2019 წლის ბესტსელერი ლაკის საშრობი აპარატები და მათი მიმოხილვა

თუ ფრჩხილებს კარგად უვლით და მანიკურსაც ხშირად იკეთებთ, გეცოდინებათ, რომ ლაკის წასმის შემდეგ ხელების ჰაერში ქნევა და მათი გაშრობის იმედად, სალონში უმიზნოდ ჯდომა, კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა.

არ აქვს მნიშვნელობა პროფესიონალი ხართ, სალონის მეპატრონე თუ უბრალოდ, სახლში უვლით ფრჩხილებს - დიდი ალბათობით, სხვადასხვა ლაკის, შილაკის და გელის საშრობი აპარატი აუცილებლად დაგჭირდებათ.

როგორც იცით, ფრჩხილების გაშრობისა და ფიქსაციისთვის ძირითადად ორი ტიპის საშრობი გამოიყენება, ესენია UV და LED ტიპის აპარატები. ბუნებრივია, რომ სხვადასხვა მიზნებისთვის მათ გამოყენებას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

UV და LED ტიპის აპარატები

UV გელ ლაკების საშრობად ულტრაიისფერ სხივებზე მომუშავე აპარატები გამოიყენება: ისინი თითქმის ყველა გელ-ლაკზე ეფექტურად მუშაობს და ფრჩხილების გაშრობასა და ფიქსაციას 2 წუთამდე ანდომებს.

UV ტიპის შილაკის აპარატს, დროთა განმავლობაში, გამოყენების ინტენსივობის მიხედვით, აუცილებლად დასჭირდება ნათურების გამოცვლა. LED განათების სისტემიანი შილაკის აპარატი კი, პირიქით - ნათურების გამოცვლას არ საჭიროებს და თავის საქმეს მხოლოდ 30 წამში ასრულებს.

თუმცა, LED აპარატები ჩვეულებრივ UV ალტერნატივებზე ძვირად ფასობს და მხოლოდ სპეციალური ფორმულის ლაკზე მუშაობს. 

მაშ ასე, ზომის, ფასის, განათებისა და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი კრიტერიუმების გათვალისწინებით გთავაზობთ 2019 წლის ბესტსელერ შილაკის აპარატებს:

SUNUV-ის ფრჩხილის საშრობი აპარატი

sunuv

SUNUV-ის ეს გამძლე აპარატი აერთანებს როგორც UV, ისე LED სისტემებს. შესაბამისად, ნებისმიერი სახის ლაკს ადვილად აფიქსირებს. გარდა ამისა, მოწყობილობის ზომა საშუალებას იძლევა ხუთივე ფრჩხილი ერთდროულად გაიშროთ.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე SUNUV-ზე სწრაფად მოქმედი ალტერნატივებიც არსებობს, ტაიმერის ფუნქციითა და მოსახერხებელი დიზაინით ის მოყვარულებისთვის, სახლის პირობებში ადვილად გამოსაყენებელი და შეუცვლელი ნივთია.

Melody Susie Portable LED საშრობი აპარატი

Melody Susie Portable LED

ეს შილაკის აპარატი LED განათების სისტემაზე მუშაობს და იმდენად მსუბუქია, რომ შეგიძლიათ მეგობართანაც თავისუფლად წაიღოთ. ამ თვისების მიუხედავად, აპარატი გამძლე და მყარია, იაფია და მისი გამოყენება ძალიან მარტივია.

თუმცა, თუ დიდი ზომის ხელსაწყოს ეძებთ, Melody Susie ნაკლებად გამოგადგებათ. გარდა ამისა, შესაძლოა კარგი ფიქსაციისთვის ერთზე მეტად დაგჭირდეთ ფრჩხილებზე დანათება. აპარატი უპრობლემოდ მუშაობს ყველა ტიპის ლაკზე.

Gustala-ს პროფესიონალური აპარატი

gustala

Gustala ნამდვილი საჩუქარია მანიკურის მოყვარულებისა და პროფესიონალებისთვის. საოცარია ისიც, რომ სიმსუბუქისა და მომცრო ზომის მიუხედავად, აპარატს შეუძლია ორივე ხელის ან ფეხის თითები დაიტიოს და გააშროს.

კიდევ ერთი პლიუსი, რომელიც Gustala-ს გამოარჩევს, სენსორია, რომელიც თავად ხვდება როდის ფიქსირდება ლაკი ფრჩხილზე, ასე რომ ტაიმერის რადენჯერმე ჩართვა ან გამორთვა არ გიწევთ. ალბათ, იმის თქმაც კი ზედმეტია, რომ ეს მძლავრი მოწყობილობა ყველა ტიპის გელზე, შილაკსა და ლაკზე მუშაობს და მასში ორივე განათების სისტემაა გაერთიანებული.

Gellen შილაკის საშრობი აპარატი

gellen

ეს პრიალა და კომპაქტური მოწყობილობა იაფია და ჭკვიანური დიზაინით გამოირჩევა. თუ შილაკის აპარატს ძირითადად პედიკურისთვის ხმარობთ, Gellen საუკეთესო არჩევანია, რადგან აპარატის ქვედა ზედაპირის მოხსნა და ხელახლა დამაგრება ადვილად შეიძლება. ეს კი მეტ კომფორტსა და სივრცეს უზრუნველყოფს.

Tememdy-ის ფჩხილების საშრობი აპარატი

tememdy

თანამედროვე დიზაინით შექმნილ ამ საშრობს პროფესიონალები კომპაქტურობის, სიმტკიცისა და სიმძლავრის გამო განსაკუთრებით აქებენ.

ეს პატარა, მაგრამ ძლიერი განათებით აღჭურვილი აპარატი, რამდენიმე წამში დააფიქსირებს გელს თქვენს ფრჩხილებზე. აღსანიშნავია, რომ ნახევარწრიული ფორმა საკმაო სივრცეს იძლევა იმისთვის, რომ აპარატში ხუთივე ფრჩხილი ერთროულად გაიშროთ.

ჩვენი მაღაზია გთავაზობთ შეიძინოთ შილაკის აპარატები ყველაზე იაფად და ონლაინ განვადებით, 1 წლიან გარანტიასთან ერთად.

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას 

პოპულარული მოდელები