როგორ შევარჩიოთ ბლენდერი?
August 24, 2019როგორ ავარჩიოთ ბლენდერი? მარტივი კითხვაა, თუმცა ისევე როგორც ყველა ელექტრონული მოწყობილობის შემთხვევაში, რაც მეტ დეტალებში ჩავდივართ, მით უფრო მეტი კითხვები გვიჩნდება. ყველაფერი კი ხშირად მარტივ კითხვამდე დაიყვანება - რა სერვისი გვინდა რომ ჩვენმა ბლენდერმა უზრუნველჰყოს?
Blenderi ან Blenderebi -ს დაგუგლვა საკმაოდ ბევრ არჩევანს ანახებს ადამიანს. უამრავი ვარიანტია - Kenwood-ის ბლენდერი ფასდაკლებით , ჩოფერი, ბოშის ბლენდერი განვადებით, ხელის ბლენდერები და სხვა. ცალკე საკითხია თითოეული მათგანის სიჩქარეები და ხარისხი, და რაც მთავარია უშუალოდ ბლენდერის ფასი.
თქვენს სახლში ასეთი დანადგარის არსებობა თქვენი მადისთვის ნამდვილი ზეიმი იქნება. ამ ტექნოლოგიური მოწყობილობის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ როგორც სხვადასხვა ხილისგან სმუზების მომზადება (გირჩევთ ყინული დაამატოთ - იდეალურია!!), ასევე ცივი ყავის, ნაყინის, და სხვადასხვა ცხელი თუ ცივი წვნიანების დაგემოვნებაც.
ბლენდერის დამაქუცმაცებელი სიმძლავრე მე პირადად პიურეს მაგვარი კერძის მოსამზადებლადაც გამომიყენებია (ჰუმუსი თუ გეცნობათ, მუხუდოს, სეზამის ზეთის, ნიორისა და ლიმინის წვენის მიქსტურაა), რომელიც ძალიან გემრიელი გამოვიდა. თუმცა ნუ ბლენდერის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე შეიძლება გარკვეული ნეგატიური კვალი დაამჩნია, მაგრამ ჯერჯერობით მასზე დაკისრებულ მოვალეობას ამაყად ასრულებს.
ბლენდერისთვის (მათ შორის ხელის ბლენდერისთვის) სიჩქარის მარეგულირებლების აუცილებელი კომპონენტია. და მეტი სიჩქარის არჩევანი ხშირად მეტ დახვეწილობას ნიშნავს.
ბლენდერების ცნობილ ბრენდებს განეკუთვნება Kenwood, ბრაუნი, ბოში. ეს კომპანიები მაღალ ხარისხთან ასოცირდებიან, და ძალიან პოპულარულები არიან ამ სეგმენტში. რაც მთავარია, გარდა კომფორტისა, თითოეული მათგანი ძალიან გამძლე მოწყობილობებს აწარმოებს და იდეალური არჩევანია, როცა ეძებთ საშუალებას, როგორ იყიდოთ ბლენდერი ფასდაკლებით
.
მაგალითისთვის ბრაუნის ერთ-ერთი მოდელი JB5050WH, (პირად გამოცდილებაზე დაფუძნებით) ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა. მაღალი და დაბალი სიჩქარით შესაძლებელია როგორც რბილი, ასევე შედარებით მყარი პროდუქტების დაქუცმაცება (იხ. ზემოხსენებული ჰუმუსი), და მათგან ძალიან ერთგვაროვანი მასის მიღება. 900w სიმძლავრე, და საკმაო მოცულობა (1.6ლ), ორსიჩქარიან პაკეტში საკმაოდ გამძლე ვერსია გამოდის.
ასევე ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა რეცეპტები რომ ბლენდერის საშუალებით უგემრიელესი დესერტებიც მოამზადოთ. კარგად შერჩეული ბლენდერი კი თქვენი სამზარეულოს გამრავალფეროვნებაში ერთ-ერთ მყარი, საფუძვლიანი ნაბიჯია.
სხვათა შორის, მოწყობილობების უმეტესობას თან მოჰყვება ბლენდერის მოხმარების წესები ან ინსტრუქციები, რომლებშიც გარდა გამოყენების წესებისა, აღწერილია ხოლმე საკმაოდ გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი კერძების რეცეპტებიც. აი სმუზებს (რაღაც საშუალო ხილის ფრეშ წვენსა და ხილფაფას შორის, სასურველია ყინულით) - აქ უბრალოდ ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა, და მცდარი პასუხი არ არსებობს.
უშუალოდ ბრენდებში და პროდუქციაში უკეთესად გასარკვევათ კი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი პოსტი - ყველა ბრენდის ბლენდერი ისურვეზე .
პოპულარული მოდელები