საუკეთესო სავარჯიშო ტრენაჟორების რეიტინგი

დღევანდელ ბლოგში წარმოდგენილი  საუკეთესო სავარჯიშო ტრენაჟორების რეიტინგი მოიცავს ფუნქციონალურსა და მაღალხარისხიან მოდელებს, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა წონის მქონე ადამიანებისთვის.

გარდა ამისა, თითოეული ტრენაჟორი აღჭურვილია დამატებითი ფუნქციებით, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ვარჯიშს არა მხოლოდ პროფესიონალი სპორტსმენებისთვის, არამედ - დამწყებთათვისაც.

Hasttings Digger HD026-1

უნივერსალური ძალის ტრენაჟორი განკუთვნილია ვერტიკალური ან ჰორიზონტალური სიმძიმეების ასაწევად. სავარჯიშო ინვენტარის მთლიანი წონა 230 კგ-ია ამიტომ, მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სპორტდარბაზებში,  ხოლო წონის ფირფიტები დამალულია დამცავ საფარში.

სახელურის ტროსები ამზადებულია გამძლე ფოლადისგან, ამიტომ ისინი ადვილად უძლებენ დიდ დატვირთვასაც კი. თან ისე, რომ არანაირ ზიანს არ აყენებენ სპორტსმენის ჯანრთელობას.

დადებითი:

  • კარგად შეეფერება ზურგისა და მხრის კუნთების დამუშავებას;
  • გამოყენებისა და უსაფრთხოების მაღალი დონე;
  • მაღალი ხარისხის ნამუშევარი;
  • ძლიერი ფოლადის ტროსები;
  • თანამედროვე დიზაინი.

მინუსები:

  • საკმაოდ მაღალი ფასი.

AeroFit IF8116

მაღალი დონის სავარჯიშო ინვენტარი AeroFit საშუალებას გაძლევთ ხანგრძლივად ავარჯიშოთ ფეხები. ტრენაჟორის საერთო წონა 170 კგ აღწევს, ხოლო ელასტიური და საიმედო ტროსი უძლებს 1900 კგ-მდე დატვირთვას.

წონის ბლოკები განთავსებულია სპეციალურ დამცავ პლასტმასის გარსაცმში.

ვარჯიშის დროს სპორტსმენი ზის სტაბილურ სკამზე. მეტი მოხერხებულობისთვის კი გათვალისწინებულია დახრილად დამონტაჟებული ორი სახელური, რომელიც გაგიმარტივებთ ვარჯიშის პროცესს.

ტრენაჟორი წარმოდგენილია რამდენიმე ფერის ვარიანტით, რომელიც ადვილად შეეფერება დარბაზის სხვადასხვა დიზაინს.

დადებითი:

მინუსები:

  • მაღალი ფასი.

DFC HM044

კიდევ ერთი ტრენაჟორი, რომელიც განკუთვნილია გულმკერდის კუნთების სავარჯიშოდ. საჭირო დატვირთვა განისაზღვრება სხვადასხვა დიამეტრის მქონე დისკების დამატების შესაძლებლობით: 50 ან 25 მმ.

მოდელი აღჭურვილია რეგულირებადი სავარძლით. მაქსიმალური წონა, რომელსაც შეუძლია გაუძლოს 150 კგ-ია. ტრენაჟორი დამზადებულია ძლიერი ფოლადის მასალისგან, ხოლო მთლიანი სტრუქტურის საერთო წონა დაახლოებით 40 კგ-ია. მოწყობილობა საკმარისად სტაბილური და კომპაქტურია, ამიტომ მისი განთავსება შესაძლებელია პატარა ოთახშიც.

დადებითი:

  • რეგულირებადი სავარძელი;
  • მსუბუქი და კომპაქტური;
  • ძლიერი კონსტრუქცია და უსაფრთხო გამოყენება;
  • საკმაოდ დაბალი ფასი.

მინუსები:

  • ინვენტარის ფეხებმა შეიძლება დააზიანოს იატაკის საფარი;
  • განკუთვნილია მხოლოდ გულმკერდის კუნთების სავარჯიშოდ.

Body Solid GAB300

ტრენაჟორი განკუთვნილია ზურგის კუნთების სავარჯიშოდ და მუცლის პრესების გამაგრებისთვის. ვარჯიშის დროს სპორტსმენს შეუძლია დაეყრდნოს ორივე ფეხს, ან თითოეულს ცალ-ცალკე.

წონის დატვირთვა განისაზღვრება დაყენებული დისკების რაოდენობით და შეიძლება მიაღწიოს 91 კგ-ს. სპორტსმენს შეუძლია შეცვალოს ტრენოჟორის სავარძელი ცხრა განსხვავებულ პოზიციაში.

დადებითი:

  • მოხერხებულობა და სიმარტივე;
  • მშენებლობის მაღალი ხარისხი;
  • ერგონომიული დიზაინი;
  • ხელმისაწვდომი ღირებულება;
  • კომპაქტურობა.

 

მინუსები:

  • არ არის შესაფერისი ზედმეტად აქტიური გამოყენებისათვის.

პოპულარული მოდელები