ყველაზე პოპულარული ნაძვის ხეები ინტერნეტ მაღაზიებში

[განახლება ოქტომბერი, 2019] მიმდინარე წლის ბოლოს მომხმარებელს უამრავი სიურპრიზი ელოდება. გექნებათ საშუალება აირჩიოთ ნაძვის ხეები კიდევ უფრო დიდი ასორტიმენტიდან და რაც მთავარია, გასულ წელზე უფრო იაფად.

ასევე, მთელი წლის მანძილზე მიიღებთ უამრავ რჩევასა და რეკომენდაციას პოსტების სახით, ჩვენს ბლოგზე.

ახალი წელი გვიახლოვდება და უამრავი ჩვენი მომხმარებელი ნაძვის ხის შეძენას გეგმავს, მათ შორის ინტერნეტშიც, მით უფრო რომ ასე ყიდვას თავისი უპირატესობები აქვს, ადგილზე მიტანის სერვისის ჩათვლით.

გადავწყვიტეთ, თქვენთვის რამდენიმე ავტორიტეტული საერთაშორისო ბლოგის მიერ შემოთავაზებული ინტერნეტ სივრცის ყველაზე გაყიდვადი მთავარი საახალწლო ატრიბუტები წარმოგვედგინა და აქვე შეგვეხსენებინა, რომ ნაძვის ხეების ყიდვა isurve.ge-ზეც შეგიძლიათ, თანაც განვადებითაც.

გარდა ცნობილი უცხოური მაღაზიებისა, ერთგვარი სტატისტიკა ყველაზე გაყიდვადი მოდელებისა უკვე ისურვე.ჯი-ზეც დაგროვდა, ამიტომ წლის განმავლობაში შესაბამის პოსტებს უკვე საკუთარი გამოცდილებითაც შემოგთავაზებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხის შერჩევა გემოვნების საკითხია, გემოვნებაზე კი მოგეხსენებათ, არ დავობენ, სხვა მომხმარებლების გამოცდილება, ვფიქრობთ მაინც მნიშვნელოვანია.

მარტივად რომ ვთქვათ, საინტერესოა იცოდეთ რა ზომის ნაძვის ხეები მოსწონთ სხვებს, როგორია მათი ფავორიტი გაფორმება ან რა საახალწლო ატრიბუტებს იყენებ და ა.შ.

Amazon.com-ზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი 135 სმ-იანი საახალწლო ხეა, რომელსაც თავისივე განათებები მოყვება და საშუალოდ 4.3 ვარსკვლავიანი შეფასებით გამოირჩევა (433 შეფასებაზე დაყრდნობით).

ესეც მისი ფოტო:

ყველაზე პოპულარული ნაძვის ხეები ინტერნეტ მაღაზიებში

აღსანიშნავია, რომ ამ ნაძვის ხის ფასი 99 დოლარია, რაც თითქმის 300 ლარს უდრის, თუმცა მაინც საკმაოდ გაყიდვადია და ერთ-ერთ პოპულარულ მოდელად მიიჩნევა.

გადავიდეთ მეორე, 1.8 მეტრიან ძალიან ლამაზ მოდელზე, რომელიც იგივე ფასი ღირს, და ჩვენი აზრით ბევრად უფრო მომხიბლელად გამოიყურება, ვიდრე ზემოთ წარმოდგენილი ვარიანტი. 

გაეცანით მასაც:

ყველაზე პოპულარული ნაძვის ხეები ინტერნეტ მაღაზიებში

უნდა ვთქვათ ისიც, რომ ფოტოზე ის 250 ნათურით გახლავთ განათებული და ეს ატრიბუტები შეგიძლიათ დამატებით შეიძინოთ, კომპლექტში მოთავსებული არ გახლავთ და ამისთვის დამატებით 20-დან 50 დოლარამდე გადახდა მოგიწევთ.

მესამე ადგილზე ჩვენივე ინტერნეტ მაღაზიის შარშანდელი საახალწლო გაყიდვების ლიდერი, 240 სმ-იანი ულამაზესი ნაძვის ხეა, რომელიც თოვლის ეფექტითა და კენკრით გახლავთ გაფორმებული, გირჩებთან ერთად. ის ყველაზე მაღალი მოდელია, საცალო გაყიდვაში არსებულ ვარიანტებს შორის მთლიანად ქართულ ბაზარზე და ფასიც, დოლარის კურსის ზრდის მიუხედავად, ვეცადეთ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა, არ ავცდით რა 400 ლარს და მომხმარებელს მისი ყიდვა 392 ლარად შეუძლია.

ყველაზე პოპულარული ნაძვის ხეები ინტერნეტ მაღაზიებში
წარმოგიდგენთ ჩვენი მყიდველების მიერ როგორც ამ ზომის, ისე დანარჩენ მოდელებზე გაკეთებულ ბოლო რამდენიმე შეფასებას, რომელთაც თავადაც შეგიძლიათ გაეცნოთ, ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, ან პროდუქტის რეკლამების კომენტარებში:
  • თემო - <4-იანს გიწერთ ოღონდ იმის გამო არა, რომ ნაძვის ხეა ცუდი, მოტანა იმავე დღეს მინდოდა და მეორე დღეს მომიტანეთ>
  • ანა - <180 სმ-იანი შევიძინე, მეგონა წიწვები დაიყრებოდა, მაგრამ რავი ჯერჯერობით თავის ადგილზეა :)>
  • ნათი - <მადლობააა! ავაწყვეთ, ულამაზესია!>
  • ზუკა - <აუ ბავშვები გავახარე რასაც ქვია, თქვენც გაიხარეთ!>
  • მაგდა - <ჩიჩილაკის ყიდვაც მინდოდა მაგრამ არ გქონდათ... ამას რაც შეეხება, 210-იანი ვიყიდე, 240-იანი გათავდაო, ძაან ლამაზია, ფოტოსაც გამოგიგზავნით განათებას რო დავაყენებ>
  • სოფო - <პირველ რიგში მადლობა, მაგრამ განათებაც რო მოყვებოდეს ან რამე საჩუქრები უკეთესი იქნება, ახალი წელია მაინც :)>
  • ნუცა - <კურიერი კი ვაწვალე მაგრამ მაგის მე-5-ზე ატანის თავი არ მქონდა. მადლობა დიდი! პ.ს. კენკრები და გირჩები უხდება ძალიან, ფოტო არ მაქვს მერე დავდებ>
  • სალო - <ახალი წელი ახალ სახლში და ახალი ნაძვის ხით <3 მადლობა თქვენ>
  • შოთა - <დამტკიცებაზე კი მაწვალეთ, 15 წუთში პასუხიო და 40 წუთში მოვიდა, მაგრამ რახან მომიტანეთ მაინც ჯიგრები ხართ, ფოტოზე როგორიც იყო ისეთივე როა მაგისთვისაც რესპექტი>
  • ფიქრია - <მეთქი სანამ ესენი ახალციხეში ჩამოიტანენ და მეორე დღეს მოვიდა :D პატარაა, 120-იანი ვიყიდე, ვიფიქრებ ეს ხო არ გავაჩუქო და ჩემთვის 240-იანი რო გაქვთ ის მოგატანინოთ>

გაინტერესებთ რატომ ჯობს ნაძვის ხეების ქართულ ინტერნეტ მაღაზიებში ყიდვა?

ცხადია, არჩევანი ყოველთვის არსებობს, მითუმეტეს, როცა საქმე ინტერნეტ შოპინგს ეხება. ამ შემთხვევაში მთავარი ალტერნატივა ამერიკული ონლაინ შოპებიდან გამოწერა, ან ისურვე.ჯი-ზე ყიდვაა. გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს, ჩვენს სასარგებლოდ :)

  1. ამერიკიდან გამოწერისას წონის გამო ჯამური ღირებულება მნიშვნელოვნად იზრდება, ამას ემატება განბაჟება და ა.შ;
  2. გამოწერისგან განსხვავებით, isurve.ge-ზე ყველა ზომის მოდელის ნახვა ადგილზეც შეგიძლიათ;
  3. ჩვენი კურიერი შეძენილ საახალწლო ბედნიერებას ადგილზე უფასოდ მოგიტანთ;
  4. ნაძვის ხეების ფასები ჩვენთან ყველაზე დაბალია საქართველოში და განვადებაზეც საუკეთესო პირობები მოქმედებს;
  5. თუ შენაძენი არ მოგეწონათ ან ხარვეზიანია (რაც თითქმის არ ხდება) შეგიძლიათ ის უკან დააბრუნოთ, რაც სხვა შემთხვევებში დიდ სირთულეებთან გახლავთ დაკავშირებული.

პოპულარული მოდელები

პოლონური ნაძვის ხე გირჩებით Joanna 150-დან 270 სმ-მდე (დეკემბრის ფასდაკლება)
პოლონური ნაძვის ხე გირჩებით Joanna 150-დან 270 სმ-მდე (დეკემბრის ფასდაკლება)
Regular price 350.00 ლარი 149 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
პოლონური ნაძვის ხე დათოვლილი ბოლოებით გირჩით და კენკრით Zofia 150-დან 240 სმ-მდე (დეკემბრის ფასდაკლება)
პოლონური ნაძვის ხე დათოვლილი ბოლოებით გირჩით და კენკრით Zofia 150-დან 240 სმ-მდე (დეკემბრის ფასდაკლება)
Regular price 300.00 ლარი 179 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
პოლონური ნაძვის ხე გირჩებით Joanna 210cm (დეკემბრის ფასდაკლება)
პოლონური ნაძვის ხე გირჩებით Joanna 210cm (დეკემბრის ფასდაკლება)
Regular price 500.00 ლარი 349 ლარი / თვეში 19 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
პოლონური ნაძვის ხე გირჩებით Joanna 150cm (დეკემბრის ფასდაკლება)
პოლონური ნაძვის ხე გირჩებით Joanna 150cm (დეკემბრის ფასდაკლება)
Regular price 250.00 ლარი 149 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია