ყველაზე მოთხოვნადი ბრენდების სარეცხი მანქანები
ბოლო წლების განმავლობაში, ბრენდირებულ საოჯახო ტექნიკაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა და ამიტომ, დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ Samsung, LG, Bosch სარეცხი მანქანები, რომელთა შეძენა შესაძლებელია ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზეც.
Samsung WW65J42E0HS
სამსუნგის სარეცხი მანქანის ზომებია 60x45x85 სმ, რომელსაც, სამწუხაროდ, არ აქვს გაჟონვისგან დაცვის ფუნქცია. მოწყობილობის მართვა შესაძლებელია როგორც სენსორული ეკრანის საშუალებით, ისე - სმარტფონიდან.
აქვს 12 მოქმედი რეჟიმი, რომლებიც მოიცავს: დელიკატურ რეცხვას, ლაქების მოცილებას და ა.შ. ამასთან, დასრულების დრო გემცნობათ ხმოვანი სიგნალის საშუალებით. ბარაბანის ბრუნვის სიჩქარეა 1200 rpm-მდე. ერთი ციკლის განმავლობაში კი მოიხმარს 39 ლიტრ წყალს. ენერგოეფექტურობის კლასია A.
უპირატესობები:
- ლამაზი დიზაინი;
- მარტივად გამოყენებადი;
- კარგი ფუნქციონირება;
- ძლიერი ძრავა;
- ბარაბანის დატრიალების რეჟიმების რეგულირება (400, 800, 1200 rpm);
- ავტომატური გამორთვა.
ნაკლოვანებები:
- ცოტა ხმაურიანი;
- გრძელი მელოდია სარეცხის დასრულების შემდეგ.
LG F-2J5NN4L
სარეცხის მანქანა (60x45x85 სმ) 6 კგ-მდე ტევადობით, რომელსაც გაჟონვისგან დაცვის ფუნქცია აქვს.
დატვირთული ფუნქციების გარდა, ასევე წარმოდგენილია ინფორმაციული ეკრანი და რეგულირების სენსორები, რომელიც საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ თქვენი სმარტფონიდან.
ასრულებს რეცხვის 13 პროგრამას, ხოლო სამუშაოს დასრულებას გამცნობთ სიგნალის საშუალებით. ერთი ციკლის განმავლობაში წყლის მოხმარება 58 ლიტრია. ენერგო ეფექტურობა კი წინა ვერსიის მსგავსია.
უპირატესობები:
- ლამაზი დიზაინი;
- ლამაზი სენსორული პანელი;
- კარგად გაწონასწორებული, სტაბილური სარეცხი მანქანა;
- პროგრამების ოპტიმალური ნაკრები;
- მოცულობითი ტევადობა;
- პროგრამების თვითმორგების შესაძლებლობა;
- რეცხვის მაღალი ხარისხი;
- ავტომატურად ითიშება.
ნაკლოვანებები:
- წყალს იღებს და ასხამს ხმაურიანად;
- რეცხვის გრძელი რეჟიმები;
- ფხვნილისთვის განკუთვნილი ვიწრო უჯრები.
Bosch WLL 20164
მოდელი (60x45x85 სმ) 32 სმ-იანი ლუქითა და 6 კგ-მდე ტევადობით, რომელიც გაჟონვისგან ნაწილობრივ დაცულია. კორპუსზე განთავსებულია ეკრანი და სენსორული გადამრთველები.
რეცხვის დასრულების შედეგს გამცნობთ ხმოვანი სიგნალის საშუალებით, ხოლო ერთი ციკლის განმავლობაში წყლის მოხმარება 41 ლიტრია. ელექტროენერგიის მოხმარების კლასია A ++ .
უპირატესობები:
- ლამაზი დიზაინი;
- საიმედო წარმოება;
- მუშაობს მშვიდად;
- აქვს მრავალი რეჟიმი;
- ხარისხიანი რეცხვა.
ნაკლოვანებები:
- ოდნავ მაღალი ვიბრაცია;
- ბევრი არასაჭირო ფუნქციები;
- რამდენიმე მოკლე რეჟიმი
თუ შედარებით მცირე ზომის სარეცხ მანქანებზე იფორმაცია გაინტერესებთ, იხილეთ ჩვენი წინა ბლოგი.
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...