როგორ შევარჩიოთ შილაკის აპარატი?
March 08, 2020მას შემდეგ, რაც ფრჩხილების ლამაზად მოხატვა, გაფორმება ხელოვნების ნაწილად იქცა, ქალბატონების უმეტესობა წუხდა იმ ფაქტზე, რომ ჩვეულებრივი ფრჩხილის ლაქები, ამ ლამაზად მოხატულ თითებს, დიდი ხნის ეფექტით ვერ უზრუნველყოფდა. სწორედ ამ წუხილში, გამოიგონეს შილაკის აპარატი, რომელიც შეღებილ ფრჩხილს არათუ რამოდენიმე დღით, არამედ მთელი თვით მშვენივრად ინახავს.
მაშ, ასე!
დღეს მოგიყვებით იმას, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ შილაკის აპარატი .
გასათვალისწინებელია ის, რომ ყველა აპარატს აქვს ნათურები, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. არსებობს სხვადასხვა ტიპის: LED, CCFL ან LED+CCFL. ის, თუ რომელი უნდა აირჩიოთ, ამას ბლოგის აღწერაში მოგიყვებით.
ულტრაიისფერი ნათურები - ჩვეულებრივი ტიპის ნათურებია, რომლებსაც დამწყები კადრები იყენებენ. ფასიც შედარებით დაბალი აქვს და გამოსაყენებლადაც მარტივია, თუმცა ეს ტიპი უკვე შედარებით მოძველებულია და არც თუ ისე მოსახერხებელია.
ნაკლოვანებები:
- გელის ლაკის გაშრობას 1-2 წუთს ანდომებს, ამიტომ გამოცდილი კადრები თითქმის აღარ იყენებენ მას;
- იკავებს საკმაოდ დიდ ადგილს სამუშაო მაგიდაზე, რის გამოც მოუხერხებელია;
- აქვს მაღალი სამუშაო ტემპერატურა, მაქსიმალური 50 გრადუსამდეც კი ადის, რის გამოც მაქსიმალურად ყურადღებითა და ფრთხილად უნდა იყოთ.
რჩევა:
სამუშაოს დაწყებისას და აპარატის ჩართვისას, ნუ შეხედავთ ულტრაიისფერ ნათურებს, რადგან ეს უარყოფითად აისახება თქვენს მხედველობაზე.
აქვე, ჩვენ გირჩევთ, თვალი გადაავლოთ ჩვენს საიტზე წარმოდგენილ შილაკის აპარატის მოდელებს , რომელთა შეძენის შემთხვევაში, ისარგებლებთ სახლში მიტანის უფასო სერვისით მთელი საქართველოს მაშტაბით.
ულტრაიისფერი ნათურები ორი ტიპით: ელექტრონული და ინდუქციური ანთების მიკროსქემით ინთება.
ელექტრონული:
ამ ტიპის ნათურა ყველაზე პოპულარულია და ძალიან დაბალი ფასი აქვს. თუმცა, ელექტრონული ანთების მიკროსქემას არ გააჩნია დაცული კვანძები, რის გამოც იგი უფრო მგრძნობიარეა დენის ჭარბი მიწოდების შემთხვევაში.
ინდუქციური:
მაღალი ფასისა და დიდი ზომების გამო, ინდუქციური ანთების მქონე ნათურები ნაკლებად გვხვდება. ამ ნათურების წონა 2 კგ.
CCFL ნათურები + LED ნათურები - ამ ტიპის აპარატებში, საშრობის სიჩქარე 30 წამამდეა დაყვანილი. აქვს კომპაქტური ზომა და ამასთან შესანიშნავი დიზაინი. 6 LED ნათურით გაწყობილ აპარატს, ეს ნათურები განლაგებული აქვს შიდა პერიმეტრში, რომლის თავზეც დამონტაჟებულია ერთი CCFL სპირალი. ყველა ნათურა, რომელიც 36 ვატს ანაწილებს ერთმანეთთან, თანაბრად და ეფექტურად აშრობს გელს.
ამ დროისთვის, CCFL + LED ნათურები არც ისე პოპულარულია, როგორც ადრე, მაგრამ მაინც კარგი არჩევანია სახლის პირობებდა და სალონებში გამოსაყენებლად.
უპირატესობები:
წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!
პოპულარული მოდელები