ბრენდები რომლებიც დომინირებენ კუთხსახეხის წარმოებაში
ბალგარკა ის ელექტრო მოწყობილობაა, რომელიც ყველა ხელოსანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს, განსაკუთრებით თუ ის საკუთარ სახლში ცხოვრობს.
ელექტრო ხელსაწყოების ბაზარზე მრავალი მწარმოებელი შეგხვდებათ, ამიტომ სწორი არჩევის გაკეთება საკმაოდ რთულია. ამ ბლოგში თავი მოვუყარეთ საუკეთესო ბალგარკების რეიტინგს, რომელთა დისკების დიამეტრი 125, 150, 180 და 230 მმ-ია, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ყველაზე ოპტიმალური მოდელი.
AEG WS 11-125
AEG ბალგარკის სიმძლავრე 1.1 კვტ-ია, ხოლო მაქსიმალური ბრუნვა 11000 rpm-ია. ქსელთან დასაკავშირებლად, კაბელის სიგრძე 4 მეტრია, რაც საკმარისია სარემონტო სამუშაოებისთვის. წონა 2.3 კგ-ია, ამიტომ, ბევრი დადებითი მიმოხილვის საფუძველზე, ფაქტია, რომ ეს ბალგარკა საკმაოდ მძლავრი და ფუნქციონალურია.
Bosch GWS 12-125 CIE
Bosch ბალგარკა უფრო ძვირი, მაგრამ ბევრად ფუნქციონალურია, რომელიც კომფორტულად გამოიყენება სახლის პირობებში სამუშაოდ. დამატებითი მახასიათებლებიდან აღსანიშნავია სიჩქარის კონტროლი, გადატვირთვისგან დაცვა და სხვა.
მოწყობილობის სიმძლავრე - 1200 ვტ-ია, ხოლო წონა 2.3 კგ. მიზეზი, რის გამოც Bosch რეიტინგის სათავეში არ მოხვდა, მისი ღირებულებაა. მახასიათებლების მხრივ კი იგივეა, როგორც ზემოთ წარმოდგენილი მოდელი. სხვა მხრივ, მოწყობილობა კარგად ზის ხელში და არც ისე ხმაურიანია.
Metabo WEV 10-125
ჩვენს რეიტინგში მესამე ადგილზეა ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებლის - Metabo ბალგარკაა. წინა მოდელთან შედარებით, ოდნავ დაბალი წონა (2.1 კგ) აქვს, ხოლო სიმძლავრე 1 კვტ-ია. ამავდროულად, ბრუნვის სიჩქარე 10 ათას ბრუნს აღწევს, რაც კარგი მაჩვენებელია. თუ გსურთ შეარჩიოთ იაფიანი, მაგრამ მაღალხარისხიანი, კარგი ტექნიკური მახასიათებლების მქონე ბარგალკები, მაშინ ეს ყველაზე შესაფერისი ვარიანტია.
Makita GA5030
ამ მოწყობილობაში არაფერია განსაკუთრებული, გარდა იმ ფაქტისა, რომ იგი დამზადებულია Makita ბრენდის ქვეშ. წონა მცირეა - 1.4 კგ, მაგრამ ამავე დროს, მოიხმარს 720 ვტ-ს, ე.ი. არ არის ძალიან ძლიერი მოწყობილობა. 2.5 მეტრიანი დენის კაბელი საკმარისია კომფორტული მუშაობისთვის.
DeWALT DWE4151
ჩვენს რეიტინგს ხურავს საიმედო ბრენდის - DeWALT კუთხსახეხი, რომელიც განკუთვნილია სახლის პირობებში სამუშაოდ. მოწყობილობა იწონის მხოლოდ 2.1 კგ-ს, ხოლო დისკის ბრუნვის სიჩქარე ყველაზე მაღალია - 11 800 rpm და ეს ყველაფერი 900 ვატ სიმძლავრეზე. დამატებითი ფუნქციებიდან აღსანიშნავია დენის ღილაკის დაბლოკვა და გადატვირთვისგან დაცვა.
პოპულარული მოდელები