სარეცხი მანქანა - თანამედროვეობის კომფორტი

რამდენიმე წლის განმავლობაში, სარეცხი მანქანების არჩევანი საკმაოდ გაიზარდა.

ტექნიკის ბაზარზე დღეს ხელმისაწვდომია სხვადასხვა დიზაინის, მოცულობის, გამარტივებული-დამატებითი ფუნქციების, ეკონომიური ტიპის სარეცხი მანქანები .

ფართო არჩევანის მიუხედავად, ყველაზე მოთხოვნად ბრენდებად რჩება <ბოში>, <ელჯი>, <სამსუნგი>.

დატვირთვის მიხედვით, არსებობს მანქანის ორი ტიპი: წინა და ზედა დატვირთვის. პირველ რიგში, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, დაფიქრდით თქვენ რომელი ტიპის გჭირდებათ. შერჩევამდე ასევე გაითვალისწინეთ ოჯახის სულადობა და ოთახის ზომები.

შესაძლოა, ორივე ტიპის რეცხვით განსხვავება ვერ შეამჩნიოთ, მაგრამ ექსპერტები რეკომენდაციას წინა დატვირთვის მანქანებს უწევენ.
თუმცა, არჩევანი ისევ და ისევ თქვენზეა დამოკიდებული.

წინა დატვირთვის სარეცხი მანქანა ყველაზე ენერგოეფექტური ვარიანტია. გარდა ამისა, იყენებს ბევრად ნაკლებ წყალს თითოეული რეცხვისას.

გახსოვდეთ: ნუ ჩაყრით მანქანაში იმაზე მეტი წონის ტანსაცმელს, რაც ინსტრუქციაშია მითითებული.

მაღალი დატვირთვის სარეცხი მანქანა კარგი არჩევანი და როგორც წესი, საკმაოდ ხელმისაწვდომია. უფრო ახალი, მაღალი ეფექტურობის მოდელები უზრუნველყოფენ შესანიშნავ წმენდას. ბევრი ტვირთის ჩაყრის შემთხვევაში, აქვთ დიდი მილები , მაგრამ ამავე დროს, საკმაოდ ენერგოეფექტურია.

გახსოვდეთ: ნუ დაამონტაჟებთ სარეცხ მანქანას ნესტიან ადგილზე. წყალი, ორთქლი იწვევს მეტალის ჟანგვას და გადაცემების მწყობრიდან გამოსვლას.

სარეცხი მანქანების ფართო არჩევანს გთავაზობთ ჩვენი საიტი, სადაც დაგხვდებათ სხვადასხვა დიზაინისა და ფასის ტექნიკა.

ახლა კი თვალი გადავავლოთ სამ ყველაზე მოთხოვნად და თანამედროვე ტიპის სარეცხ მანქანას, მათ შორის საშრობთან ერთად

FlexWash Washing Machine:

ეს ორმაგი ფუნქციის მქონე მანქანა გთავაზობთ უკეთეს მოქნილობას, რომელსაც სუპერ დასუფთავების პარამეტრები გააჩნია. გარდა ამისა, მოიცავს გამაჯანსაღებელსა და ორთქლის პარამეტრებს.


ზედა ნაწილი გამოყოფილია სპეციალური ტიპის, სათუთად მოსავლელი, ნაქსოვი ტანსაცმელებისთვის.

TwinDos Washing Machine



მანქანის უნიკალურობა მისი TwinDos სისტემაშია, რომელიც ავტომატურად ანაწილებს სარეცხისა და გამათეთრებლის რაოდენობას თეთრებსა და ფერად ტანსაცმელებზე.

არსებობს უამრავი სპეციალური ციკლის არჩევანი, მათ შორის QuickIntenseWash, რომელსაც ერთ საათში შეუძლია ამოიღოს მკაფიოდ ჩამჯდარი ლაქები.

.


TWINWash System with LG Sidekick

მეგა სიმძლავრის სარეცხი მანქანაა. რომლის ზედა ნაწილს ყოველდღიური და ბევრი ტანსაცმლის დაგროვების შემთხვევაში იყენებენ.
მუშაობს ორთქლზე და არ აფუჭებს არც ნაზი ქსოვილის ტანსაცმელებს.

ჩვენს მიერ ჩამოთვლილი მოდელები , ძირითადად , მაღალფასიანია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ჩვენ საიტზე იხილოთ სხვადასხვა ბრენდისა თუ დიზაინის სარეცხი მანქანები ხელმისაწვდომ ფასად.

უშუალოდ სარეცხი მანქანის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს შესაბამის ბლოგპოსტს - სარეცხი მანქანის ინსტრუქცია - როგორ ავირიდოთ სარეცხი ფხვნილის ლაქები ტანსაცმელზე.

პოპულარული მოდელები