სარეცხის მანქანით რეცხვის 5 საიდუმლო - რჩევები დიასახლისებისთვის
September 24, 2019
2. რამდენი უნდა იყოს წყლის ტემპერატურა?
სარეცხის მანქანაში ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 40-60 გრადუსი. ეს ის ტემპერატურაა, რომელიც სპობს თეთრეულსა და ტანსაცმელზე არსებულ ბაქტერიებს. ცივი წყლის ნაკადი ვერ სპობს მტვერს, ტკიპებსა და ბაქტერიებს, ძალიან ცხელი წყალი კი აფუჭებს ქსოვილს.
3. რა სა შუალებების გამოყენება შეიძლება რეცხვის დროს ?
ხშირად ვიყენებთ ტანსაცმლის რეცხვის დროს კონდიცირების ქიმიურ საშუალებებს, თუმცა კარგი იქნება თუ გამოიყენებთ თეთრ ძმარს. თქვენი პირსახოცები და თეთრეული, რომლებიც რეცხვის შემდეგ უხეში ხდება, ძმრის გამოყენებით რბილი გახდება. გამოიყენეთ 100 მლ თეთრი ძმარი დამარბილებლად.
4. როგორ ვებრძოლოთ ლაქებს ?
დალაქავებული ტანსაცმლიდან ლაქა სარეცხის მანქანაში რეცხვის შემდეგ ხშირად არ ამოდის. ამიტომ გეტყვით ხუთ მარტივ ხრიკს, რომელიც თქვენს ტანსაცმელს შეუნარჩუნებს ძველ იერს:
● ცხიმიან ლაქას (ახალს) დააყარეთ შაქრის შემცვლელი ან სახამებელი (კრახმალი), შემდეგ კი გარეცხეთ სარეცხის მანქანაში.
● ტომატისა და სოუსის კვალს ადვილად ამოაცილებს პრეპარატი WD-40. გააჩერეთ 5-10 წუთი, ამის შემდეგ კი თუნდაც ცივი წყლით გარეცხეთ.
● იღლიის არეში თეთრი ტანსაცმელიდან ყვითელი ლაქების ამოსაღებად გარეცხეთ ის ფხვნილის გარდა მათეთრებელთან ერთად 40 გრადუს ტემპერატურაზე.
● თუ ერთი საათით მარილიან წყალში ჩაალბობთ ტანსაცმელს ( კომბინაცია- 1 ლიტრ წყალთან 1 სუფრის კოვზი მარილი), ის ადვილად ამოიღებს ყავისა და ღვინის ლაქებს.
● სოდა დაეხმარება თეთრ ტანსაცმელს სიყვითლის მოცილებაში, ასევე მოაცილებს ტანსაცმელს უსიამოვნო სუნს. ნახევარი ჭიქა სოდა ჩაამატეთ ფხვნილთან ან სარეცხის საპონთან ერთად და გარეცხეთ ცხელი წყლით.
5. სარეცხის სწორად შრობის წესი .
აქვე არ გამოგრჩეთ: სარეცხი მანქანის მოვლის წესები
ექსპერტები გვირჩევენ, რომ სარეცხი აუცილებლად გავაშროთ ჰაერზე, თუ მზის სხივი იქნება, კიდევ უკეთესი. თუ სარეცხის გაშრობა საშრობ მოწყობილობაზე სახლში გიწევთ, რეცხვის დროს სარეცხთან ერთად შეაგდეთ ჩოგბურთის ბურთი. ის ტენს შეიწოვს და სარეცხი უფრო ფუმფულა გახდება.
პოპულარული მოდელები