საბავშვო მატრასები Sleepy
საბავშვო მატრასები Sleepy
149 ლარი / თვეში 9 ლარიდან
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
საბავშვო მატრასის დამცავი LORELLI 60*120 სმ
საბავშვო მატრასის დამცავი LORELLI 60*120 სმ
Regular price 44 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია

საბავშვო მატრასები

საბავშვო მატრასები, თქვენი პატარების მოსახერხებელი და ჯანმრთელი ძილისთვის.

უმაღლესი ხარისხის ქსოვილით შექმნილი მატრასები, უფასო ადგილზე მიტანით და განვადებით ყველა ბანკისგან.

საბავშვო მატრასები

საბავშვო მატრასების  შერჩევისას, აუცილებელია გაითვალისწინოთ ბავშვის ასაკი, კომპლექტაცია და მახასიათებლები.

საბავშვო მატრასების მოკლე მიმოხილვა

დღევანდელ აღწერაში წარმოგიდგენთ საუკეთესო საბავშვო მატრასების რეიტინგს, რომელშიც გათვალისწინებული სხვადასხვა დიზაინის მოდელები.

ჯანმრთელი ძილი აუცილებელია, მიუხედავად ასაკისა, ასე რომ საბავშვო მატრასი უმნიშვნელობვანესი ატრიბუტია თქვენი ბავშვისთვის, კარგ ძილზეა დამოკიდებული რამდენად კონცეტრირებული იქნება დღის განმავლობაში თქვენი ბავშვი და რამდენად შეძლებს იმ უამრავი ინფორმაციის ათვისებას, რომელსაც პატარები ყოველდღიურად იღებენ.

რომელი ლეიბების შეძენაა  ბავშვისთვის უკეთესი?

საბავშვო მატრასები ერთმანეთისგან  შეიძლება განსხვავდებოდეს  ზომით, სიმტკიცით (ელასტიურობით), მასალის ტიპითა და საფარით. უფრო მეტიც, ყველა პროდუქტი ჩვეულებრივ იყოფა ასაკობრივ ჯგუფებად:

  1. ახალშობილების მატრასი - გამოიყენება დაბადების პირველი დღეებიდან დაახლოებით ერთ წლამდე. ასეთი ლეიბებისგან მთავარი მოთხოვნაა მასალების უსაფრთხოება და ძილისთვის იდეალურად ბრტყელი ზედაპირი.
    2. პატარა ასაკის ბავშვებისთვის (1 წლიდან 3 წლამდე) - ამ ასაკისთვის, შეარჩიეთ  საშუალო სიმძიმის მოდელები, რომლებიც არ დეფორმირდება  ბავშვის გაზრდილი წონის შედეგად. ეს შეიძლება იყოს არაზამბარებიანი ან პატარა ზამბარებიანი მოდელები.
    3. 3 წლიდან ბავშვებისთვის - ზამბარებიანი ვერსია აქ ოპტიმალურია.
    4. სკოლის მოსწავლეებისა და მოზარდებისთვის - ამ ასაკობრივი ჯგუფის ლეიბები, წინას  მსგავსია,  მაგრამ შეიძლება  განსხვავდებოდეს  სისქითა და დიამეტრით, რომელიც დამოკიდებულია ბავშვის წონაზე.  

ლეიბების შიგთავსისთვის გამოიყენება როგორც ბუნებრივი, ასევე - ხელოვნური მასალები. ისინი პასუხისმგებელნი არიან პროდუქტის ელასტიურობაზე, სირბილესა და კომფორტზე. ბუნებრივ მასალებს შორის, მოთხოვნადია ქოქოსის ბოჭკოვანი, ლატექსი, ბამბა, წყალმცენარეები და სხვ.

შესანიშნავი მაჩვენებელი აქვს ქოქოსის ფანტელებიან მატრასებს, რომლებიც გაჟღენთილია ლატექსისგან.

საბავშვო მატრასების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოსამზადებელი კომპონენტია ბუნებრივი მასალა. მისგან დამზადებულ მატრასებს საკმაოდ მაღალი ფასი აქვს. აქედან გამომდინარე, მწარმოებლები ხშირად იყენებენ სინთეზურ მასალებს, როგორც ალტერნატივას: პოლიურეთანის ქაფს, ჰოლოფაიბერს, ხელოვნურ ლატექსსა და ა.შ. ასეთი ვარიანტები ეკონომიური, ჰიპოალერგიული, გამძლე და პრაქტიკულია.

ასევე, ლეიბების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და დიდი ხნის განმავლობაში გამოსაყენებლად,  კომფორტის გასაზრდელად და პროდუქტის მოვლის გასამარტივებლად,   გამოიყენება მოსახსნელი გადასაფარებლები. მატრასის ეს გადასაფარებლები იკერება ჰაეროვანი ქსოვილებით, რომელთა გარეცხვაც სარეცხ მანქანაშიც შესაძლებელია.

Afalina Pediatric Comfort - მრავალფენიანი პროფილაქტიკური ლეიბი

ლეიბები შედგება შემავსებლის რამდენიმე ფენისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ დატვირთვის თანაბარ განაწილებას ბავშვის ზურგზე.  გამოიყენება ორი ტიპის შემავსებელი:

ცენტრალური ფენა მზადდება ჰიპოალერგიული და მსუბუქი მასალისაგან (ჰოლოფიბერი), ხოლო  გარეგანი ორი მასალა დამზადებულია ბუნებრივი ქოქოსისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ ზედაპირს.

საბავშვო მატრასები

გარე საფარი შეკერილი რბილი და სასიამოვნოდ შესახები ბუნებრივი ბამბისგან. ხელმისაწვდომია ორი ზომით: 120x60 მმ და 125x65 მმ.

დადებითი:

  • სიგლუვე, რომელიც უზრუნველყოფს სხეულის სწორ პოზიციას;
  • არ დეფორმირდება მთელი გამოყენების განმავლობაში;
  • ფენებში კარგად მოძრაობს ჰაერი, არ აღიქვას სუნსა და ტენიანობას;
  • მასალები უსაფრთხო, ანტიბაქტერიული და ჰიპოალერგიულია;
  • გარე ბამბის ფენა სასიამოვნოა შეხებისას.

მინუსები:

  • არ აქვს მოსახსნელი ზედაპირი.

Afalina ბრენდის ზამბარებიანი ლეიბები   შექმნილია სპეციალურად ბავშვთა ხერხემლის განვითარებისთვის და  დარღვევების თავიდან ასაცილებლად.

Plitex Organic Twin - პრემიუმ საბავშვო მატრასები, რომლებიც დამზადებულია ბუნებრივი მასალისგან

Plitex კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულ ლეიბებს აწარმოებს,  გამოუშვა Organic-ის ახალი სერიის მატრასები. ხაზი მთლიანად ბუნებრივი მასალების საფუძველზეა დამზადებული, რომლებიც აბსოლუტურად უსაფრთხოა ბავშვების ჯანმრთელობისთვის.

საბავშვო მატრასები

Organic Twin-ის  მოდელი არის ახალი პროდუქტი, რომელიც დამზადებულია ლატექსის ორი ფენის და შიდა ქოქოსის ფირფიტის საფუძველზე. მოსახსნელი საფარი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა  ბამბისგან.

ლეიბები ორმაგია:  ერთის მხრივ არის ლატექსის 25 მმ სისქის ფენა (ვარიანტი ახალშობილებისთვის), ხოლო მეორეს მხრივ - 40 მმ (ერთ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის).

დადებითი:

  • ორმაგი  კონსტრუქცია სხვადასხვა სიმკაცრით;
  • ეკოლოგიურად სუფთა, ჰიპოალერგიული მასალები;
  • აქვს მოსახსნელი ზედაპირი, რომლის მოხსნა ძალიან მარტივია და ამასთან, შესაძლებელია სარეცხ მანქანაში გარეცხვაც.

მინუსები:

  • წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ზომა.

ორმხრივი დიზაინის წყალობით, Organic Twin ლეიბები შესაფერისია სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის - დაბადებიდან 2-3 წლამდე.