სად იყიდება აუზები ყველაზე იაფად?
March 13, 2019ერთგვარი შეჯამება აუზების ინტერნეტ ბაზრის, დაზოგეთ დრო და გადახედეთ ჩვენს არჩევანს, სანამ ყიდვას გადაწყვეტთ.
მთავარი საკითხი, რას ნიშნავს ფრაზა გასაბერი აუზი იაფად?
ერთი შეხედვით პასუხი მარტივია და ის ყველაზე დაბალ ფასს გულისხმობს. ანუ თუ მაღაზია A-ში კონკრეტული აუზი პირობითად 100 ლარი ღირს, ხოლო B-ში - 120, თითქოს ნათელია, რომ პირველში უნდა ვიყიდოთ, მაგრამ ეს მთლად ასე არ გახლავთ და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:
- ზოგიერთ მაღაზიაში აუზზე უფასო მიტანა არ არის გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში საკურიერო სერვისში დამატებით თანხის გადახდა ან თქვენ თავად წაღება მოგიწევთ;
- არ არის გათვალისწინებული შეცვლა ან თანხის დაბრუნება შემთხვევითი ქარხნული წუნის არსებობის შემთხვევაში, რაც დაგვეთანხმებით, ძალიან უსიამოვნო გაუთვალისწინებელ ხარჯად შეიძლება იქცეს.
- თუ განვადებით ყიდვა გსურთ , მაშინ ამ მაღაზიებს შორის არჩევანი შესაძლოა კარდინალურად შეიცვალოს, საბანკო პროცენტებისა და მათი ბანკებთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების მიხედვით. ანუ ერთ შემთხვევაში ძალიან გაძვირდეს, მეორეში - არა.
სწორედ ამიტომ, ენდეთ მხოლოდ იმ მაღაზიას, რომლის შეთავაზებაც ყველა ამ საკითხს ითვალისწინებს და ასეთი, მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ იყო, გახლავთ და ყოველთვის დარჩება isurve.ge.
რაც შეეხება აქციებს, რეკლამებსა და თვალისმომჭრელ ბანერებს შემდეგი შინაარსით: <აუზები პირდაპირ საწყობიდან>, <საბითუმო ფასად> და ა.შ. არავითარ შემთხვევაში არ ენდოთ მათ. თუ რატომ, ამაზე პასუხიც მარტივია, ჯერჯერობით არცერთ ონლაინ მაღაზიას არ შემოაქვს აუზები თავად და ყველანი სარგებლობენ მსხვილი იმპორტიორების, ბესტვეის ან ინტექსის მარაგებით. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელების მაღაზიებში ისინი უფრო იაფია, ვინაიდან საბითუმო ფასი ორივე მათგანს საკმაოდ კარგი აქვს და ზოგიერთ შემთხვევაში ონლაინ შოპების ფასნამატი არც ისე დიდია. ასე, რომ გადახედეთ ფასებს - მარტივი რჩევა, რომელიც შეგვიძლია მოგცეთ.
პოპულარული მოდელები