საუკეთესო მატრასები ახალშობილებისთვის

ჩვილებს 24 საათის განმავლობაში მშვიდად და ღრმად დაახლოებით 18 საათი სძინავთ ამიტომ, უმეტეს დროს საწოლში ატარებენ.  პატარებში სიცოცხლის პირველივე თვეებში ხდება ხერხემლის ფორმირება, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორად შერჩეულმა მატრასმა  არა მხოლოდ კომფორტი უნდა შეუქმნას თქვენს პატარებს, არამედ უნდა უზრუნველყოს ჯანმრთელობისთვის განკუთვნილი ყველა საჭირო დახმარება, რათა მომავალი პრობლემები თავიდან იქნას აცილებული.

ოცი წლის წინ,  მშობლებს არ ჰქონდათ ისეთი დიდი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, როგორც დღეს, რადგან მაღაზიებში წარმოდგენილი იყო ჩვეულებრივი, სტანდარტული მატრასები.   დღეს სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და არჩევანის შესაძლებლობა ბევრად დიდია. მართალია, მშობლები ყოველთვის სათანადო ყურადღებას არ აქცევენ შესაფერისი მატრასების ყიდვას და მხოლოდ კონსულტანტების შემოთავაზების იმედზე არიან, მაგრამ ეს მიდგომა სრულიად არასწორია.

საბავშვო მატრასებს  აქვთ ყველა საჭირო მახასიათებელი, რომელიც არა მხოლოდ მშვიდ დასვენებას უზრუნველყოს , არამედ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  კუნთოვანი სისტემის სწორ ფორმირებას. საბავშვო  ლეიბების  ფართო ასორტიმენტი საშუალებას გაძლევთ იპოვოთ საუკეთესო მოდელი თქვენი პატარებისთვის.

Dreamline Baby Organic Green

რეიტინგის პირველ ადგილს იკავებს ახალშობილებისთვის განკუთვნილი ორმხრივი მატრასი .  ერთი მხარე შედარებით უფრო მაგარია, ხოლო მეორე - რბილი. შემავსებელი მასალა დამზადებულია ოთხფენიანი ლატექსის  ქოქოსის ბოჭკოვანი კაფსულებით. ანდენად, სიმტკიცის მიხედვით, მშობლებს შეუძლიათ  თავად შეარჩიონ ის.  მატრასის გადასაფარებელი დამზადებულია სპეციალურად შემუშავებული 3D Organic მასალისგან.

უპირატესობები:

  • სიმაღლე - 10 სმ;
  • კარგი ჰაერის ფილტრაცია;
  • ანტიბაქტერიული დაცვა;
  • სიმტკიცის ხარისხი - საშუალო / საშუალოზე მაღალი;
  • ორთოპედიული ეფექტი.

უარყოფითი:

  • მაღალი ფასი.

Comfort Line Baby Puff Comfort

მეორე ადგილს იკავებს მოდელი, რომელიც დამზადებულია პერფორირებული ბუნებრივი ლატექსისგან და ხასიათდება: ჰიპოალერგენურობით, ელასტიურობით, ანტიბაქტერიული თვისებებითა და ლატექსის ქოქოსის მასალებით. ფენების მონაცვლეობის გამო, პროდუქტს აქვს  მეტი ელასტიურობა, სინაზე და სიმკვრივე.

მოდელი, ისევე როგორც წინა, ორმხრივია, რომლის ერთი მხარე უფრო მტკიცეა, ხოლო მეორე - საშუალო. Comfort Line-ის მატრასების გამოყენება  რეკომენდრირებულია ბავშვის დაბადების პირველივე დღეებიდან.

უპირატესობები:

  • სიმაღლე - 12 სმ;
  • ორთოპედიული თვისებები;
  • ანტიბაქტერიული;
  • ჰიპოალერგიული;
  • მაქსიმალური დასაშვები წონა - 10 კგ;
  • სიხისტის ხარისხი - მყარი / საშუალოზე მაღალი;
  • საიმედო კონსტრუქცია.

უარყოფითი:

  • მაღალი ფასი.

Lonax Baby Fusion Light

მესამე ადგილზეა ორმაგი საფარის მქონე საბავშვო მატრასი , რომლის შემადგენლობაში შედის ორსანტიმეტრიანი ბუნებრივი ლატექსისა და სამსანტიმეტრიანი ლატექსის ქოქოსის მონაცვლე ფენა. მატრასის გადასაფარებელი  დამზადებულია პოლიკოტონისგან (50% ბამბა, 50% პოლიესტერი), რაც მატებს მეტ სინაზეს და, შესაბამისად, კომფორტს.

უპირატესობები:

  • სიმაღლე - 10 სმ;
  • ხანგრძლივი სამსახურის ვადა - 7 წელი;
  • ორთოპედიული თვისებები;
  • ჰიპოალერგიული;
  • მაქსიმალური დასაშვები წონა - 60 კგ;
  • სიმყარის ხარისხი - საშუალო / მყარი;
  • მისაღები ღირებულება.

მატრასებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს წინა ბლოგს.

პოპულარული მოდელები