საუკეთესო მასალის ტაფები

 როდესაც ქვაბების და ტაფების ყიდვაზე მიდგება საქმე, დიზაინის გარდა, არსებითი ყურადღება, რა თქმა უნდა, მასალის ხარისხს ექცევა, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არა მხოლოდ საკვების გემოვნებაზე, არამედ ადამიანის ჯანმრთელობაზე.

დღევანდელ ბლოგში წარმოგიდგენთ  მოსახერხებელ, ადვილად გასუფთავებად,  წებოვანი საფარის მქონე ისეთ ტაფებს, რომლებიც გამოიყენება ღუმელში მოსათავსებლად, ასევე ნებისმიერი  პროდუქციიც შესაწვავად,  მოსათუშად თუ გამოსაცხობად.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ რამდენიმე სხვადასხვ დიზაინისა და მასალის ტაფებს, რომლიც იმედია, არჩევანის შესაძლებლობას ძალიან გაგიმარტივებთ!

თუჯის საუკეთესო ტაფები

ეკოლოგიურობა, გამძლეობა და ფუნქციონირება თუჯის ქვაბებისა და ტაფების ძირითადი მახასიათებელია. ასეთ ტაფებში ყველაფერი თანაბრად ცხვება და ამასთან, ზედაპირიც დიდხანს რჩება ცხელი.

სამწუხაროდ, თუჯის ქვაბებში არ არის რეკომენდირებული საჭმლის დიდი ხნით შენახვა, რადგან ლითონის ზედაპირზე შეიძლება კოროზია გაჩნდეს.

 უფრო დაწვრილებით თუჯის ქვაბების შერჩევის კრიტერიუმები შეგიძლიათ იხილოთ ისურვეს შემდეგ ბლოგზე .

საუკეთესო ტეფლონის   ტაფები

განსაკუთრებული სიმსუბუქე და არაწებოვანი თვისებები ტეფლონის ჭურჭლის მთავარი დამახასიათებელი თვისებაა, რომელიც  არ რეაგირებს ტუტეებთან და მჟავებთან.

Polaris Madera-20F

ტეფლონის საფარის მქონე ეს  ტაფა მდგრადია ნაკაწრების მიმართ. ამის მიუხედავად, მწარმოებელი გირჩევთ გამოიყენოთ ხისა და სილიკონის კოვზები.

ტაფის ქვედა სისქე  5 მმ-ია, ხოლო კედლები ოდნავ თხელი - 3 მმ-ია. შედარებით მცირე ზომის მიუხედავად,  მოდელს აქვს საკმაოდ შთამბეჭდავი წონა - 1.21 და 1.63 კგ.

დადებითი მახასიათებლები:

  • შუშის სახურავი, რომელსაც ელასტიური ზოლები აქვს, კარგად  ჯდება ტაფაზე;
  • სითბოს მდგრადი  ხის მსგავსი სახელურები;
  • შესაფერისია როგორც შესაწვავად, ასევე - ჩაშუშული საკვებისთვის;
  • ადაპტირებულია ინდუქციური გაზქურებისათვის

მინუსები:

  • სახელური არ არის მოსახსნელი, ამიტომ ტაფის  ღუმელში  მოთავსება არ შეიძლება!

საუკეთესო კერამიკული ტაფები

კერამიკული მოდელები კომფორტული და მარტივი გამოსაყენებელია, რომელიც სწრაფად და თანაბრად თბება. ამასთან, განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს.

TVS Eco Chic

ტაფა შეიძლება განთავსდეს, როგორც  გაზზე, ასევე -  ელექტრო გაზქურაზე. ჭურჭლის დიამეტრია 24 სმ-დან 28 სმ-მდე (კედლების სიმაღლე შესაბამისად - 4-დან 6 სმ-მდეა). ყველაზე დიდი ზომის ტაფაც კი მხოლოდ 1 კგ-ს იწონის.

კერამიკული საფარი დიდხანს წმენდას ან გახეხვას არ საჭიროებს - საკვების ნარჩენები ირეცხება უბრალოდ  წყლის ნაკადის საშუალებით. კერამიკის ტაფა შესაფერისია როგორც საჭმლის მომზადებისთვის, ასევე მზა კერძების შესანახად.

დადებითი მახასიათებლები:

  • მზადდება ეკოლოგიურად სუფთა კერძები, რომელიც არ გამოყოფს სიცოცხლისთვის მავნე ნივთიერებებს;
  • შეიძლება გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც;
  • აქვს მაღალი ვერტიკალური კედლები

მინუსები:

  • არ არის შესაფერისი ინდუქციური გაზქურებისათვის

Woll Diamond Titan Best

მოდელი სხვა ტაფებისგან  არა მხოლოდ სიგანით განსხვავდება (20 სმ-დან 32 სმ-მდე), არამედ კედლების სიმაღლითაც (5-დან 7 სმ-მდე). გერმანული ჭურჭელის ზედმეტად ძლიერი  საფარი უძლებს ლითონის ჩანგლებისა და დანების ნაკაწრებსაც.

გამოყენების შემდეგ, ქვაბები / ტაფები  არ საჭიროებს სპეციალურად გაწმენდას და საჭიროების შემთხვევაში, მისი მოთავსება ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც შეგიძლიათ.

დადებითი მახასიათებლები:

  • მაღალი კედლები - მოსახერხებელია ნებისმიერი პროდუქციის მოხარშვა;
  • კერძის მომზადება შესაძლებელია ზეთის გარეშეც;
  • აქვს მოსახსნელი სახელური;
  • უძლებს მაღალ ტემპერატურას ამიტომ, ღუმელისთვის შესაფერისია

მინუსები:

  • თბება ცოტა დიდხანს,   კერამიკული ან ტიტანის ტაფები .

Tefal Hard Titanium

ტაფას შეუძლია ზეთის ეკონომიური მოხმარება, ასევე გათვალისწინებულია სახელურის მოსახერხებელი პოზიციონირება და  მარყუჟის არსებობა  ჭურჭლის დასაკიდებლად. Hard Titanium სერია გთავაზობთ ისეთ მოდელებს, რომელთა ქვედა დიამეტრია 24/26/28 სმ.

ნაკაწრებისა და დაზიანებებისგან ზედაპირის დასაცავად,  გამოყენებულია მრავალფენიანი ტიტანის კერამიკული საფარი. ტაფის გარედან გათვალისწინებულია დეფორმაციის საწინააღმდეგო ღარები, რომლებიც ზრდის ჭურჭლის მოხმარების ხანგრძლივობას.

დადებითი:

  • სილიკონის სახელური;
  • არსებობს გათბობის მაჩვენებელი;
  • შესაძლებელია სითბოს თანაბრად გადანაწილება;
  • შეგიძლიათ მოათავსოთ ინდუქციურ ღუმელზეც

მინუსები:

  • მაღალი ფასი.

პოპულარული მოდელები