Samsung და LG მიკროტალღური ღუმელების მიმოხილვა
February 24, 2021მრავალი დიასახლისისთვის მიკროტალღური ღუმელი დამხმარე ასისტენტი გახდა, რადგან მრავალფუნქციური მოწყობილობა დაგეხმარებათ არა მხოლოდ საკვების გათბობაში, არამედ - სრულყოფილი სადილის მომზადებაშიც.
მიკროტალღური ღუმელების არჩევისას გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის პოპულარულ მწარმოებლებს LG და Samsung -ს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალხარისხიანი სამზარეულო ტექნიკის წარმოებით.
დღევანდელ ბლოგში გვსურს განვიხილოთ LG და Samsung მიკროტალღური ღუმელები, იქამდე კი შეგახსენებთ, რომ აღნიშნული და სხვა წამყვანი ბრენდების მიკროტალღურების იაფად ყიდვა შესაძლებელია ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის isurve.ge საიტზეც.
LG MB-65R95DIS
LG მიკროტალღური წარმოდგენილია წინასწარ დაინსტალირებული ავტომატური პროგრამებით, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი საყვარელი კერძების მომზადებაში.
მოწყობილობა საშუალებას მოგცემთ მოამზადოთ გემრიელი და ჯანსაღი იოგურტი, გააცხელოთ წინასწარ მომზადებული კერძები, გაალღოთ საკვები და შექმნათ ახალი კულინარიული შედევრები, რომლებსაც დიდი დრო და ძალისხმევა არ სჭირდება.
მახასიათებლები:
- სიმძლავრე - 1000 ვტ;
- კამერის მოცულობა - 25 ლ;
- ზომები - 47.6×27.2 38 სმ;
- მართვა- სენსორული;
- პლატის დიამეტრი - 292 მმ.
უპირატესობები:
- კამერის განათება;
- ადვილად გასაწმენდი საფარი;
- ბავშვთა დაბლოკვის ფუნქცია;
- მინანქრის შიდა საფარი.
უარყოფითი მხარეები:
- მოწყობილობა ვერ იმახსოვრებს რეცეპტებს;
- არ არსებობს კონვექციის ფუნქცია;
- მართვის სირთულე.
Samsung MG23H3115NK
მიკროტალღური ღუმელი Samsung ელეგანტური დიზაინითა და მრავალი სასარგებლო ფუნქციით.
მოდელს აქვს დახვეწილი შავი დიზაინი, ამიტომ იგი აუცილებლად მოეწონებათ მინიმალიზმის სტილის მოყვარულებს. კაშკაშა, ცისფერი განათება კი ამარტივებს პარამეტრებისა და საათის გარჩევას.
თითოეულ დიასახლისს შეუძლია მარტივად მოამზადოს ბოსტნეული, მაკარონი და თევზი, ხოლო უნიკალური სენსორი გაზომავს ტენიანობას კამერის შიგნით.
მახასიათებლები:
- მიკროტალღურის სიმძლავრე - 800 ვტ;
- კამერის მოცულობა - 23 ლ;
- გალღობის რეჟიმი - დიახ;
- გრილი - არის;
- გრილის სიმძლავრე - 1100 ვტ.
უპირატესობები:
- არსებობს სუნის მოხსნის რეჟიმი;
- მარტივი მართვა.
უარყოფითი მხარეები:
- სამუშაოს დასრულების შემდეგ გამოსცემს მაღალს ხმას.
LG MB-63R35GIB
გაუმჯობესებული მოდელი, რომელიც შექმნილია კერძების მოყვარულთათავის.
მიკროტალღური ღუმელი LG MB-63R35GIB წარმოდგენილია გრილით, სტაბილური ბრუნვითა და სენსორული ეკრანით.
ზუსტი მართვისა და მაღალი სიმძლავრის წყალობით, პროდუქტი მყისიერად ალღობს და ათბობს კერძებს, რაც ზოგავს თქვენს დროს.
მოწყობილობა აღჭურვილია 14 ავტომატური პროგრამით ამიტომ, მფლობელს შეუძლია მარტივად მოამზადოს ნებისმიერი კერძი.
მახასიათებლები:
- სიმძლავრე - 1000 ვტ;
- კამერის მოცულობა - 23 ლიტრი;
- ზომები - 47.6×27.2× 38.8 სმ;
- მართვა - სენსორული;
- პლატის დიამეტრი - 292 მმ.
უპირატესობები:
- კომბინირებული რეჟიმების არსებობა;
- პროდუქტების თანაბარი გათბობა;
- რეცეპტების ოპტიმალური რაოდენობა;
- ბავშვთა დაბლოკვის ფუნქცია;
უარყოფითი მხარეები:
- კონვექციის ნაკლებობა;
- გრძელი სიგნალი;
- არასაკმარისი სიგრძის დენის კაბელი.
Samsung MS23K3515AS
ელეგანტური და მაღალი ხარისხის Samsung მიკროტალღური, რომელიც გახდება თქვენი სამზარეულოს შესანიშნავი ასისტენტი.
Samsung მიკროტალღური ღუმელის გამოყენება ძალიან კომფორტულია, რადგან აქვს ელექტრონული მართვისა და მრავალი სხვადასხვა ფუნქცია. მაგალითად, სწრაფი გალღობის ვარიანტი საშუალებას გაძლევთ, რამდენიმე წუთში თანაბრად გაალღოთ საკვები.
მახასიათებლები:
- მიკროტალღურის სიმძლავრე - 800 ვტ;
- კამერის მოცულობა - 23 ლ;
- მართვის ტიპი - მბრუნავი მექანიზმი;
- ბავშვთა დაბლოკვის ფუნქცია.
უპირატესობები:
- ადვილად იწმინდება;
- ელეგანტური დიზაინი;
- ნათელი ეკრანი;
- ფართო მოცულობა.
უარყოფითი მხარეები:
- ადვილად დაბინძურებადი ზედაპირი;
- კორპუსი დამზადებულია თხელი ფოლადისაგან.
თუ ინტერნეტ მაღაზიის ისურვეს საიტს ესტუმრებით, მიკროტალღურების კატეგორიაში აუცილებლად იპოვით სხვადასხვა ბრენდის და შესაძლებლობების მქონე, როგორც ჩასაშენებელ მიკროტალღურ ღუმელებს, ასევე ცალკე მდგომ მოდელებს, ბარათით ყიდვის შემთხვევაში მიიღებთ ფასდაკლებას, ხოლო სასურველ ნივთს სრულიად უფასოდ მოგართმევთ თქვენთვის სასურველ მისამართზე.
პოპულარული მოდელები