ყველა ბრენდის ბლენდერი ისურვეზე
როგორც ხელის, ისე სტაციონარული ბლენდერები უამრავი დიასახლისის სამზარეულოში ყოველდღიური მოხმარების ნივთია და ინტერნეტ მაღაზიებში ეს პროდუქტი უკვე წლებია გაყიდვების ლიდერია.
დღეიდან ჩვენი ინტერნეტ მაღაზია ბაზარზე არსებული ყველა ბრენდის სრულ ასორტიმენტს გთავაზობთ, მოცემულ პოსტში კი შევეცდებით გავცეთ პასუხი კითხვას, როგორ შევარჩიოთ ბლენდერი.
1. შეარჩიეთ ბრენდი და იცოდეთ, რა დგას თითოეული სახელის უკან
ისურვეზე განთავსებული ბლენდერის მწარმოებელი ბრენდები და მათი ნიშანდობლივი თავისებურებების სია ასე გამოიყურება:
- Nikai - ჩინური მწარმოებელი, ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი და საკმაოდ გაყიდვადი მოდელებით. ყველაზე დაბალ ფასად სწორედ ნიკაის ბლენდერი შეგიძლიათ იყიდოთ, 1.5 ლიტრიანი 3 სიჩქარიანი მოდელი 89 ლარად. გამომდინარე დაბალი ფასიდან, ეს ბრენდი ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა სასაჩუქრე აქციაშიც, ან ე.წ <ბალკ> შემოთავაზებებში, ასე რომ მისი ყიდვა სხვა პროდუქტთან ერთადაც ჯამურად უფრო იაფად შეგიძლიათ. ზოგადად, აქციები და ფასდაკლებები ის კატეგორიაა, რომელსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ, ერთი შეხედვით მარტივი შეთავაზებაც კი, შეიძლება საკმაოდ სარფიანი აღმოჩნდეს.
- Franko - გერმანული ბლენდერები, იაფიან და საშუალო ფასიან სეგმენტში, როგორც სტაციონარული ისე ხელის მოდელებით, საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქციით.
- Braun - ხელის მოდელების ყველაზე ფართო ასორტიმენტით, ფილიპსის შემდეგ. გამორჩეული მაღალ ტექნოლოგიური, ინოვაციური მოდელებით და ძრავებით, რომელსაც ძალიან დაბალი ხმა აქვს და ამ მხრივ ძალიან კომფორტულია.
- Kenwood - ჩინეთში წარმოებული საერთაშორისო ბრენდი, წარმოდგენილი როგორც რეპლიკა, ისე ორიგინალი მოდელებით. ფასიც შესაბამისად, იაფიდან პრემიუმამდე. რაც შეეხება არჩევანს, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ იმავე ფილიპსთან ერთად ამ მხრივ ყველაზე დიდი ასორტიმენტი გაქვთ.
- Philips - ამ სფეროს ლიდერი, ყველა ტიპის, ფასისა და ტექნოლოგიის უდიდესი არჩევნით. საკმარისია აირჩიოთ მხოლოდ ის, თუ რა მოთხოვნილებებს უნდა აკმაყოფილებდეს სასურველი ბლენდერი და მინიმუმ 6-7 სხვადასხვა ფასისა და ზომის მოდელს წარმოგიდგენთ.
- Arshia - გერმანული ბრენდი, ჩინეთში წარმოებული მაღალი ხარისხის მოდელებით, საშუალო ფასად და ხანგრძლივი გარანტიით.
- Saachi - საშუალო ხარისხის, თუმცა 2-3 წლიანი მოხმარების მანძილზე სრულიად უპრობლემო, ჩინური ბლენდერები, ძალიან იაფად.
- Panasonic - ელექტრო საოჯახო ტექნიკის ერთ-ერთი ლიდერი, სუპერ არჩევნით, თუმცა შედარებით მაღალ ფასად, 3 წლიანი საერთაშორისო გარანტიით.
2. რა ტიპის ბლენდერი გსურთ?
განარჩევენ ხელის და სტაციონარულ ბლენდერებს. არჩევანი თქვენს საჭიროებაზეა დამოკიდებული. აირჩიეთ რა აქსესუარები გჭირდებათ და რა ტევადობა, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის სიმძლავრე, გჭირდებათ თუ არა მაგალითად ჩოფერი კომპლექტაციაში და ა.შ. ამის მიხედვით უნდა გადაწყვიტოთ, რა ბიუჯეტში ჯდება თქვენი საჭიროებები და რამდენად ხართ მზად მის გადასახდელად. გაითვალისწინეთ, რომ განსხვავებით ბევრი სხვა საოჯახო ტექნიკისგან, ბლენდერების შემთხვევაში თვისობრივად ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მოდელები ყოველ წელს ნამდვილად არ გამოდის ბაზარზე და წელს გაკეთებული შედარებით თანამედროვე ვარიანტი რამდენიმე წლის მანძილზეც თრენდული იქნება.
3. რა მახასიათებლებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ქვემოთ წარმოდგენილია ყველა ის ძირითადი პარამეტრი, რომლითაც ბლენდერები ფასდება:
- საერთო გამოყენებადი მოცულობა;
- დისპლეის ქონა საჭირო მაჩვენებლების ელექტრონულად დასანახად;
- სმუზის დამზადების ან სხვა მნიშვნელოვანი და სასარგებლო რეჟიმები;
- ავტომატური გამორთვის ფუნქცია;
- ირეცხება თუ არა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში;
- რა მასალისგანაა დამზადებული კორპუსი - ლითონი ითვლება, რომ უკეთესია;
- რა მასალისაა კონტეინერი - შუშა პრემიუმ ხარისხად მიიჩნევა;
- აქვს თუ არა სიჩქარის რეგულირება და ე.წ იმპულსური რეჟიმი.
პოპულარული მოდელები