საუკეთესო მინი დრონები

მიუხედავად იმისა, რომ  ბოლო წლების განმავლობაში დრონები სულ უფრო პოპულარული ხდება, მათი შეძენა მაინც ძვირი სიამოვნებაა.  განსაკუთრებით იმ შემთხვევაში,  თუ დრონის ყიდვა  მხოლოდ გართობის მიზნით გსურთ.

გაცილებით იაფი ღირს მინი დრონები , რომლებიც მარტივად უმკლავდებიან დაკისრებულ ამოცანებს. დღეს ბლოგში წარმოგიდგენთ რამდენიმე მოდელის განხილვას, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში და დადებითი შეფასებები მოიპოვეს.

JXD 515V -  კამერიანი მინი დრონები

რეიტინგს ხსნის ჩინური მინი დრონი, რომელიც ხასიათდება მაღალი ხარისხით, კარგი შესაძლებლობებითა და კორპუსზე არსებული მარტივი კამერით. მოწყობილობის ზომებია 138x138x50 მმ, ხოლო წონა 84 გრ-ია. კორპუსი დამზადებულია პლასტმასისგან, ხრახნები კი დაცულია სქელი პლასტმასის ჩარჩოებით. LED განათების ელემენტები ჩაშენებულია კორპუსში.

მოწყობილობა ნებისმიერ მომენტში ადვილად განსაზღვრავს საკუთარ პოზიციას სივრცეში. ხელმისაწვდომია ფრენის ისეთი რეჟიმები, როგორიცაა: ავტომატური მობრუნება, ბაზაზე ერთი შეხებით დაბრუნება და ე.წ. „უთავო რეჟიმი“. ვიდეო კადრის მაქსიმალური სიჩქარეა 25 კადრი წამში, რომელიც ავტომატურად იწერება ფლეშ მეხსიერების ბარათზე.

დრონის ავტონომიურ მომარაგებას უზრუნველყოფს ჩამონტაჟებული აკუმულატორი, რომლის სიმძლავრეა 350 mAh. დატენვის დრო ნულიდან - 130 წუთამდეა, ხოლო ფრენის მაქსიმალური დრო სრული დატვირთვით არის 5 წუთი. მაქსიმალური სიჩქარეა 6 კმ / სთ. იმუხტება USB ინტერფეისით, რომელიც კომპლექტში შედის.

დადებითი:

  • კარგი მასალები;
  • პირების საიმედო დაცვა;
  • ლამაზი განათება;
  • ავტომატური რეჟიმები;
  • ეფექტური დიზაინი Sci-Fi-ის სტილში.

უარყოფითი:

  • ხანმოკლე ფრენის დრო.

Syma-X23W

აღნიშნულ მოდელს ბევრად უკეთესი კამერა აქვს, ვიდრე ზემოთ აღწერილს. დრონის ზომები - 210x210x50 მმ, წონა - 80 გრ. აქვს გამძლე ABS პლასტიკური კორპუსი,  დიზაინი კი ისეთივე ფუტურისტული, დახვეწილი და ელეგანტურია, როგორც ამავე ბრენდის ძირითადი მოდელები.

პროპელერები დაცულია ჰორიზონტალური შეჯახებისგან. გარდა ამისა, მინი დრონი  შეგიძლიათ მართოთ სმარტფონიდან დისტანციურად ან Wi-Fi-ის საშუალებით. რადიოსიგნალის მიღების რადიუსი - 70 მეტრამდეა.

ჩაშენებულ ფართოკუთხოვანა კამერას შეუძლია გადაიღოს 1280x720 პიქსელამდე ხარისხის ფოტოები. მინი დრონი მუშაობს 500 mAh ჩაშენებული ბატარეით, ხოლო USB-ით დატენვას ერთი საათი სჭირდება.

უპირატესობები:

  • ძლიერი სხეული;
  • ელეგანტური დიზაინი;
  • კარგი რეზოლუციის კამერა;
  • Wi-Fi  კავშირი.

უარყოფითი:

  • ერთი დატენვით ფრენის მოკლე დრო.

XIAOMI-MITU-MINIDRONE-720P

დრონის ზომები მინიატურულია - 91x91x38 მმ, ხოლო წონაა - 88 გრ. მომხმარებლისგან პრეტენზიები არ არის არც მასალების ხარისხთან და არც აწყობასთან დაკავშირებით.

დრონი მკვეთრად განსხვავდება ზემოთ ჩამოთვლილი მოდელებისგან. ამ შემთხვევაში, ფრენის ხანგრძლივობა გაზრდილია და ეს მაჩვენებელი 10 წუთს აღწევს. გადაადგილების მაქსიმალური სიმაღლე 25 მეტრია, ხოლო გახანგრძლივებულ დროს განაპირობებს სწორედ ტევადი - 920 mAh-იანი ბატარეა. სრული დატენვის დრო მხოლოდ 60 წუთია. ბატარეა კი იხსენება და ამ შემთხვევაში, შესაძლებელია მისი შეცვლაც.

მოწყობილობის მართვა შესაძლებელია სმარტფონის  ან პლანშეტის  საშუალებით - Bluetooth ან Wi-Fi-ით.  ფრენის დიაპაზონი 50 მეტრამდეა.

უპირატესობები:

  • ხარისხიანი მასალები და უნაკლო აწყობა;
  • კარგი კამერა;
  • ძლიერი პროცესორი;
  • ფრენის გახანგრძლივებული დრო;
  • 4 გბ შიდა მეხსიერება;
  • Bluetooth და Wi-Fi მოდულები;
  • Xiaomi-სთვის დამახასიათებელი ელეგანტური დიზაინი.

უარყოფითი:

  • ინსტრუქცია მხოლოდ ჩინურ ენაზეა წარმოდგენილი.

დაინტერესების შემთხვევაში გაეცანით ჩვენს წინა ბლოგს, სადაც წარმოდგენილია როგორც საბავშვო დრონები, ასევე პროფესიონალური მოდელები.

პოპულარული მოდელები