თუჯის ქვაბების შერჩევის კრიტერიუმები

 იყო დრო, როდესაც თუჯის ქვაბების ნაკრები  ყველა სახლში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც  ბაზარზე ქვაბების ნაკრების ძალიან ბევრი მწარმოებელი შემოვიდა,  პროდუქციის მრავალფეროვნება, რა თქმა უნდა, გაიზარდა.

უკვე მრავალი წელია, რაც თუჯის ქვაბების ნაკრების  გამძლეობასა და მრავალფეროვნებაზე ეჭვი არავის ეპარება. ამიტომ, ამ ჭურჭელზე მოთხოვნა დღემდე მაღალია და სხვადასხვა ონლაონ მაღაზიებშიც შეგიძლიათ მათი ხელმისაწვდომ ფასად შეძენა.

დღევანდელ ბლოგში თუჯის ქვაბების შერჩევის კრიტერიუმებზე ვისაუბრებთ რა მიზეზითაც,  ქვემოთ წარმოგიდგენთ იმ ძირითად რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა შეარჩიოთ  სამზარეულო ჭურჭელი

განხილვის პირველ ეტაპზე, საინტერესოა დადებითი მახასიათებლების მიმოხილვა, რაც გარკვეულ წარმოდგენას შეგვქიმნის პროდუქტზე. მოკლედ, ქვაბების დადებითი შეფასებები შემდეგნაირად გამოიყურება:

ჭურჭლის ზედაპირი წარმოუდგენლად გამძლეა, რომელიც მდგრადია ნებისმიერი დაზიანების მიმართ. უშუალოდ საფარი ნელა და დიდხანს თბება, მაგრამ მასში მოხარშული ან შემწვარი საკვები ძალიან გემრიელი გამოდის.

აღსანიშნავია ისიც, რომ დროთა განმავლობაში, მომზადებული კერძები უკეთესი ხდება. ე.ი. რაც უფრო დიდხანს გამოიყენებთ ჭურჭელს, არაწებოვანი თვისებები მით უფრო გამოხატული იქნება. ამიტომ მიჩნეულია, რომ თუჯის ძველ ტაფებსა და ქვაბებში მომზადება უფრო კომფორტულია,  ვიდრე ახალში.

თუჯის ქვაბების შერჩევის კრიტერიუმები

თუჯის მასალას „არ მოსწონს“ დაჩქარება: დიახ, ქვაბები ნამდვილად ნელა თბება და ასევე ნელა ცივდება, თუმცა, ყველაზე გამძლე მასალაა, რადგან შეუძლია გაუძლოს ექსტრემალურ ტემპერატურას და მოულოდნელ ცვლილებებს.

ერთადერთი მინუსი ისაა, რომ თუჯის ჭურჭლის გარეცხვა ადვილი არ არის, რადგან საკმაოდ ტევადი და მძიმეა. ამის მიუხედავად,  გარეცხვა ძალიან მარტივია და მხოლოდ ღრუბლითა და თბილი წყალითაც შეგიძლიათ დაასუფთავოთ. დაზიანებასა და გატეხვას რაც შეეხება  - თუჯს შეუძლია გაუძლოს სიმაღლიდან ჩამოვარდნასაც კი.

აქვე აღსანიშნავია ის რეკომენდაცია, რომ მომზადებული საკვების მოცულობა, შესაბამისობასთან უნდა მოდიოდეს ქვაბის ზომასთან. მაგალითად, თუ მცირერიცხოვანი ოჯახი გყავთ, გაითვალისწინეთ, რომ უფრო დიდი მოცულობის ქვაბის შერჩევისას,  გაიზრდება კერძის მომზადების დრო. აქედან გამომდინარე, ნამდვილად ღირს სამზარეულოში  განსხვავებული ზომის, რამდენიმე ტაფის ან ქვაბის შეძენა, რომელსაც ჩვენს მაგალითზე წარმოგიდგენთ.

მაშ ასე, თუჯის კომპლექტში სხვადასხვა სიდიდისა და მოცულობის  მოდელები ასე  გამოიყურება:

  • თხელი ტაფა - ბლინებისთვის;
  • ტაფა მაღალი კედლებით - მოსახარში ინგრედიენტებისთვის;
  • გრილი - თევზისა და ხორცის სქელი ნაჭრების შესაწვავად;
  • სტანდარტული ტაფები - კატლეტისა და შემწვარი კარტოფილისთვის;
  • ტაფა გვერდითი ან მოსახსნელი სახელურებით, რომელიც განკუთვნილია ღუმელში მოსათავსებლად;
  • პიცის ტაფა - დიდი დიამეტრის, მაგრამ თხელი კედლებით;
  • პატარა ქვაბი გრძელი სახელურით;
  • კლასიკური ქვაბი;
  • ძალიან დიდი ქვაბი - სქელი კედლების მქონე ქვაბი დიდი რაოდენობის საკვების მოსამზადებლად.

თუჯის ქვაბების შერჩევის კრიტერიუმები

როგორც მივხვდით, კერძების მომზადებაც განისაზღვრება ქვაბების დანიშნულებისა და  მახასიათებლების მიხედვით. მაგალითად, წვნიანებისა და მარცვლეულის მოსამზადებლად, შესაფერისია მრგვალი ქვაბები, ხოლო ფრინველის, ღორის ხორცისა თუ თევზის შესაწვავად,  უმჯობესია გამოიყენოთ მოგრძო ტიპის ტაფები. დაბალი  კედლის მქონე ქვაბები კარგია ჩაშუშული კერძების ან ნახევარფაბრიკატების მოსამზადებლად.

პროდუქტის მასალა

თუჯის ქვაბების ნაკრები ორი კატეგორიისაა: კლასიკური და ემალირებული. კლასიკურისაგან განსხვავებით,  ემალირებული ქვაბები  შეიძლება იყოს ფერადი, მოხატული ან თუნდაც რელიეფური, ხოლო თუჯის კლასიკური ჭურჭელი მხოლოდ შავია, ყოველგვარი ზედმეტი გაფორმებების გარეშე.

და ბოლო რეკომედაცია: თუ გსურთ,  თქვენი სამზარეულოსთვის რაც შეიძლება მოსახერხებელი ქვაბები შეარჩიოთ, მაშინ ყურადღება მიაქციეთ ინდივიდუალურ უპირატესობებსა და მახასიათებლებს. მათ შორის გასათვალისწინებელია მოსახერხებელი სახელური, მრავალფუნქციური თავსახური, სითბოს გაჟონვის საწინააღმდეგო ფუნქცია და მრავალშრიანი ფენა.

პოპულარული მოდელები

უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Kaiserhoff KH 4360
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Kaiserhoff KH 4360
Regular price 220.00 ლარი 137 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
დიდი ალუმინის ქვაბი Scovo Silver
დიდი ალუმინის ქვაბი Scovo Silver
Regular price 120.00 ლარი 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Zepter ZP-2777
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Zepter ZP-2777
Regular price 250.00 ლარი 189 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ალუმინის  ქვაბების ნაკრები Scovo 7PCS
ალუმინის ქვაბების ნაკრები Scovo 7PCS
Regular price 180.00 ლარი 119 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია