ნაძვის ხის სათამაშოები
ახალი წელი ნელ-ნელა ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მალე მოგიწევთ თადარიგის დაჭერა, რათა საუკეთესო სათამაშოები და განათებები შეარჩიოთ თქვენი ნაძვის ხისა და სახლის მოსართავად.
თუკი წინა წლის საახალწლო სათამაშოების განახლებას ფიქრობთ, ძალიან კარგი! დღევანდელი ჩვენი ბლოგი დაგეხმარებათ აქციოთ თქვენი საახალწლო განწყობა ნამდვილ დღესასწაულად!
ხელოვნური ნაძვის ხის დეკორაციები
მას შემდეგ, რაც თანამედროვე დიზაინის ნაძვის ხის სათამაშოები ძალიან ტრენდული გახდა, ბევრმა მომხმარებელმა დაიწყო სწორედ მათი შეძენა. დღეს უკვე, საახალწლო დეკორაციების გაყიდვა ნოემბრიდან იწყება და შობის დღესასწაულამდე აქტიურობას არ კარგავს.
საახალწლო ბაზრობაზე შევხვდებით განსხვავებული ფერების, ზომებისა და ფორმების სათამაშოებს და მარტივი შესაძლებელია - საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაც კი გაგიჭირდეთ. იმისათვის, რათა ამ მრავალფეროვნებაში არ ჩაიკარგოთ, მოგცემთ გარკვეულ რეკომენდაციებს თანამედროვე ნაძვის ხის დეკორაციების შესახებ.
რომელ მასალებს უნდა მივაქციოთ ყურადღება:
ნაძვის ხის სათამაშოების დასამზადებლად, მწარმოებლები სხვადასხვა მასალას იყენებენ. ეს მასალებია:
- პლასტმასი;
- ქსოვილები;
- მინა;
- ქაღალდი;
- მუყაო.
სათამაშოების შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს მათ გარეგნობასა და უსაფრთხოების ხარისხს. მაგალითად, მყიფე მინის სათამაშოები გატეხვის შემთხვევაში შეიძლება საშიში იყოს ადამიანისთვის. ეს განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინოთ იმ შემთხვევაში, თუკი სახლში ბავშვები ან შინაური ცხოველები გყავთ.
მავნე ნივთიერებები ხშირად გამოიყენება დაბალხარისხიანი პლასტმასის სათამაშოებში ამიტომ, აუცილებელია მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან დამზადებული სათამაშოების ყიდვა.
გაითვალისწინეთ, რომ მსგავს დეკორაციებს არ უნდა ჰქონდეთ სპეციფიკური სუნი. პროდუქტის შეძენისას კი აუცილებლად გაეცანით სანიტარიულ სერთიფიკატს, რათა თავად შეამოწმოთ პროდუქტში შემავალი ნივთიერებები.
ნაძვის ხის ვარსკვლავები
წარმოიდგინეთ ფუმფულა ნაძვის ხე ბურთებით, გირლანდებითა და ფერადი წვიმებით. ნამდვილი სილამაზეა, არა?! მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოგვრჩა - ნაძვის ხის ვარსკვლავი, რომელიც თავსდება ზედა ნაწილში და დამზადებულია ჩვეულებრივ მინისგან ან პლასტმასისგან.
ნაძვის ხის ნათურები
სანთლები, გირლანდები და ნათელი ფიგურები თქვენს სახლს განსაკუთრებული სილამაზით შეავსებს.
თანამედროვე გირლანდები წარმოდგენილია სხვადასხვა ფერში, ფორმასა და ზომაში. მათი ცივი, ნეიტრალური ან თბილი სინათლე, შეგიძლიათ თავად აკონტროლოთ სხვადასხვა ოპერაციული რეჟიმით.
ნაძვის ხის ბურთები
დღეს უკვე მაღაზიის თაროებზე გაცილებით მეტ პლასტიკურ ბურთს შეხვდებით, რაც თავისთავად კარგია კიდეც. ისინი, როგორც წესი, ლამაზი და იაფია. ამიტომ, შეგიძლიათ ბუნებრივი თუ ხელოვნური ნაძვისხე ყოველწლიურად ახალ-ახალ ფერებში გააფორმოთ.
უმჯობესია, თუკი ისეთ სათამაშოებს შეარჩევთ, რომლებიც შეესაბამება ნებისმიერ სტილსა და ფერს.
საახალწლო დეკორაციები ავეჯისა და ინტერიერისთვის
საახალწლო პერსონაჟები დაგეხმარებათ არამარტო ნაძვის ხის, არამედ მთელი ბინის გაფორმებაში. სანტა კლაუსის და მისი ირმების მოთავსება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილზე, იქ, სადაც თავად გაგიხარდებათ.
სათამაშოებად შეიძლება გამოდგეს ყველაფერი: ხისტი მავთულის ჩარჩო, პლასტმასი, მუყაო და ა.შ. მაგრამ მუყაოს შემთხვევაში, უფრო ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ნაოჭდება და ფორმას კარგავს.
გირჩები, ფიფქები და ვარსკვლავები
საახალწლო გირჩები შექმნის ზამთრის ტყის ატმოსფეროს, ვარსკვლავები მოგაგონებენ ღამის ცის სილამაზეს, ხოლო ფიფქები დაამშვენებს ნებისმიერ ნაძვის ხეს.
საბოლოო სურათი:
- შეარჩიეთ სათამაშოების სტილი და ფერი. ორი ან სამი ფერი გამოიყურება ლაკონურად და ლამაზად;
- დაიწყეთ გაფორმება გირლანდებით;
- დაალაგეთ სათამაშოები და გირლანდები სპირალურად;
- გაზარდეთ სათამაშოების რაოდენობა და ზომა ზემოდან ქვემოთ;
- არ გადატვირთოთ ხე დეკორაციებით;
- შეგიძლიათ დაამატოთ ტკბილი დეკორაციები, რომელიც სასიამოვნო სიურპრიზი იქნება ბავშვებისთვის;
- ნაძვის ხე დათოვლილი ეფექტით საკმაოდ პოპულარულია, გამოიყენეთ ხელოვნური თოვლი, რომელიც მარილისა და შაქრის დახმარებითაც შეგიძლიათ დაამზადოთ.
- დაასრულეთ ნაძვის ხის მორთვა წვიმებით.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ ნაძვის ხე, ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ბლოგს რომელიც ხელოვნური ნაძვის ხის შერჩევაში დაგეხმარებათ.
პოპულარული მოდელები