საუკეთესო საკერავი მანქანები

იყო დრო, როდესაც ჩვენი ბებიები ხელით ქარგავდნენ, რაც  საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესი  იყო, რომელიც  ასევე მოითხოვდა გარკვეულ უნარ-ჩვევებსა და დიდ თავისუფალ დროს.

თანამედროვე ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. დღეს ხელით შრომას ანაცვლებენ საკერავი მანქანები, რომლებიც მოდელების მიხედვით, საჭიროებენ მინიმალურ ჩარევას ან უზრუნველყოფენ სრულად ავტომატიზირებულ რეჟიმებს.

საკერავ მანქანებს მოკლე დროში შეუძლიათ შეასრულონ ისეთი ურთულესი პროგრამები, რომელთა შესრულება   შეუძლებელია ხელით მუშაობის დროს.

გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე საკერავი მანქანების უმეტესობა უკვე კომპიუტერიზებულია, თქვენ შეგიძლიათ  მათი დახმარებით მოქარგოთ  ნებისმიერი ქსოვილი. დაწყებული მარტივი, ტრადიციული დიზაინით, დასრულებული თანამედროვე და რთული ნაკეთობებით.

მოწყობილობის შესრულება დამოკიდებულია დაყენებული პროგრამების რაოდენობაზე. რაც უფრო მეტია  პროგრამების რაოდენობა, მით უფრო უწყვეტი იქნება მუშაობის პროცესი და ოპერატორსაც არ მოუწევს ძაფის მუდმივი  ჩანაცვლება.

მუშაობის დაწყებამდე სასურველი ნიმუში იტვირთება კომპიუტერის მეხსიერებაში, ამის შემდეგ კი იწყება მოქარგვა.

JANOME-MEMORY-CRAFT-500E-_MC-500

პირველ ნომინაციაში ლიდერი მოწყობილობა საკერავი მანქანა JANOME-ა , რომელიც აერთიანებს 160 საკერავ ოპერაციას. გაუმჯობესებულ მოდელს აქვს ქარგვის დიდი არე - 280 * 200 მმ, ხოლო მოწყობილობის სიმძლავრეა 60 ვატი.

ძაფის ავტომატური ჩასწორება ამცირებს ხელით შრომას და ზრდის პროდუქტიულობას. LED განათება მკვეთრად ანათებს ნაქარგების ადგილს  აბსოლუტურად ყველა მხრიდან. მოდელი თავად არეგულირებს ძაფის დაჭიმვის პარამეტრს.

საუკეთესო საკერავი მანქანები

შესვენების შემთხვევაში, აქვს ავტომატურად დაბრუნების ფუნქცია, ხოლო ფერადი ეკრანი აჩვენებს ნათელ სურათებს. უკვე დაინსტალირებული ნიმუშის დიზაინის რედაქტირება შესაძლებელია ელფერით, ზომითა და ბრუნვის კუთხით.

სამკერვალო მრჩეველი დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორ მუშაობს მანქანა და გასწავლით როგორ მოაწესრიგოთ იგი სწრაფად. კერვის მაქსიმალური სიჩქარეა 860 ნაკერი წუთში.

რბილი კორპუსი შექმნილია იმისთვის, რომ საკერავი მანქანა  მაქსიმალურად დაიცვას ტენიანობისგან, მტვრისგან და ჭუჭყისაგან. ასევე გათვალისწინებულია შენახვისა და ტრანსპორტირების მოსახერხებელი  შესაძლებლობა. აქსესუარების სათავსო შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა აქსესუარის შესანახად, რაც გჭირდებათ მუშაოს პროცესში.

უპირატესობები:

  • წარმოების  ქვეყანა - იაპონია;
  • ჩამონტაჟებული სენსორი;
  • ძაფის ავტომატური  საჭრელი;
  • ოპერაციის ეკონომიური რეჟიმი.

BERNETTE-B70-DECO

ვერცხლისფერი  მანქანა, რომლის  საქარგავი ზედაპირის ზომებია  260*160 მმ. მოწყობილობა აღჭურვილია  ქარგვის 208 რეჟიმით  და 7 ანბანით. რედაქტირების შესაძლებლობა უზრუნველყოფს ნიმუშების მეტ ორიგინალობას.

მკერავს ასევე  შეუძლია ნახაზის მასშტაბირება, შერწყმა და 1°-ით როტაცია.  ნაკერის სიგანე 7 მმ-მდეა, ხოლო მასალები შეიძლება იყოს როგორც ძალიან თხელი, ასევე - ზედმეტად ძლიერი.

საუკეთესო საკერავი მანქანები

ძაფის  გაუმართაობის შემთვევაში სენსორი ავტომატურად  გამცნობთ. გარდა ამისა,  სენსორული ეკრანი აჩვენებს სურათებს ელფერის დამახინჯების გარეშე. უკანა განათება ქმნის ნათელ ველს ჩრდილების არეების გარეშე. მოდელი აღჭურვილია ნემსისა და ძაფის  ავტომატური გასწორების ფუნქციებით.

კომპლექტი მოიცავს საკერავი მანქანის  გამძლე კორპუსს, ხრახნებს, ზეთსა და სათადარიგო ნაწილებს. მომხმარებელთა მიმოხილვების თანახმად, მოდელი აერთიანებს ყველა საჭირო მახასიათებელს, თან ძალიან მაღალი ეფექტურობით. შედეგად, მიღებული ნახატები სრულიად უნაკლოა. ხელმისაწვდომი ფასის მქონე ეს საკერავი  მანქანა გთავაზობთ დეკორატიული ფუნქციების გაფართოებულ კომპლექტს.

უპირატესობები:

  • სამუშაო ზედაპირის გაზრდილი სივრცე;
  • დიზაინის ფართო კატალოგი;
  • რთული პროცესების ავტომატიზაცია;
  • ქარგვის მაღალი სიჩქარე;
  • დახვეული ძაფის გრაგნილის ავტომატური გამორთვა.

საკერავი მანქანების შერჩევის დამატებითი კრიტერიუმები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

პოპულარული მოდელები

ოვერლოკის საკერავი მანქანა Janome MX 55
ოვერლოკის საკერავი მანქანა Janome MX 55
Regular price 509 ლარი / თვეში 28 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ოვერლოკის საკერავი მანქანა Janome 1547
ოვერლოკის საკერავი მანქანა Janome 1547
Regular price 649 ლარი / თვეში 35 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ოვერლოკის საკერავი მანქანა Janome HomeDecor 1300D
ოვერლოკის საკერავი მანქანა Janome HomeDecor 1300D
Regular price 909 ლარი / თვეში 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
საკერავი მანქანა JANOME ARTSTYLE 4045
საკერავი მანქანა JANOME ARTSTYLE 4045
Regular price 509 ლარი / თვეში 28 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი