საახალწლო ნაძვის ხეები isurve.ge-ზე

ნოემბრის ბოლოს დაწყებულმა ჩვენმა კამპანიამ, საახალწლო ნაძვის ხეები განვადებით isurve.ge-ს მომხმარებლისთვის 3 სხვადასხვა ფერსა და ყველა შესაძლებელი სიმაღლით შეგვეთავაზებინა ნამდვილი ბუმი გამოიწვია და უკვე 2 კვირაა, ასობით გაზიარება, მოწონება და გამოხმაურება აქვს სხვადასხვა სოციალურ ქსელში.

გაზრდილმა მოთხოვნამ და გაყიდვებმა, გადაგვაწყვეტინა ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მომხმარებლები არჩევანში თითქმის საერთოდ აღარ შეგვეზღუდა და მომწოდებლებთან მოლაპარაკების შედეგად, სპეციალური მოდელების შეთავაზება შევძელით, რომელთაც სხვა მაღაზიებში ვერ ნახავთ და თანაც, ფასიც სუპერ დაბალია და ამის ნახვა ინტერნეტში განხორციელებული უმარტივესი ძებნით ან სხვადასხვა მაღაზიაში სტუმრობით შეგიძლიათ.

როგორია ახალი მოდელები?

  • ამიერიდან გარდა გირჩიანი და კენკრიანი ნაძვის ხისა, თოვლის ეფექტით, შეგიძლიათ მხოლოდ გირჩიანი ვარიანტი შეიძინოთ;
  • დაგვემატა არჩევანი სულ მწვანე მოდელებშიც, ეხლა არჩევანის გაკეთება შედარებით ფართე ან წვრილ ნაძვის ხეებში შეგიძლიათ;
  • სპეციალურად თქვენთვის გამოჩნდა ყველაზე დიდი ზომის, 270 სმ-იანი ულამაზესი მოდელი, კენკრითა და გირჩით;
  • სიახლეები გვაქვს დათოვლილ ნაძვის ხეებშიც, აქ 240-იანი ნაძვის ხე შემოგვიერთდა;
  • გვაქვს სულ თეთრი ნაძვიც, როგორც აღმოჩნდა ეს ფერი ბევრი ადამიანისთვის ძალიან სასურველია და მართალია მხოლოდ 210 სმ-იან მოდელს გთავაზობთ, მაგრამ გპირდებით, მომავალი წლიდან ამ მხრივაც ძალიან გავზრდით არჩევანს;
  • შენაძენების უმრავლესობას, იშვიათი გამონაკლისების გარდა საჩუქრად განათება მოყვება, აქამდე ეს აქცია მხოლოდ 240 სმ-იან ნაძვებზე მოქმედებდა;
  • დაბოლოს, მომხმარებელთა თხოვნით, თუ აქამდე ყველაზე მცირე ზომის მოდელი 120 სმ გახლდათ, ამიერიდან ჩვენთან 60 და 90 სმ სიმაღლის მქონე ნაძვის ხეებიც ბინადრობენ :)

მაგალითისთვის: ჩვენი აქციის ერთ-ერთი პოსტერის შეფასება Facebook-ზე:

განსაკუთრებულ ხარისხსა და ნაძვის ხეების ყველაზე იაფად ან განვადებით შეძენის შესაძლებლობა რომ ისურვეზე გაქვთ , ამაზე აღარ შევჩერდებით.

უბრალოდ გადახედეთ შეფასებებს ფეისბუქზე ან თავად მოდელების გვერდებზე და დარწმუნდებით, რომ ჩვენთვის თქვენი კმაყოფილება ყველაზე მთავარია.

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

პოპულარული მოდელები