სარეცხი მანქანის ინსტრუქცია - როგორ ავირიდოთ სარეცხი ფხვნილის ლაქები ტანსაცმელზე

ჩვენი დღევანდელი ბლოგპოსტი კვლავ სარეცხი მანქანების ოპტიმალურ გამოყენებაზე იქნება ორიენტირებული.

მიუხედავად იმისა რომ ზემოხსენებული მოწყობილობა ოჯახური სიამტკბილობის ერთ-ერთი ქვაკუთხედია, მისი გამოყენების მანუალი ხშირად უგულებელყოფილი რჩება ხოლმე.

არადა კარგად გარეცხილი ტანსაცმელი ხომ ნებისმიერი საქმის ნახევარია.

წარმოიდგინეთ თქვენი თავი პოტენციურ ბიზნეს პარტნიორთან შეხვედრაზე ლაქიანი პერანგით და მაშინვე მიხვდებით ამ ერთ პატარა დეტალს როგორ შეუძლია თქვენს ცხოვრებაში კრიტიკული როლის თამაში.

სარეცხი მანქანის ინსტრუქცია - როგორ ავირიდოთ სარეცხი ფხვნილის ლაქები ტანსაცმელზე

ჩვენ, ისურვეს გუნდი, გამომდინარე იქიდან რომ თვითონაც შევხვედრივართ მსგავს პრობლემებს ცხოვრებაში, დღეს საკუთარი (მწარე) გამოცდილების ამ ნაწილს გაგიზიარებთ.

არის პოზიტიური ინფორმაციაც - ეს ინსტრუქციები შესასრულებლად ძალიან მარტივია. ხშირ შემთხვევაში იფიქრებთ კიდევაც რომ ეს ისედაც იცოდით. და, რაც მთავარია ეს რჩევები ვრცელდება ყველა მოდელზე, იქნება ეს ინდეზიტის, ბეკოს, ვესტელის, ელექტროლუქსის თუ ბოშის სარეცხი მანქანა და მიუხედავად იმისა, სარეცხი მანქანები იაფად გსურთ იყიდოთ ან უკვე შეიძინეთ, თუ პრემიუმ ბრენდსა და მოდელზე გააკეთეთ არჩევანი.

რაც შეეხება კონკრეტულად რჩევებს:

  1. არავითარ (გავმეორდებით: არავითარ!!) შემთხვევაში არ გადატვირთოთ თქვენი სარეცხი მანქანა.
  2. სცადეთ ნაკლები სარეცხი ფხვნილის გამოყენება. ხშირ შემთხვევაში დიასახლისები (ან მამასახლისები) უკეთესი ხარისხის მისაღებად ცდილობენ <არ დაინანონ> სარეცხი საშუალება და სრული ხელგაშლილობა გამოიჩინონ. არადა, ისევე როგორც ყველაფერში, ზომიერება აქაც უკიდურესად მნიშვნელოვანია. სცადეთ ნაკლები ფხვნილის გამოყენება, და დიდი ალბათობით იგივე შედეგს მიიღებთ, თან დამატებით თქვენს ეკონომიურ მდგომარეობასაც გაიმჯობესებთ (დანაზოგი ბევრი არ გამოდის, მაგრამ თვეში საშუალოდ ერთი ბიგ-მაკის თანხა მაინც გამოვა).
  3. თუ სარგებლობთ სარეცხი ფხვნილით (და არა თხევადი საშუალებით), გამოყენებამდე (მანქანაში ჩამატებამდე) გახსენით ეს ფხვნილი ცხელ წყალში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ თუ რეცხვას ცივ წყალში აპირებთ.
  4. შეინახეთ სარეცხი ფხვნილი ჰაერგაუმტარ კონტეინერში რომ ის არ დანესტიანდეს. ნესტისგან გამოწვეული შეკრული ნაწილაკები (aka ბურთულები, შმურთულაკები) შეიძება ტანსაცმელზე ნალექების წარმოქმნის უმთავრესი მიზეზი იყოს.
  5. თუ თქვენ გაქვთ ტანსაცმლის საშრობი (ან სარეცხი მანქანა საშრობით), თქვენ შეგიძლიათ თქვენი ტანსაცმელი გააშროთ ჩქარი გაგრილების ციკლში (quick cool cycle) 5 წუთით. ასე ტანსაცმელი ზედმეტი სარეცხი საშუალების ნალექებს ჩამოიშორებს.

უშუალოდ დანადგარის მოხმარების წესებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს წინა ბლოგპოსტს სარეცხი მანქანის იდეალურ მდგომარეობში შენარჩუნების შესახებ.

წყარო: How to clean washing machine

პოპულარული მოდელები

სარეცხი მანქანა 8კგ Vestfrost VW810FF4W კლასი A+++
სარეცხი მანქანა 8კგ Vestfrost VW810FF4W კლასი A+++
Regular price 969.00 ლარი 879 ლარი / თვეში 48 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 7კგ Vestfrost VW712FT2S კლასი A+++
სარეცხი მანქანა 7კგ Vestfrost VW712FT2S კლასი A+++
Regular price 909.00 ლარი 849 ლარი / თვეში 46 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 8კგ Hagen HFW812S
სარეცხი მანქანა 8კგ Hagen HFW812S
Regular price 999.00 ლარი 899 ლარი / თვეში 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 7კგ Vestfrost VW712FT2W კლასი A+++
სარეცხი მანქანა 7კგ Vestfrost VW712FT2W კლასი A+++
Regular price 889.00 ლარი 799 ლარი / თვეში 43 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი