საუკეთესო საქარგავი და საკერავი მანქანები

თუკი ადრე ჩვენი ბებიები ხელით ქარგავდნენ და ამისთვის ძალიან დიდ დროსა და ძალისხმევას იყენებდნენ, ტექნოლოგიების დამსახურებით, თანამედროვე ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა.

დღევანდელი საკერავი მანქანები   იმდენად მრავალფუნქციური შესაძლებლობებისაა, რომ არა მხოლოდ კერვა, არამედ ქარგვაც შეუძლიათ. თუკი აღწერებში ხშირად განვიხილავთ მხოლოდ საკერავ მანქანებს , დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ მხოლოდ საქარგავი მანქანები .

ქვემოთ აღწერილი მოწყობილობები კომპიუტერიზებულია, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის ნაქარგი მარტივად შექმნათ.

BROTHER-PR_670E

პრემიუმ სეგმენტის მანქანებს შორის აღსანიშნავია 500 ვატი სიმძლავრის მქონე  საქარგავი მანქანა, რომელსაც 650-მდე სხვადასხვა ფუნქცია აქვს, ხოლო სიჩქარე წუთში 1000-მდეც აღწევს.

ეს არის ტექნიკურად განვითარებული მოდელი, რომელსაც შეუძლია შექმნას ნიმუშები არა მხოლოდ ბრტყელ ზედაპირებზე, არამედ ფეხსაცმელებზე, ბეისბოლის ქუდებზე, ხელთათმანებზე, პიჯაკებსა და ა.შ. ასევე შესაძლებელია ნაქარგების არეების რეგულირება და ფერის შეცვლის შესაძლებლობა.

სენსორული ეკრანი განსაკუთრებით  სუფთად აჩვენებს  ნებისმიერ სურათს. განათების 5 რეჟიმი კი უზრუნველყოფს ოპტიმალურ სიკაშკაშეს.

სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ განათების ნათურები გამორთოთ. მოწყობილობის მეხსიერება მოიცავს 640 სხვადასხვა დიზაინის შექმნის შესაძლებლობას. მოდელი  კი აღჭურვილია ძაფებისა და მათი ჩასწორების ფუნქციით.

სპეციალური ტექნოლოგიის წყალობით, ისინი არ იხვევა ერთმანეთში და ოპერაციის დროს მაქსიმალურად დაჭიმულია. PR-670E  საქარგავი მანქანა აერთიანებს Brother-ის წინა მოდელების საუკეთესო თვისებებსა და უამრავ სასარგებლო ახალ ვარიანტს.

უპირატესობები:

  • კრისტალურად სუფთა, ნათელი სურათები;
  • ძაფის დაჭიმვის სისტემა;
  • რეგულირებადი სიჩქარე 400-დან 1000 ნაკერი წუთში;
  • დიზაინის გაფართოებული კატალოგი;
  • თითოეული ნემსის ზოლის რეგულირება.

Pfaff Creative Icon

ეს  არის ავტომატიზირებული საკერავი მანქანა ,  რომელსაც 27 სხვადასხვა ნაქარგის შექმნის შესაძლებლობა გააჩნია.  უკვე ინტეგრირებული ნიმუშების  დიზაინის შეცვლა შესაძლებელია სურვილისამებრ მანქანის სენსორული ეკრანის საშუალებით.

მოწყობილობას შეუძლია იმუშაოს დიდ ფართობებთან და მოცულობით მასალებთან, მათ შორის ხალიჩებთან, პლედებთან, ტანსაცმელებთან, ფარდებთან და ა.შ.

სრულყოფილი შედეგის მისაღწევად, უკანა განათება უზრუნველყოფს სიკაშკაშის თანაბრ განაწილებას, ხოლო წინა პანელზე არსებულ ღილაკზე თითის დაჭერით მანქანა ავტომატურად გაატარებს ნემსებს.

მოწყობილობაში ინტეგრირებულია ელექტრონული მრჩეველი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მუშაობის დროს. ეს ფუნქცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დამწყებთათვის, არამედ გამოცდილი მეწარმე ქალბატონებისთვისაც, რათა დაჩქარდეს მანქანის პრინციპის გაცნობა და დამატებითი უნარების შეძენა.

გაუმჯობესებული ტექნოლოგია - Integrated Dual-Feed Technology  უზრუნველყოფს სწორ ნაკერებს როგორც ზემოდან, ისე - ქვემოდან. სენსორული სისტემა კი გიჩვენებთ რა ეტაპზე გჭირდებათ მოწყობილობის გამორთვა. გარდა ამისა, იგი ავტომატურად განსაზღვრავს ქსოვილის სისქეს.

უპირატესობები:

  • რთული ძაფებითაც კი შესაძლებელია ზუსტი ნაქარგების შექმნა;
  • მეხსიერებაში ჩაშენებულია 800 ნიმუში;
  • ინოვაციური LED განათება;
  • აქსესუარების შესანახი მოსახერხებელი სათავსო.

Isurve.ge საკერავი მანქანების მაღაზიაში წარმოდგენილია პროდუქტის დიდი არჩევანი. 
შეგხვდებათ როგორც ოვერლოკის საკერავი მანქანები, ასევე სტანდარტული მოდელები.

პოპულარული მოდელები