სარეცხი მანქანის დიზაინი და ბრუნვის პარამეტრები

არავინ დაობს, რომ სარეცხი მანქანა სახლისთვის აუცილებელი კომპონენტია. მის გარეშე ყოველდღიური ცხოვრება ბევრად რთული და მოუხერხებელი იქნებოდა. მსოფლიოს საუკეთესო ბრენდები თავს არ ზოგავენ, რომ ყოველ ჯერზე გასნხვავებული და სასიამოვნო სიახლეები შემოგვთავაზონ.

არსებობს სარეცხი მანქანის ორი ძირითადი ტიპი - ფრონტალური და ვერტიკალური. იმისათვის, რომ გადავწყვიტოთ რომელი ტიპის ჯობია, არ არსებობს ერთი შაბლონური აზრი. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ სად აპირებთ მის დადგმას.

ფრონტალური და ვერტიკალური სარეცხი მანქანა

როგორც უკვე ვთქვით, სარეცხი მანქანა არსებობს ვერტიკალური და ფრონტალური . დღესდღეობით, ფრონტალური სარეცხი მანქანებია პოპულარული.

ტანსაცმლის გარეცხვის შემდეგ წამოიჭრება ხოლმე მისი გაშრობის საკითხი . შესაბამისად, ტექნიკის ინჟინრები ამ საკითხის მოგვარების მარტივ გზას გვთავაზობენ. ეს არის ორი ერთში ტექნიკა, რომელსაც აქვს, როგორც რეცხვის, ისე საშრობის ფუნქცია.

ეს შეთავაზება პრაქტიკულია მათთვის, ვისაც არ აქვს სარეცხის გაკიდვის შესაძლებლობა ფიზიკურად ან უბრალოდ ასე უფრო ეხერხება მისი გაშრობა.

სარეცხი მანქანა საშრობთან ერთად ბევრად მეტ ელექტრო ენერგიას მოიხმარს.

ასე, რომ თუ ცხოვრობთ თბილი კლიმატის მქონე რეგიონში, შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტია ორი ერთში სარეცხი მანქანის ყიდვა, ელექტრო ენერგიის დაზოგვის თვალსაზრისით.

ხოლო, სარეცხი მანქანის მოვლა და გაფრთხილება თქვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს.

სარეცხი მანქანის ბრუნვის რიცხვი

სარეცხი მანქანის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ბრუნვის რიცხვი წუთში, ტანსაცმლის გარეცხვისა და გაწურვისას. სხვადასხვა ტიპის ქსოვილის გასაწურად არსებობს სპეციალური პარამეტრები. ეს პარამეტრები, ძირითადად, მერყეობს 400-დან 2000-მდე, წუთში.

არის სუსტი, ძალიან სუსტი, ინტენსიური და მეტად ინტენსიური წურვის რეჟიმები.

  • ძალიან სუსტი - ძალიან თხელი და სპეციფიური ქსოვილებისთვის - 400ბრ/წთში.
  • სუსტი - ნაკლებად თხელი და სპეციფიური ქსოვილებისთვის - 500ბრ/წთში.
  • ინტენსიური - სპეციფიური ქსოვილებისთვის - 600ბრ/წთში.
  • მეტად ინტენსიური - სინთეტიკური და ბამბის ქსოვილებისთვის - 800ბრ/წთში.

1000ბრ/წთში და ზემოთ გამოიყენება შედარებით უხეში ქსოვილების, ჯინსების, პირსახოცებისა და სქელი აბანოს ხალათებისთვის.

რესურსების გამოყენება - წყლის ხარჯი

ელექტრო ენერგიისა და წყლის ხარჯი ერთმანეთთან პირდაპირპროპორციულ კავშირშია. რაც უფრო ნაკლებ წყალს მოიხმარს, მით უფრო ნაკლები ელექტრო ენერგია სჭირდება.

შესაბამისად, თუ თქვენ ეძებთ ეკონომიურ ტექნიკას, შეიძინეთ სარეცხი მანქანა, რომელსაც წყლისა და შესაბამისად, ელექტრო ენერგიის ნაკლები დანახარჯი ექნება. 

ეს პარამეტრი აღნიშნულია A სიმბოლით და ეკონომიურიბის მხრივ ემატება პლიუსები - A+, A++, A+++.

შემოდით isurve.ge-ზე და გააკეთეთ პრაქტიკული არჩევანი, იყიდეთ სარეცხი მანქანები ყველაზე იაფად საქართველოში !

გისურვებთ კარგ შენაძენს!

პოპულარული მოდელები