როგორ შევარჩიოთ ხელოვნური ნაძვის ხე

უკვე ბოლო რამდენიმე წელია, რაც ხელოვნური  ნაძვის ხეები თავისებურად <უფრთხილდებიან> ჩვენს გარემოს და სასიხარულოდ,  ბუნებრივი ნაძვის ხეები საახალწლოდ აღარც იჭრება და აღარც ნადგურდება.

ჩვენს ბლოგებში ძალიან ხშირად აღვნიშნავთ იმ მიზეზებს თუ რატომ უნდა შევარჩიოთ ხელოვნული ნაძვის ხე და რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებრივ სიმწვანეებს.

როდესაც ახალი წელი დგება, ლამაზად გაფორმებული ხეები ამშვენებს არა მხოლოდ სახლებს, არამედ ქუჩებს, სავაჭრო ცენტრებსა და ოფისებსაც. მსოფლიო ქვეყნების მთავარ მოედნებზე განთავსებული გიგანტური ხეებიც უმეტეს შემთხვევაში ხელოვნურია.

იმისათვის, რომ პროდუქტი მრავალი წლის განმავლობაში გვემსახურებოდეს, უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ ხელოვნური ნაძვის ხე . გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე ძალიან დიდი არჩევანია წარმოდგენილი, განსხვავება მათ შორის ბევრია. მაგალითად, ფერში, დიზაინში, სიმაღლეში, მასალაში, ფასში და ა.შ.

სტანდარტული მოდელების გარდა, არსებობს პრემიუმ კლასის ხეები, რომლებიც შედარებით ძვირადღირებული მოდელებია და  სპეციალური რეზინისგან მზადდება. ასეთ ხეებს  მოცულობის  გასაზრდელად  PVC ტოტებიც ემატება, ხოლო მეტი ეფექტის შესაქმნელად,  ნაძვის ხეებს ხშირად ამშვენებს ბუნებრივი გირჩები.

ნაძვის ხეები ზომების მიხედვით

საახალწლო ხელოვნური ნაძვები მრავალფეროვანია, რომელთა სიმაღლე 15-20 სანტიმეტრიდან 25-30 მეტრამდეა. ძალიან პატარა ნაძვის ხეები გამოიყენება დამატებითი დეკორაციისთვის ან საახალწლო სუვენირებისთვის, რომლის ჩუქებაც შეგიძლიათ, ხოლო  სახლისთვის ყველაზე პოპულარული მოდელებია 1, 1.2, 1.5 და 1.8 მეტრიანი.

ნაძვის ხე 180 სმ-იანი ძირითადად ოფისებისთვის გამოიყენება . პატარა მაღაზიის წინ არსებული ტერიტორიის გასაფორმებლად კი გამოიყენება 3-7 მეტრიანი ნაძვის ხეები .

დიზაინის ვარიანტები

მაგიდის ნაძვის ხეები

იმისათვის, რათა მუშაობაში ხელი არ შეგეშალოთ და დისკომფორტი არ შეგექმნათ, გამოიყენება ყველაზე მინიატურული ნაძვის ხეები , რომელთა სიმაღლეა 20 სმ-დან 1 მეტრამდე. მათი განთავსება შესაძლებელია როგორც  სამუშაო მაგიდაზე, ისე - სამზარეულოში.

ხშირად  შემთხვევაში, ასეთი მოდელები დამატებითი საახალწლო დეკორია,  რომელიც ამშვენებს ოთახს მთავარ საახალწლო ხესთან ერთად.  დიდი პოპულარობით სარგებლობს მაგიდის დიოდური ნაძვის ხეები, რომლებიც  არ საჭიროებენ დამატებით დეკორაციებს. დღესასწაულის დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ მარტივად მოკეცოთ მათი ტოტები და  შეინახოთ ყუთში  მომდევნო ახალ წლამდე.

ასაწყობი ნაძვის ხეები

იატაკის ნაძვის ხეები ყველაზე პოპულარული დიზაინის მოდელებია, რომლებიც განთავსებულია სახლებში, ოფისებსა და სავაჭრო ცენტრებში. ტოტები მიმაგრებულია მთავარ ღერძზე და ნამდვილი ხის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ხელოვნური ნაძვის ხეების აწყობა შესაძლებელია როგორც თარო-თარო, ისე ცალკე ყლორტებად. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მაღალია ხე,  მით უფრო დიდი უნდა იყოს დასაყრდენი სადგამი, რომელიც სასურველია რკინის იყოს.

კარკასული ნაძვის ხეები

ეს არის რკინის კონუსზე განთავსებული დიიიდი საახალწლო  ნაძვის ხეები , რომლებიც  განკუთვნილია ძირითადად დიდ მოედნებზე ან მაღაზიების წინ განსათავსებლად. სტრუქტურულად ხეს შიგნიდან ღრუ აქვს, ხოლო ტოტებისა და დეკორაციების მიმაგრება ხდება კონუსის გარშემო ზედაპირზე. შედეგად კი იღებთ ძალიან სტაბილურ კონსტრუქციას.

ასეთი ნაძვის ხეების სიმაღლემ შეიძლება 30 მეტრს მიაღწიოს ამიტომ, მათ ხშირად იყენებენ ქალაქის ქუჩებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებში.

პოპულარული მოდელები