როგორ მოვუაროთ ჩვენს მეგობარ სარეცხ მანქანას?

როგორც ამბობენ, სარეცხი მანქანა დიასახლისების მეგობარია , რომელიც ზედმეტ დროსა და ენერგიას აზოგვინებს მას. ეს მეგობარი ერთგულია მისი სიცოცხლის მანძილზე თუ, რა თქმა უნდა, სწორად შეარჩევთ.

პატივისცემა ორმხრივი უნდა იყოს, ამიტომ, როგორც ის გეხმარებათ და ზრუნავს თქვენზე, ისე თქვენ უნდა იზრუნოთ მასზე და მოუაროთ. ამისთვის კი რჩევებს აქ გაეცნობით. 

რაც არ უნდა ძვირადღირებული სარეცხი მანქანა შეიძინოთ ან პირიქით, სარეცხი მანქანები იაფად, აქციის ფარგლებში იყიდოთ , მისი უსაფრთხოება ბოლომდე გარანტირებული ვერ იქნება თუ პერიოდულად არ გაწმენდთ. 

რა საჭიროა მანქანის გაწმენდა 

მანქანაში ჭუჭყის გარდა მინერალური ნარჩენებიც ილექება, რომელიც რამდენიმე მიზეზით წარმოიქმნება: 

  • ხისტი წყლისგან
  • არასწორი ექსპლუატაციისგან
  • უხარისხო სარეცხი საშუალებებისგან, რომლებიც ზომაზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავენ

სამწუხაროდ, ყველაზე მეტი ნალექი რთულად მისაწვდომ ადგილებში გროვდება, რაც გასუფთავების პროცესს ართულებს. ამის მიუხედავად, მწარმოებლები  გვირჩევენ, თვეში 2-ჯერ მაინც გაწმინდოთ მანქანა.

მანქანის დოლურას წმენდა - როცა მანქანიდან უსიამოვნო სუნს იგრძნობთ, ე.ი. დოლურას გაწმენდის დროა. სუნი, რომ მოაშოროთ, საკმარისია მანქანა ცხელი წყლით გაავსოთ (ანუ მიუთითოთ რეცხვის პროგრამა ცხელი წყლით), მანამდე წინასწარ მოათავსეთ დოლურაში მათეთრებელი ან სპეციალური გამწმენდი საშუალება.

როცა მანქანა გაივსება და მათეთრებელი წყალში გაიხსნება, გამორთეთ და ერთი საათით გააჩერეთ წყალი დოლურაში. ეს მეთოდი ჭუჭყსა და შლამს აშორებს, რაც უსიამოვნო სუნს იწვევს. დროთა განმავლობაში კი მანქანას აზიანებს.

ფილტრის გაწმენდა თვეში 3-ჯერ არის რეკომენდებული. პერიოდულად გამოიყენეთ ხოლმე ხისტი წყლის დამარბილებელი საშუალებები. 

როგორ მოვაცილოთ ნადები 

სარეცხი მანქანის ხარისხიანი საწმენდი საშუალება შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს: 

  1. უსაფრთხო უნდა იყოს ტანსაცმლის ქსოვილისა და  ადამიანისათვის, რომელსაც ამ ტანსაცმლის ჩაცმა მოუწევს. 
  2. ეფექტურად წმენდდესს ნალექისა და სარეცხი ფხვნილის ნარჩენებისგან. 
  3. არ უნდა ავნოს მანქანის მეტალის, რეზინისა თუ პლასტმასის დეტალებს.

ჩათვალეთ, რომ გადასაგდებია ის საწმენდი საშუალებები, რომლებიც ჩვეულებრივი რეცხვის დროს უნდა დაამატოთ ფხვნილს. თუ მისი გამოყენება სარეცხთან ერთად შეიძლება, ესე იგი ეს საშუალება მხოლოდ წყლის დამარბილებელია.

ნაწილობრივ უშლის ხელს ნადების წარმოქმნას, თუმცა უკვე არსებულ ნადებს ვერაფერს უშველის.  მანქანის შიდა ზედაპირის გასუფთავების მიზნით ხშირად იყენებენ გოგირდმჟავას, მარილმჟავას, ძმრის ესენციას და ლიმონმჟავას, თუმცა ყველა ეს მჟავა ნეგატიურად მოქმედებს მეტალზეც და რეზინის დეტალებზეც.

ამავე მიზეზით არ ღირს გამოყენება იმ საშუალებების, რომლებიც ჩაიდნების ნადებისგან გასაწმენდად გამოიყენება.  უკეთესია სპეციალური საწმენდი საშუალებები გამოიყენენოთ, რომელსაც თავად მანქანის მწარმოებლები უშვებენ და რომელიც ზემოჩამოთვლილ სამივე პირობას აკმაყოფილებს. 

ფილტრის გაწმენდა  - გასუფთავებისთვის დაგჭირდებათ ჭურჭელი ჭუჭყიანი წყლისთვის და ჩვარი იატაკზე, რათა გადმოღვრილი წყალი მანქანის ქვეშ არ შევიდეს. გახსენით პანელი, სადაც ფილტრია მოთავსებული. იქ ავარიული წყლის გადმოღვრის შლანგია.

როცა ის წყლისგან დაიცლება, ამის შემდეგ შეუდექით ფილტრის მოხსნას. მასში ჭუჭყი იქნება მოხვედრილი - თმა ან ტანსაცმლის ბუსუსები. მოაშორეთ ყველა ზედმეტი ნადები. 

გარეცხილ სარეცხს მანქანაში დიდხანს ნუ გააჩერებთ, თბილი და სველი გარემო მანქანაში შლამისა და სოკოს გაჩენას უწყობს ხელს. როგორც კი რეხცვის პროცესი დასრულდება, სარეცხი მანქანიდან აუცილებლად გამოიღეთ და თუ საჭიროა გარეთ, სხვა სათავსოში გააჩერეთ. 

განიავება  - რეცხვის შემდეგ მანქანის კარი ღია დატოვეთ. თუ ბევრი სისველე დარჩა შიგნით, შეგიძლიათ ჩვრითაც გაწმინდოთ.  ასეთი მოვლის პირობებში მანქანა უფრო დიდხანს გემსახურებათ.  

არ გამოგრჩეთ სარეცხი მანქანის ტესტირება და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებებიც.

წარმატებები!

პოპულარული მოდელები