როგორ შევარჩიოთ ბალგარკა - მნიშვნელოვანი მახასიათებლები

ბალგარკის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი ისაა, თუ  რა მიზნებისთვის და რა სიხშირით გამოიყენებთ ელექტრო ხელსაწყოს.  გამოყენების ინტენსივობის მიხედვით, ყველა კუთხ სახეხი  შეიძლება დაიყოს სამ კლასად:

  1. საყოფაცხოვრებო - ამ ტიპის ბალგარკები განკუთვნილია სახლის პირობებში სხვადასხვა დავალების შესასრულებლად და იშვიათი გამოყენებისთვის. ეს არის მცირე (1000 ვტ-მდე) სიმძლავრის ელექტრო ინსტრუმენტი,  რომლის ძრავა არ არის შექმნილი გრძელვადიანი, უწყვეტი მუშაობისთვის. ძრავის გათბობის გამო, მოწყობილობა შეიძლება ავტომატურად გამოირთოს. ბალგარკის მნიშვნელოვანი უპირატესობა ისაა, რომ ძალიან კომპაქტურია, აქვს მცირე (საშუალოდ 2 კგ-მდე) წონა, რის გამოც მოსახერხებელია მასთან ერთად მუშაობა, თუნდაც ძნელად მისადგომ ადგილებში.
  2. პროფესიონალური - ძალიან პროდუქტიული და ძლიერი ბარგალკა (2000 ვტ-ზე), რომელიც შექმნილია უწყვეტი და გრძელვადიანი გამოყენებისათვის. ინსტრუმენტის მუშაობის დროის გასაზრდელად, გამოიყენება ძრავის გაგრილების სხვადასხვა ვარიანტი (ვენტილაცია, სპეციალური მასალების გამოყენება სითბოს გადაცემის გაზრდით), ასევე მაღალი ხარისხის სპეციალური მასალები და ა.შ. პროფესიონალურ ბალგარკებს მეტი წონა და ზომები აქვთ, ხოლო აბსოლუტურ უმრავლესობაში წარმოდგენილია ორხელიანი მოდელები;
  3. ნახევრად პროფესიონალი - მახასიათებლების მიხედვით, იკავებენ შუალედურ პოზიციას საყოფაცხოვრებო და პროფესიულ მოდელებს შორის. საკმარისად ძლიერი (1500 ვტ-მდე) მოდელები შეიძლება გამოყენებული იყოს გრძელვადიანი ოპერაციებისათვის.

დისკის ზომა

  • ბარგალკის მთავარი მახასიათებელი, რომელიც განსაზღვრავს რამდენად ღრმად შეიძლება გაკეთდეს ჭრილი . საჭრელი დისკის მინიმალური ზომაა 115 მმ (შეიძლება გამოყენებული იყოს 30 მმ სისქემდე მასალის მოსაჭრელად), ყველაზე დიდი 230 მმ. ბალგარკის დისკების ყველაზე პოპულარული ზომებია:
  • 125 მმ - ყველაზე მოთხოვნადი ზომა, რომელიც გამოიყენება საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური გამოყენების ხელსაწყოებში. 125 მმ დისკის მქონე ბარგალკა ძალიან მსუბუქია, რომლის უსაფრთხოდ გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ერთი ხელითაც. მისი მობილურობის წყალობით კი, შესანიშნავია საოჯახო სამუშაოების უმეტესობისთვის.

  • 150 და 180 მმ - კომპრომისული ვარიანტი, თუ კუთხლივ   სახეხი  საჭიროა როგორც ჭრისთვის (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მილებს ჭრიან) და სახეხისთვის;
  • 230 მმ - ბალგარკის დისკების მაქსიმალური დიამეტრი. როგორც წესი, ეს არის ძალიან ძლიერი მოდელები,  რომლითაც შეგიძლიათ გაჭრათ: მილები, აგური, ბეტონი, მაგრამ ასეთი ხელსაწყოთი გახეხვა არცთუ მოსახერხებელია, რადგან მძიმე წონის გამო, მისი მობილურობა შეზღუდულია.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია კიდევ რამდენიმე ფაქტორი:

  • თხელი დისკით გაჭრილის ხარისხი უკეთესია, ვიდრე სქელი დანით. მაგრამ ამავე დროს, თხელი დისკი არ არის შესაფერისი ღრმა, გრძელი ჭრილებისთვის, რადგან ხახუნის გამო, დისკი ძალიან სწრაფად დათხელდება. ამიტომ, მისი სისქე შეირჩევა ჭრის სიღრმეზე დაყრდნობით.
  • რაც უფრო დიდია წრის დიამეტრი, მით უფრო დაბალი სიჩქარით უნდა მუშაობდეს ბალგარკა. ფართო (230 მმ) დისკები შექმნილია არაუმეტეს 6.6 ათასიანი როტაციის სიხშირით,  საშუალო (180 მმ) - არაუმეტეს 8.5 ათასი ბრუნვა , პატარა (115 - 125 მმ) - წუთში 11 ათასამდე ბრუნვა.

ბრენდები რომლებიც დომინირებენ კუთხსახეხის წარმოებაში იხილეთ ბმულზე.

პოპულარული მოდელები