ძირითადი რჩევები თემაზე, როგორ შევარჩიოთ მაცივარი
September 03, 2019არავინ დაობს, რომ მაცივარი სამზარეულოში მთავარი ატრიბუტია . პროდუქტების შესანახი სხვა ალტერნატივა არც არსებობს.
მომხმარებლის მოთხოვნილებების შესაბამისად მაცივრის მწარმოებლები, მოწყობილობის ფუნქციებს გამუდმებით აუმჯობესებენ. ავტომატური გალღობა, ვენტილაცია, 0°С ზონა, ანტიბაქტერიული საფარი, სუნის საწინააღმდეგო ფილტრები, კარზე დამაგრებული მართვის პანელი და სხვა - ამდენი მრავალფეროვნებით შეიძლება დაიბნეთ კიდეც.
როგორც წესი, მაცივარს სხვა ტექნიკასთან შედარებით უფრო დიდიხანს იყენებთ, ამიტომ მისი შეძენისას უფრო მეტი დაფიქრებაც გმართებთ. isurve.ge გთავაზობთ მაცივრების დიდ არჩევანს ყველასთვის მისაღებ ფასად.
არსებობს მაცივრების სხვადასხვა ტიპი, მაგალითად ერთკამერიანი, ორკამერიანი, სამკამერიანი და ოთხკამერიანი, ასევე Side by Side მაცივრები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან, როგორც ფუნქციურად, ასევე ვიზუალურად.
თანამედროვე მაცივრებს სხვადასხვა დამატებითი მოწყობილობები გააჩნიათ, რომლებიც მის მოხმარებას უფრო კომფორტულს ხდის. ძვირადღირებულ მაცივრებს ისეთი დამატებითი მახასიათებლები აქვთ როგორებიცაა: დისპენსერი, ყინულის წარმოება, მინი-ბარი, ანტიბაქტერიული დაცვა, ჰაერისა და წყლის ფილტრი.
ჩვენთან მაცივრის ფასები იწყება 663 ლარიდან და გთავაზობთ მსოფლიოში ისეთი წამყვანი ბრენდების მაცივრებს როგორიცაა: HYSENSE, HYUNDAI, TOSHIBA, SAMNSUNG, INDESIT ყველასთვის მისაღებს ფასად და რაც მთავარია გარანტიით!
მაცივრის შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ ფაქტორებს :
- მაცივრის შერჩევისას ყურადღება გაამახვილეთ ოფიციალური მწარმოებლის გარანტიაზე. რაც უფრო გრძელვადიანია გარანტია მით უფრო საიმედოა მოწყობილობა და მით უფრო დაცული იქნებით უსიამოვნო სიურპრიზებისგან.
-
მაცივრის შეძენისას ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მისი ფასია. ხშირ შემთხვევაში ფასი არ მეტყველებს მოწყობილობის ხარისხზე. ფასი განპირობებულია ტექნიკაზე არსებული მოთხოვნით, მოთხოვნა კი ბრენდზე, ტექნიკურ დაფუნქციურ მახასიათებლზებზეა დამოკიდებული.რაც უფრო პოპულარულია ბრენდი, დიდია ზომა, მეტი ფუნქცია და ნაკლები ენერგომოხმარება, მით უფრო მაღალია მაცივრის ფასი. ერთკამერიანი ცნობილი ბრენდის მაცივარი შეიძლება უფრო ძვირი ღირდეს ვიდრე ნაკლებად პოპულარული ორკამერიანი მაცივარი მეტი მოცულობით.
მაგალითად შევადაროთ ჩვენი ონლაინ მარაზიის ორი პროდუქტი :
- მაცივარი SAMSUNG RT43K6000BS/WT კლასი A+ ,რომელიც არის ორკამერიანი,მისი საერთო მოცულობა არის 440ლ, არის საკმაოდ ტევადი და მისი ენერგო მომსახურების კლასი არის A+.ზომით( 70 x 178 x 72 სმ)
- მაცივარი Hisense RD-72WR4S1 კლასი A+ ,ეს მოდელიც ისევე როგორც წინა არის ორკამერიანი,მისი საერთო მოცულობაა 545ლ და მისი ენერგო მომსახურების კლასია A+.
როგორც ხედავთ ამ ორ თითქმის იდენტურ მოდელს რომელიც განსხვავდება ფერით და ზომით თითქმის ერთიდაიგივე ფუნქციები აქვს, სხვაობა ფასსში კი თვალსაჩინოა .
თქვენ ჩვენთნ შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი ზომის, ფერის და ბრენდის მაცივარი ყველასთვის მისაღებ ფასად! isurve.ge გისურვებთ კარგი არჩევანის გაკეთებას!:)
აი უშუალოდ მაცივრის შეძენის შემდეგ, თუ როგორ შევინახოთ მასში ოპტიმალურად საკვები პროდუქტები, იხილეთ ჩვენი შესაბამისი ბლოგპოსტი.
პოპულარული მოდელები