საუკეთესო ბრენდის ბარგალკები
October 23, 2020ბარგალკები მრავალფეროვანი სამშენებლო ელეტრო იარაღია , რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა მასალის ჭრისა და დამუშავებისთვის. მოწყობილობის ტექნიკური შერჩევა დამოკიდებულია შესრულებული სამუშაოს ტიპსა და ინსტრუმენტის გამოყენების ინტენსივობაზე.
იმის დასადგენად, რომელი ბარგალკაა უკეთესი , უნდა გაანალიზოთ ისეთი პარამეტრები, როგორიცაა:
- დისკის დიამეტრი - (115-დან 230 მმ-მდე) რაც უფრო დიდია ეს მნიშვნელობა, მით უფრო ღრმა იქნება მასალის ჭრილი;
- სიმძლავრე - (500-დან 2000 ვტ-მდე) გავლენას ახდენს დამუშავების სიჩქარეზე და მასალის დასაშვებ სისქეზე. ასეთ შემთვევაში ბრუნვის რაოდენობა მერყეობს 6600-დან 12000-მდე.
დამატებითი ფუნქციები, რომლებიც გასათვალისწინებელია: გლუვი დაწყება, მტვრისგან დაცვა, სიჩქარის კონტროლი და <დაწყება> ღილაკის დაფიქსირება. იმისათვის, რომ გაგიმარტივოთ სწორი მოდელის შერჩევა, ჩვენ შევადგინეთ ბარგალკების რეიტინგი მომხმარებელთა მიმოხილვების საფუძველზე და ინსტრუმენტის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით.
DeWALT DWE 4150
DeWALT ბარგალკის ამ მოდელს 900 W და 11800 rpm აქვს. მოწყობილობის ზომებია - 390x120 x150 მმ.
დადებითი:
- მსუბუქი და მარტივი გამოსაყენებელი;
- შეუძლია გაუძლოს მნიშვნელოვან დატვირთვას;
- მწარმოებლის მიერ დეკლარირებული სიმძლავრე;
- ზომიერად ხმაურიანი;
- ძრავას აქვს დამცავი საფარი, რომელიც იცავს მას მტვრის მოხვედრისგან;
- დაბალი ვიბრაცია.
მინუსები:
- სუსტი გვერდითი მოჭიდება;
- მოკლე დენის კაბელი;
- დისკის მონტაჟი არასტანდარტულია, რომელიც პირველი მოხმარებისას შეიძლება მოუხერხებელი იყოს.
Black+Decker G650
Black + Decker ბალგალკის სიმძლავრეა 650W, ხოლო ბრუნვის რაოდენობაა 11000 rpm . ხელსაწყოს ზომებია - 310x134 x115 მმ. კორპუსი სტანდარტულზე ოდნავ სქელია, მაგრამ წონა მხოლოდ 1.84 კგ-ია. სახელურს აქვს ორი პოზიცია, რომლის დაყენება შესაძლებელია მარცხენა ან მარჯვენა მხარეს.
დადებითი:
- კომფორტულობისა და წონის კომბინაცია;
- ძრავის მშვიდი მუშაობა;
- რბილი დაწყების ფუნქცია;
- ხელში ჯდება ძალინ კომფორტულად;
- აქვს საკმარისი ძალა;
- ვიბრაციის საწინააღმდეგო კარგი ამორტიზირება.
მინუსები:
- მოკლე დენის კაბელი;
- თხელი პლასტიკური სახელური;
- თუ გადაცემათა კოლოფი ჩართვისას დიდ ხმაურს გამოსცემს, საჭიროა ხელსაწყოს დაშლა და ნაწილების შეზეთვა ან გარანტიით შეცვლა;
- სიჩქარის კონტროლი არ აქვს.
Makita GA5030
კუთხის საჭრელი Makita -ს სიმძლავრეა 720 W, რომელსაც აქვს მცირე სიგრძე - 266 მმ . ხელსაწყოს წონაა - 1.8 კგ, ხოლო რევოლუციების რაოდენობა წუთში - 11000-მდე აღწევს. ბარგალკის კორპუსი თხელია ამიტომ, შეგიძლიათ ერთი ხელითაც იმუშაოთ.
დადებითი:
- მსუბუქი წონისაა, რაც ერთი ხელით მუშაობის შესაძლებლობას იძლევა;
- გადაცემათა კოლოფი ბრტყელია, რაც ძნელად მისადგომ ადგილებში მუშაობის საშუალებას გაძლევთ;
- მოძრავი ნაწილებისთვის გამოიყენება მაღალი ხარისხის ზეთები;
- ძრავა მთლიანად დალუქულია, რათა დაცული იყოს მტვრისგან;
- ქსელის კაბელის სიგრძეა 2.5 მ.
მინუსები:
- 3 მმ ან მეტი სისქის ლითონის დამუშავებისთვის საკმარისი ენერგია არ აქვს ამიტომ, ჭრას შედარებით დიდი დრო სჭირდება;
- არ აქვს გლუვი დაწყების ფუნქცია და სიჩქარის კონტროლი;
- Start ღილაკის გასააქტიურებლად უნდა დააჭიროთ ქვემოთ და მერე წინ.
კუთხსახეხ მანქანებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ბლოგს:სხვადასხვა ტიპის ბარგალკები - რეკომენდაციები
პოპულარული მოდელები