თუჯის ქვაბი
თუჯის ქვაბი ქართული და მსოფლიო სამზარეულოს ერთ-ერთი ისტორიული შემადგენელია. შეიძლება სწორედ ამიტომაც არის რომ მასში მომზადებული კერძების უმეტესობა განსხვავებული, ძალიან სასიამოვნო გემოთი გამოირჩევა. ამის ძირითადი მიზეზი კი თუჯის ქვაბის სქელი კედლებია, რომლებიც ტემპერატურის თანაბარ განაწილებას უწყობს ხელს და უფრო მეტად შეეფერება ე.წ. ნელი მომზადების (slow cooking) პროცესს.
იყო დრო, როდესაც თუჯის ქვაბი ძალიან ძვირფასი შენაძენი იყო ყველა ოჯახისათვის, რადგან სამზარეულო ჭურჭელი, თავისი გამძლეობითა და მრავალფეროვნებით, ხშირად იგებდა დიასახლისების გულს. შესაბამისად, მოთხოვნაც მუდმივად იყო.
დღეს, თუკი რომელიმე ჭურჭლის მაღაზიას ესტუმრებით, ან თუნდაც, ნებისმიერი ინტერნეტ მაღაზიის კატალოგს გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ქვაბების ძალიან ბევრი, თვალისმომჭრელი არჩევანია წარმოდგენილი, მაგრამ ამის მიუხედავად, თუჯის ქვაბები დღემდე არ კარგავს თავის პოპულარობას მომხმარებლებში და მოთხოვნაც მაღალია.
დღევანდელ აღწერაში ვისაუბრებთ იმ ძირითად რეკომენდაციებზე, რომლებსაც თუჯის ქვაბების ნაკრების შეძენისას უნდა მიაქციოთ ყურადღება.
დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არის წარმოუდგენლად გამძლე მასალა, რომელიც შესაძლოა თაობიდან თაობას, მრავალი წლის განმავლობაში გადაეცეს. ასეთი ჭურჭლის გაფუჭება თითქმის შეუძლებელია, რადგან იდეალურად იტანს ნაკაწრებსა და სხვა სახის დაზიანებებს.
თუჯის ქვაბის მოვლა, გარეცხვა ძალიან მარტივია. ამასთან, მასში მომზადებული საკვები დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს სითბოს. რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებთ ჭურჭელს, მით უკეთ დაინახავთ - რამდენად კომფორტული გამოსაყენებელია როგორც ქვაბები, ასევე - ტაფები.
აქვე სასურველია გაითვალისწინოთ, რომ ზოგადად თუჯის მასალას არ უყვარს „დაჩქარება“. ანუ, თბება-ცხელდება ძალიან ნელა, მაგრამ, სამაგიეროდ, დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს სითბოს. შესანიშნავად უძლებს მაღალ ტემპერატურას და მის მოულოდნელ ცვლილებებსაც. კარგად იტანს ნებისმიერ მჟავას, ამიტომ შეგიძლით ხორცის მომზადება ლიმონის წვენითაც, რომელიც არ იქონიებს არანაირ გავლენას საფარის ზედაპირზე.
გამომდინარე იქიდან, რომ ტაფებისა და ქვაბების ზომები სხვადასხვა კერძის მოსამზადებლადაა განკუთვნილი, გამონაკლისი არც თუჯის ქვაბების ნაკრებშია. არ არსებობს უნივერსალური ზომის ჭურჭელი. ამიტომ, კერძების მოყვარულებმა, სასურველია რამოდენიმე მათგანი შეიძინოთ. პირობითად:
- თხელი ტაფები - განკუთვნილია ბლინებისთვის;
- მაღალი კედლის მქონე ტაფები - იდეალურია კერძების მოსათუშად, მოსახარშად;
- გრილის ტაფები - განკუთვნილია ხორცის სქელი ნაჭრების ან თევზის შესაწვავად;
- სტანდარტული ზომის ტაფები - კარგია კატლეტებისა და შემწვარი კარტოფილისთვის;
- გვერდითი ან მოსახსნელი სახელურებით - თავისუფლად შეიძლება მოთავსდეს ღუმელში.
- პიცის ტაფა - დიდი დიამეტრის, მაგრამ თხელი კედლების მქონე.
როგორ შევარჩიოთ თუჯის ჭურჭელი სწორად?
ქვაბების ყიდვა რთული პროცესი არ არის, მაგრამ უმჯობესია გარკვეულ მახასიათებლებში გარკვევა, რათა არჩევანის შესაძლებლობა მეტად გაგვიმარტივდეს. ქვემოთ წარმოგიდგენთ მნიშვნელოვან პარამეტრებს, რომლებიც იმედია, დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში.
წონა - ზოგადად, თუჯი მძიმე მასალაა. პირობითად, პატარა ტაფის წონაც კი შესაძლოა 400-500 გრამს შორის მერყეობდეს. თუკი გამყიდველი მსუბუქი თუჯის ჭურჭელს გთავაზობთ, იცოდეთ, რომ თავი უნდა აარიდოთ ასეთი პროდუქციის ყიდვას.
ღირებულება - ფასი მაღალი აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, რამოდენიმე წლის განმავლობაში უდაოდ გაგიწევთ ერთგულ სამსახურს.
სახელურები - გაითვალისწინეთ, რომ ხის სახელურით წარმოდგენილი მოდელები დიდი ხანი ვერ ძლებენ. ამიტომ, უმჯობესია ისევ და ისევ თუჯის მასალის მქონე სახელურებზე გააკეთოთ აქცენტირება.
კედლების სისქე - გათბობისთვის, ყველაზე ოპტიმალურია 3-5 სმ-იანი სისქე.
მთლიანობა - შეძენისას აუცილებლად დააკვირდით ქვაბებსა და ტაფებს როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. მასალაზე არ უნდა იყოს არანაირი ბზარები, ნაკაწრები და სხვა სახის დაზიანებები, რადგან ყველა ეს დეფექტი მნიშვნელოვნად აუარესებს ჭურჭლის გამოყენების ხანგრძლივობას.
სასურველია თუკი თუჯის ნაკრებთან მუშაობისას, გადასაადგილებლად გამოიყენებთ ხის ან სილიკონის ნივთებს, რადგან რკინის მოწყობილობებმა შესაძლოა დააზიანოს ქვაბების საფარი. ასევე, არ არის სასურველი თუჯის მოთავსება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, რადგან უხეში რეცხვის რეჟიმი ძალიან აზიანებს ბუნებრივ დამცავ ფენას.
შეიძინეთ სამზარეულოს ყველანაირი ატრიბუტიკა ისურვეზე და მიიღეთ ფასდაკლებები, განვადების თქვენზე მორგებული სისტემა და სახლში მიტანის უფასო სერვისი.