ხელოვნური ნაძვის ხის შერჩევა - სახელმძღვანელო რეკომენდაციები

 ალბათ, ყველა ვთანხმდებით იმ აზრს, რომ  საახალწლო სადღესასწაულო განწყობა ნაძვის ხესთან ერთად  მოდის, რადგან კაშკაშა, ფერადი, დადებითი განწყობითა და საჩუქრებით  სავსე ნაძვის ხე  ყველას  სასიხარულო ემოციებით გვავსებს.  

და რადგან, ეს განწყობა დიდისთვისაც და პატარასთვისაც ერთნაირად პოზიტიურია  ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ხელოვნური ნაძვის ხის  შერჩევის შესახებ  ძალიან კარგი რეკომენდაციები გაგიზიაროთ.

ბლოგის დასასრულს, ასევე გეტყვით, თუ როგორ უნდა იზრუნოთ თქვენს მწვანე სილამაზეზე, როდესაც დღესასწაული დასრულდება.

ხელოვნური ნაძვის ხის  შერჩევის სახელმძღვანელო

წინასაახალწლო აურზაურში მთავარი პრობლემა ყოველთვის იჩენს ხოლმე თავს: რომელი ნაძვის ხე დაამშვენებს დღესასწაულს - ცოცხალი თუ  ხელოვნური? გამოკითხვების  შედეგად გაირკვა, რომ მომხმარებელთა უმეტესობა ხელოვნური ნაძვის ხეს  ანიჭებს უპირატესობას, რაც გასაკვირი სულაც არ არის, რადგან  უფრო პრაქტიკულია, ვიდრე ცოცხალი ნაძვის ხე.

ნაძვის ხეები ფასდაკლებით

მასალა

ხელოვნური ნაძვის ხეები ძირითადად სამი მასალისგან მზადდება: PVC მასალისგან, ძუასგან (სათევზაო თოკი) და პლასტმასისგან. თითოეულს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები,  ასე რომ, თუ გარეგნულად ვერ განასხვავებთ მასალას, აუცილებლად ჰკითხეთ გამყიდველს მათ შესახებ.

PVC მასალისგან დამზადებული ნაძვის ხე

ხელოვნური ნაძვის ხეების ყველაზე პოპულარული ტიპია, მაგრამ აქვე გეტყვით იმასაც, წლიდან წლამდე ეს ხე თანაბრად „აყვავებული“  ვერ იქნება, რადგან რბილი მასალა დროთა განმავლობაში ადვილად კარგავს თავის ლამაზ ფორმას.

უპირატესობები:

  • იაფია;
  • ლამაზი და კოხტაა;
  • აქვს რბილი წიწვები;
  • მოგემსახურებათ დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში.

ნაკლოვანებები:

  • ასევე - აქვს რბილი წიწვები;
  • ადვილად დეფორმირდება;
  • ცუდად აღადგენს პირვანდელ ფორმებს;
  • ადვილად იშლება.

ხელოვნური ნაძვის ხეები იაფად

სინთეთიკური ძუასგან დამზადებული  ნაძვის ხე

ნაძვის ხეების კიდევ ერთი ბიუჯეტური მოდელია, რომელიც წინასგან განსხვავებით, უკეთ ინარჩუნებს ფორმებს.

უპირატესობები:

  • ბრწყინვალე გარეგნობა;
  • ხელმისაწვდომი ფასი;
  • დაახლოებით თხუთმეტი წლის განმავლობაში მოგემსახურებათ;
  • წიწვები საკმაოდ გამძლეა;
  • არ დეფორმირდება;
  • არ იშლება.

უარყოფითი მხარეები:

  • არც ისე ბუნებრივად გამოიყურება.

პლასტმასის მასალისგან დამზადებული ნაძვის ხეები

ამ შემთხვევაში, წიწვები გაცილებით მოკლეა,  ვიდრე PVC ნაძვის ხეების. ასეთი მოდელი შორიდან შეიძლება  ადვილად  მიამსგავსოთ ბუნებრივ ნაძვის ხეს, გვხვდება როგორც მწვანე ასევე თეთრი ნაძვის ხის მოდელებით.

უპირატესობები:

  • გამოიყურება ძალიან ბუნებრივად;
  • პლასტმასის წიწვები ძალიან ჰგავს რეალურ სტრუქტურას;
  • სასიამოვნოა შეხება;
  • მწარმოებელი გამოყენების ათ წლიან გარანტიას იძლევა.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი.

ხელოვნური ნაძვის ხის ყიდვა

როგორ შევარჩიოთ ნაძვის ხე

როდესაც ხელოვნური ნაძვის ხის ყიდვას  გადაწყვეტთ, სასურველია გაითვალისწინოთ გარკვეული რეკომენდაციები:

პირველ  რიგში, შეამოწმეთ ხარისხის სერთიფიკატი, რომელიც ნამდვილად  დაადასტურებს რომ ხის გამოყენება სრულიად უსაფრთხოა;
ხარისხიან ნაძვის ხეს არ უნდა ჰქონდეს სპეციფიკური სუნი. თუ უსიამოვნო სუნს გრძნობთ,  ნუ იყიდით მსგავს ხეს, რადგან ეს ნიშნავს, რომ  პროდუქტი უხარისხოა, რომელიც ჯანრმთელობისთვის საშიშიც კი შეიძლება აღმოჩნდეს;
ხელოვნური წიწვების ხარისხის შესამოწმებლად,  გადაკეცეთ/გადახარეთ ისინი სხვადასხვა მიმართულებით. ხარისხიანი პროდუქტის შემთხვევაში ის შეინარჩუნებს ფორმას;
ყურადღება მიაქციეთ ტოტების დამაგრებას, რომელიც  მჭიდროდ უნდა იყოს დამაგრებული მთავარ სტენდზე;
მაღალი ხარისხის სტენდი იძლევა  იმის გარანტიას, რომ ხე არ წაიქცევა.

გირჩევთ, რომ შეიძინოთ მაღალხარისხიანი, თუნდაც მაღალფასიანი ხელოვნური ნაძვის ხე, რადგან ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში შესძლებთ მის გამოყენებას.

რჩევები მოვლის შესახებ:
ხის დეკორაციებისა და განათებების  მოხნის შემდეგ,  წიწვებს წაუსვით ნესტიანი ქსოვილი ან ნაზად გაწმინდეთ ხე თბილი საპნიანი წყლით. გაითვალისიწეთ: აკრძალულია LED განათებების  გაწმენდა!
დაკეცვისას, ტოტები მიმართეთ ზემოთ და შემოახვიეთ თოკი (მაგრამ არა მძლარად!) ისე, რომ წიწვები არ დააზიანოთ და არ გაანადგუროთ;
შეფუთეთ ფრთხილად და შეინახეთ ზომიერად ტენიან ადგილზე.

პოპულარული მოდელები