სარეცხის საშრობი მანქანები, რომლებიც თქვენს საქმიანობას მეტ კომფორტს შესძენს

დღევანდელ ბლოგში გვინდა წარმოგიდგინოთ სარეცხის საშრობი მანქანები, რომლებსაც ღირსეული მახასიათებლები და მომხმარებელთა მხრიდან მრავალი დადებითი შეფასებები აქვთ.

აღწერაში განხილული იქნება LG, Bosch, Samsung სარეცხის მანქანები , რომელთა შეძენა შესაძლებელია ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზე, სადაც წარმოდგენილი გვაქვს სხვადასხვა ღირებულების, მახასიათებლებისა და დიზაინის მოდელები.

ჩვენი მრავალფეროვანი არჩევანი და მისაღები ფასები გაძლევთ იმის მარტივ საშუალებას, რომ შეარჩიოთ თქვენთვის ოპტიმალური მოდელი, რომელიც საგანტიო დოკუმენების საფუძველზე მრავალი წლის განმავლობაში უპრობლემოდ მოგემსახურებათ.

LG FH-2G6NDG2

რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს სარეცხი მანქანა LG , რომელიც აღჭურვილია დიდი ეკრანით. სენსორული მართვა უზრუნველყოფს მომხმარებლის მეტ კომფორტს, ხოლო მოწყობილობის შიგნით არსებული სენსორები იცავენ ტექნიკას მოულოდნელი გაჟონვისგან.

მფლობელს შეუძლია დაბლოკოს ღილაკები, რათა ბავშვებმა გარკვეული ცვლილებები  არ შეიტანონ  პროგრამებში. მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს გაშრობის დრო და დატრიალების სიჩქარე.

  • ზომები - 60x44x85 სმ;
  • ნივთების ტევადობაა - 6 კგ.
  • დატრიალების სიჩქარე - 1200 rpm.

დადებითი:

  • შედარებით მშვიდი ოპერაცია;
  • ტრიალის დროს არ მოძრაობს იატაკზე;
  • თეთრეული 100%  მშრალია;
  • გაშრობის შემდეგ უსიამოვნო პლასტმასის სუნი არ აქვს.

მინუსები:

  • ენერგოეფექტურობის კლასი  არა ეკონომიურია - D;
  • არ არსებობს დელიკატური რეცხვის ფუნქცია;
  • თვის განმავლობაში საჭიროა  მოწყობილობის გაწმენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეფექტურად ვერ გააშრობს.

Bosch WDU 28590

სარეცხის საშრობი Bosch -ს  აქვს 14 პროგრამა და ინტელექტუალური კონტროლი. ენერგოეფექტურობის A კლასი საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ თანხა რეგულარული რეცხვით.

მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს დატრიალების სიჩქარე, ტემპერატურა და რეცხვის დაწყების დრო 24 საათის გადადებით. მოწყობილობა აკონტროლებს ბალანსს და ქაფის დონეს. არსებობს ცალკეული რეჟიმები აბრეშუმისა და მატყლის გასარეცხად.

მახასიათებლები:

  • მანქანის ზომებია 60x65x85 სმ;
  • ტევადობა 10 კგ;
  • ტრიალი 1400 rpm-ზე.

დადებითი:

  • ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააუქმოთ რეცხვის პროცესი;
  • შესაძლებელია ტაიმერის გადადება 24 საათის განმავლობაში;
  • ფართო ბარაბანი;
  • აქვს დელიკატური რეჟიმები.

მინუსები:

  • ერთი სარეცხი ციკლისთვის 125 ლიტრ წყალს მოიხმარს;
  • მაღალი ღირებულება;
  • ხმაური 71 დბ;
  • რეცხვის დროს ნივთების ჩამატება შეუძლებელია.

სარეცხი მანქანის განსაკუთრებული მახასიათებელია 6 კგ თეთრეულის ერთდროულად გაშრობის შესაძლებლობა.

Samsung WD80K5410OW

სარეცხის საშრობ Samsung-ს  14 სარეცხი და 3 საშრობი პროგრამა აქვს. მოწყობილობა აღჭურვილია ინტელექტუალური მართვის დიდი ეკრანით.

ტექნიკა მიეკუთვნება ენერგოეფექტურობის A კლასს და ციკლის განმავლობაში მოიხმარს 88 ლიტრ წყალს. ლუქის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია დავიწყებული საგნების ჩატვირთვა პროცესის დაწყების შემდეგაც.

  • მანქანის ზომები 60x60x85 სმ.
  • დატრიალების სიჩქარე 1400 rpm.
  • ტევადობა 8 კგ.

დადებითი:

  • ბარაბანის ანტიბაქტერიული საფარი;
  • არსებობს მატყლის რეცხვის პროგრამა;
  • ბარაბანის ინტეგრირებული ECO დასუფთავების ფუნქცია.

მინუსები:

  • ხმა 73 დბ;
  • მუშაობის დასრულების შემდეგ დაბლოკვის  საკეტი  შეიძლება არ გაიხსნას.

პოპულარული მოდელები