნილია მცირე ოფისებისთვის, კვების ობიექტებისთვის და სახლში გამოსაყენებლად. კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, ხოლო მოწყობილობა მუშაობს დაფქვილ ყავასთან და სპეციალურ კაფსულებთან ერთად.

ყველაზე საიმედო ყავის აპარატები და მწარმოებლები

კაპუჩინოს დასამზადებელი მოწყობილობა ავტომატურია, რომელიც ამზადებს ჰაეროვან ქაფს. არსებობს ინდივიდუალური პროგრამირების შესაძლებლობა ასე,  რომ ყოველ ჯერზე  არ მოგიწევთ პარამეტრების შეყვანა.

ისევე როგორც მის კონკურენტ მოდელებს, ამ ყავის აპარატს აქვს ჭიქის გათბობის ფუნქცია. ავზის მოცულობა კი 1.5 ლიტრია.

ტექნიკური მახასიათებლები:

  • სიმძლავრე - 1450 W;
  • ავტო გამორთვის ფუნქცია;
  • ორი ჭიქის ერთდროულად მომზადების შესაძლებლობა;
  • ადუღებული წყლის მიწოდება;
  • წნევის ზედა ზღვარი - 15 ბარი;
  • მისაღები ღირებულება.

Expobar OFFICE PULSER 1

მეორე მოდელი ეს არის პროფესიონალური დონის ნახევრად ავტომატური ყავის აპარატი, რომელიც სწრაფად ამზადებს გემრიელ ესპრესოს ყავას და სხვა სასმელებს. მოდელი განკუთვნილია ბარებში, პატარა რესტორნებში, კაფეებსა და ოფისებში გამოსაყენებლად.

ყველაზე საიმედო ყავის აპარატები და მწარმოებლები

მოწყობილობა აღჭურვილია ტემპერატურის სენსორით,  ქაფისთვის განკუთვნილი ონკანით და ცხელი წყლის ორი მილით. აპარატს შეუძლია ერთდროულად ორი ჭიქა ყავა მოამზადოს.

ტექნიკური მახასიათებლები:

  • სიმძლავრე - 2065 W;
  • რეგულირებადი ფეხები;
  • რკინის ონკანი;
  • ხელმისაწვდომი ღირებულება.

Smeg ECF01

მესამე პოზიციას იკავებს Smeg ყავის აპარატი, რომელსაც  მოსახერხებელი მართვის პანელი და რეგულირებადი კაპუჩინოს სისტემა აქვს. დანადგარი, რომელიც დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, ერთდროულად ამზადებს ორ ჭიქა ყავას.  მეტი კომფორტისთვის წყლის ავზი მოსახსნელი სისტემისაა, რომელიც აღჭურვილია დამატებითი ფილტრით და მისი მოცულობაა 1 ლიტრი.

ყველაზე საიმედო ყავის აპარატები და მწარმოებლები

კორპუსი დამზადებულია გამძლე, მაგრამ მსუბუქი მეტალისგან, რომელიც პლასტმასის ელემენტებითაა გაფორმებული. ქვედა ნაწილში რეზინის ბალიშებიანი ფეხებია, რომლებიც ხელს უწყობს მოწყობილობის სტაბილურ მუშაობას. ნაკრებში შედის საზომი კოვზი, კაპუჩინოს მოსამზადებელი სისტემა და სამი ფილტრი.

ტექნიკური მახასიათებლები:

  • სიმძლავრე - 1350 W;
  • წნევის ზედა ზღვარი - 15 ბარი;
  • არსებობს ქაფის ფუნქცია;
  • მუშაობს მხოლოდ დაფქვილ ყავასთან;
  • აქვს ხელმისაწვდომი ფასი.

პოპულარული მოდელები

ცივი ყავის აპარატი Hoping HSM-705 თეთრი
ცივი ყავის აპარატი Hoping HSM-705 თეთრი
Regular price 90.00 ლარი 64 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ყავის აპარატი PHILIPS EP1000/00
ყავის აპარატი PHILIPS EP1000/00
Regular price 1,949.00 ლარი 1,104 ლარი / თვეში 60 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
ესპრესოს ყავის აპარატი DELONGHI ECP31.21
ესპრესოს ყავის აპარატი DELONGHI ECP31.21
Regular price 559.00 ლარი 449 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ყავის აპარატი Electrolux EKF3330
ყავის აპარატი Electrolux EKF3330
Regular price 135 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი