საუკეთესო წვენსაწურები ხილის, ციტრუსისა და ბოსტნეულისთვის
February 09, 2021თანამედროვე წვენსაწურები იდეალურია საშინაო მოხმარებისთვის, რადგან ისინი ჩუმად მუშაობენ და საშუალებას გაძლევთ, ბოსტნეულისა და ხილის უმეტესობიდან ნატურალური წვენი მიიღოთ.
ის, თუ რომელია საუკეთესო წვენსაწური, ამას ჩვენი ბლოგის საშუალებით შეიტყობთ. იქამდე კი შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა ბრენდის წვენსაწურების ყიდვა შეგიძლიათ ჩვენი ონლაინ მაღაზიის isurve.ge საიტზეც.
Philips HR1947 Avance Collection
Philips წვენსაწურის ჰორიზონტალური მოდელი საკმარისად მძლავრია, რათა ბუნებრივი წვენები მიიღოთ. გამოწურული წვენი გროვდება სპეციალურ ლიტრიან ჭიქაში, რომელიც მოყვება კომპლექტს. რბილობის გამოტანა ავტომატურად ხდება და თავსდება სპეციალურ ჭურჭელში.
უსაფრთხო მუშაობისთვის, მოწყობილობა აღჭურვილია შემთხვევითი გააქტიურებისგან. კორპუსი პლასტმასისაა, მაგრამ თითოეული მასალა ძალიან ფრთხილადაა შერჩეული, ამიტომ მუდმივი გამოყენების შემთხვევაშიც კი არ იბზარება.
დენის კაბელი არ არის ძალიან გრძელი ამიტომ, კომფორტული გამოყენებისათვის, უმჯობესია მოწყობილობა მოათავსოთ ჩამრთველთან ახლოს.
მაღალი ენერგიითა და მუშაობით, წვენსაწური პრაქტიკულად არც გამოსცემს ხმაურს, ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია ისეთ ოჯახში, სადაც პატარა ბავშვები ცხოვრობენ.
მახასიათებლები:
- წონა 3 კგ;
- დენის კაბელის სიგრძე 1 მ;
- სიმძლავრე 200 ვტ.
დადებითი:
- ელეგანტური და გამძლე პლასტმასის კორპუსი;
- წვენის ტევადი ჭიქა;
- კომპაქტური ზომები;
- კომპონენტები ადვილად იწმინდება;
- მუშაობის დროს პრაქტიკულად არ გამოსცემს ხმაურს.
მინუსები:
- ანალოგებთან შედარებით, ფასი ძალიან მაღალია.
Kitfort KT-1101
იაფიანი, თანამედროვე და ფუნქციონალური წვენსაწური Kitfort- სგან. მოდელის თავისებურება ისაა, რომ იგი მუშაობს პრესის პრინციპით და მაქსიმალური წვენი გამოაქვს ხილიდან და ბოსტნეულიდან.
რბილობი გროვდება ცალკე ჭურჭელში და არ ერევა მზა წვენს. მოწყობილობას აქვს რევერსის ფუნქცია რაც ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად ყველა წვენი შეიძლება გამოვწუროთ დარჩენილი რბილობიდან.
კორპუსზე აქვს სპეციალური მაჩვენებელი, რომელიც მომხმარებელს ანიშნებს იმის შესახებ, თუ როდის შეივსება ავზი წვენით.
გამომდინარე იქიდან, რომ წვენსაწური კომპაქტური ზომისაა, მისი შენახვა შესაძლებელია ნებისმიერი სამზარეულო კაბინეტში.
მახასიათებლები:
- სიმძლავრე 150 ვტ;
- დენის კაბელის სიგრძე 1.2 ლ;
- წონა 4.2 კგ.
დადებითი:
- ხელმისაწვდომი ღირებულება;
- მშვიდი მუშაობა;
- თანამედროვე დიზაინი;
- მოსახერხებელია რეცხვისთვის;
- მომზადების დროს არ ათბობს წვენს.
მინუსები:
- გასასვლელი საქშენის გაწმენდა არ არის ძალიან მოსახერხებელი;
- ზოგჯერ წარმოების დეფექტი შეიძლება აღმოჩნდეს.
Oursson JM7002
ეს უნივერსალური წვენსაწური ნამდვილად ყველა სამზარეულოს დაამშვენებს. მიუხედავად დაბალი ღირებულებისა და უჩვეულო დიზაინისა, მწარმოებელს არ დავიწყებია წვენსაწურის ფუნქციონირება.
მოწყობილობის სტაბილურობას უზრუნველყოფს გამძლე რეზინისებური ფეხები. ფართო 75 მმ-იანი პირი კი საშუალებას გაძლევთ დატვირთოთ მცირე ზომის საკვები.
მახასიათებლები:
- წონა 7.3 კგ;
- დასატვირთი პირის ზომა 75 მმ;
- სიმძლავრე 240 ვტ.
დადებითი:
- ნათელი პლასტმასის კორპუსი;
- მუშაობს თითქმის ჩუმად;
- ადვილია აწყობა და დაშლა;
- გამოწურავს სითხეს ძალიან მაღალი ხარისხით;
- ხელმისაწვდომი ღირებულება.
მინუსები:
- 240 ვტ სიმძლავრე არ იძლევა ძალიან მყარი პროდუქტების დამუშავების შესაძლებლობას;
- ბევრი მომხმარებლის აზრით მოწყობილობა ძალიან მძიმეა.
პოპულარული მოდელები