როგორ შევარჩიოთ სწორად საახალწლო განათებები?
დამეთანხმებით ალბათ, რომ თითოეული ჩვენგანი, ნანატრი შვებულების დაწყებამდეც კი, თავისებურად ალამაზებს ნაძვის ხეს, ოთახებსა თუ სახლის მიმდებარე ტერიტორიას.
თუ თქვენც განსაკუთრებულად გახარებთ ნაძვის ხის ფერადი ნათურებით და სხვადასხვა სათამაშოებით მორთვა და აპირებთ კიდეც მათ შეძენას, მაშინ ჩვენი პირველი რეკომენდაციაა - ყურადღებას ნუ მიაქცევთ მხოლოდ ნათურების რაოდენობასა და ფერებს, რადგან მუშაობა და უსაფრთხოებ ყველაზე არსებითია.
იმისათვის, რათა სხვა საინტერესო რეკომენდაციებიც გაიგოთ, სასურველია გაეცნოთ ჩვენს ბლოგს, სადაც საინტერესო დეტალების შესახებ მოგიყვებით.
როგორ შევარჩიოთ საშობაო განათებები?
პირველ რიგში, გაეცანით დოკუმენტაციას, რადგან მთავარი ამოცანაა პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება. ხარისხის სერთიფიკატი დასტურია იმისა, რომ ნაძვის ხის ნათურები დამზადებულია მაღალხარისხიანი მასალებით.
გარდა ამისა, დოკუმენტებიდან შეიტყობთ ისეთი სახის ინფორმაციას, რომელიც ეხება ტექნიკურ მახასიათებლებსა და პროდუქტის გამოყენების სპეციფიკას.
ნაძვის ხის გასაფორმებელი ნათურების შერჩევისას, აუცილებლად შეამოწმეთ აქვს თუ არა პროდუქტს ხანძარსაწინააღმდეგო სერთიფიკატი.
ნათურის შერჩევის პარამეტრები:
- ძალა - ნათურების რაოდენობის მიუხედავად, არაუმეტეს 60 ვტ ნორმაა;
- არჩევისას უპირატესობა უნდა მიენიჭოთ ადაპტერის საშუალებით მოქმედ ნათურებს;
- მავთულის სიგრძე - უნდა იყოს მინიმუმ 1.5 მ. (ხანძრის შემთხვევაში, ეს არის უსაფრთხოების ერთ-ერთი მოთხოვნა);
- რეჟიმის შეცვლა - ჩვეულებრივ, ელექტრონული სქემა, რომელიც პატარა პლატაზეა აწყობილი, მოთავსებულია პლასტმასის კორპუსში.
შეამოწმეთ კომპლექტაცია
პირველ რიგში, ეს ეხება ტრადიციულ განათებებს, რომლებსაც ნათურები აქვს. ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა შეამოწმოთ რამდენი სათადარიგო ნათურა შედის კომლექტში, რადგან მათი დამოუკიდებლად შეძენა რთულია. ყოველ 5 - 6 ცალ ნათურაში მინიმუმ 1 -ის ჩანაცვლების საშუალება მაინც უნდა არსებობდეს.
შეამოწმეთ მუშაობის ოპერატიულობა
უმჯობესია ადგილზევე შეამოწმოთ თუ როგორ მუშაობს ნაძვის ხის განათებები, ვიდრე შემდეგ დაკარგოთ დრო მათ შეცვლაზე. უფრო მეტიც, უნდა შეამოწმოთ ყველა რეჟიმი, რომელიც მოცემულია ამ მოდელში.
LED ნათურები
ასეთი საახალწლო განათებები, მათი ეფექტურობიდან გამომდინარე, უფრო პრაქტიკულად ითვლება და ისინი არაფრით ჩამოუვარდებიან ტრადიციულ პროდუქტებს. თუმცა ლედ განათებების შემთხვევაში, გასათვალისწინებელია მთელი რიგი თვისებები.
LED განათებები იყოფა 2 კლასად - სახლისთვის და გარე დეკორაციისთვის.
ეს არჩევანის შესაძლებლობას გარკვეულწილად ამარტივებს, რადგან უნდა გაეცნოთ მარკირების ნიშნებს. IP65 ინდექსი უნივერსალური ვარიანტია და ასეთი ნათურები ერთნაირად შეეფერება როგორც სახლის შიგნით გაფორმებას, ასევე - მის გარეთ.
იგივე ეხება IP40 ნიშნით აღნიშნულ პროდუქტებს, რომლებიც უვერსალურობით გამოირჩევიან. ტემპერატურის დიაპაზონის თვალსაზრისით, ასეთი ნათურები „უფრო სუსტია“, რის გამოც, არ არის რეკომენდირებული ისეთ ადგილებში მათი დამონტაჟება, სადაც ძლიერი ყინვები იცის.
საიზოლაციო მასალა
თუ ნაძვის ხის გაფორმებები დამზადებულია PVC- სგან, მაშინ ქუჩისთვის ასეთი ნათურები ნამდვილად არ არის შესაფერისი. მართალია, კაუჩუკის ლენტების ღირებულება უფრო მაღალია, მაგრამ, სამაგიეროდ, ასეთი დეკორაციის გამოყენება ბევრად უსაფრთხოა.
სისქე
ამჟამად გაყიდვაშია უფრო თანამედროვე სტილის ნათურები, რომელთა კაბელის სითხე საკმაოდ თხელია. ასეთი ვარიანტები მართლაც საუკეთესოა, რადგან ადვილია მათი დამალვა და ნებისმიერი ბილიკის გასწვრივ გაჭიმვა.
მუშაობის რეჟიმი
ნაძვი ხის განათებების შერჩევა-შემოწმებისას საჭიროა ყურადღების გამახვილება არა მხოლოდ იმაზე ირთვება თუ არა ნათურები, არამედ - მის სიკაშკაშეც. მაგალითად, ყველას არ უყვარს სინათლის ხშირი ციმციმი ან მოძრაობის სიჩქარე ამიტომ, ამ კომპონენტის გათვალისწინებაც აუცილებელია.
Isurve.ge ონლაინ ნაძვის ხის მაღაზიში თქვენ მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ, აქ თავმოყრილია ნაძვის ხე დათოვლილი ეფექტით, სკანდინავიური წიწვებით, გირჩებით, სტანდარტული მწვანე, თეთრი ნაძვის ხე და ა.შ.
პოპულარული მოდელები