როგორ შევარჩიოთ სარეცხი მანქანა?
September 07, 2019გსმენიათ ოცეოლა მაკარტის შესახებ?
თუ კი, აუცილებლად უნდა გახსენდებოდეთ მეოცე საუკუნე, მრეცხავი ქალები, სარეცხი მანქანების დახვეწის პერიოდი..
როგორც ვიცით, პირველი სარეცხი მანქანა გამოვიდა 1691 წელს და მის მერე გაიარა მრავალეტაპიანი განვითარების გზა.
მეოცე საუკუნეში, როგორც წესი, უკვე უნდა ყოფილიყო უნაკლო სარეცხი მანქანები, მაგრამ ოცეოლას მოსაწონი ნამდვილად არ შექმნილა მის პერიოდში.
ეს ფერადკანიანი ქალბატონი, უკიდურესი გაჭირვებისა და დისკრიმინაციის პირობებში მთელი თავისი ცხოვრება რეცხავდა ხელით და უარს ამბობდა სარეცხ მანქანებზე.
მიუხედავად ამ არც თუ ისე სახარბიელო მოცემულობისა, მან შეძლო საკუთარი შრომით, სარეცხის რეცხვით 150,000 დოლარის შეგროვება (რაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ბევრად უფრო დიდი თანხა იყო ვიდრე ახლა არის) და ეს თავისი დანაზოგი მოახმარა სხვა შეზღუდული ფინანსების მქონე ადამიანებს - სტუდენტებს, რათა ოცეოლასგან განსხვავებით, საკუთარი ენერგია უფრო მაღალშემოსავლიან და მაღალაქტუალუზირებად საქმიანობაში ჩაედოთ.
რა შეიცვალა დღეს?
დღეს თითქმის არავინ აღარ რეცხავს ხელით და ოჯახი წარმოუდგენელია სარეცხი მანქანის გარეშე. განვითარების იმ ეტაპს მიაღწია ამ ტექნოლოგიამ, რომ მას შეუძლია უნაკლოდ გარეცხოს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გააშროს კიდეც სარეცხი.
Isurve.ge-ზე წარმოდგენილია ყველანაირი ფასისა და წამყვანი მოდელების სარეცხი მანქანები იაფად, განვადებით და აქციები ფასდაკლებით შესაძენად.
როგორ შევარჩიოთ სარეცხი მანქანა? და რა განსხვავებაა ძვირიან და იაფასიან სარეცხ მანქანებს შორის?
- პირველ რიგში განსხვავებაა ხარისხში. წარმომავლობას (ევროპული, ჩინური, თურქული, რუსული და სხვა) საკმაო მნიშვნელობა აქვს, თუმცა არა გადამწყვეტი. ხარისხზე მარტივად გაცემული გარანტიით შეგიძლიათ იმსჯელოთ, რომლებიც ხშირად საკმაოდ ვრწელ, რამდენიმეწლიან ვადებს მოიცავს. რაც უფრო მეტია გარანტია, მით უფრო დარწმუნებლია ქარხანაც და გამყიდელიც მის ხარისხში.
- ფუნქციონალი - უახლეს მოდელებს ჩამონტაჟებული აქვთ საშრობი - რეცხვის პროგრამას დასრულების შემდეგ მანქანა, გაშრობის პროგრამას ჩართვის შემდეგ სრულად აშრობს სარეცხს. ანუ სარეცხის გაფენა და ასეთი არაკომფორტული შრომა ოცეოლასგან განსხვავებით თქვენი დღის წესრიგში აღარ იმონაწილევებს.
- სარეცხი მანქანის შერჩევისას აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ წონას. ე.წ. მანქანის წონა, ანუ ის თუ რა წონის სარეცხის გარეცხვა შეუძლია მანქანას უნდა შევარჩიოთ იმის მიხედვით, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს ოჯახში, შესაბამისად რამდენად ხშირად აქვს დატვირთვა მანქანას. რა თქმა უნდა, მრავალრიცხოვან ოჯახში უფრო მეტია სარეცხი. თუ კი ოჯახი პატარაა, ხუთკილოიანი სარეცხის მანქანაც საკმარისია. თუ დიდი ოჯახია, 7 კგ-იანი სარეცხის მანქანა მაინც უნდა შეიძინოთ.
- სხვა ფაქტორები რომლებიც ასევე უნდა გაითვალისწინოთ არის ეკონომიურობა (A+++ ითვლება დღეს ყველაზე ეკონომიურად), ზომა - რომ თქვენს სახლში შესაბამის ადგილს მიესადაგებოდეს, და ვიზუალი - თქვენი გემოვნების მიხედვით.
isurve.ge გთავაზობთ ბოლო თაობის სარეცხ მანქანებს ყველაზე იაფად და რაც მთავარია გარანტიით ! გისურვებთ წარმატებებს!
მაცივრებზე საინტერესო ხატოვანი პოსტის შესახებ იხილეთ ჩვენი ბლოგპოსტი - სარეცხი მანქანების ინსტრუქცია .
პოპულარული მოდელები