სარეცხი მანქანის ტესტირება და მნიშვნელოვანი ფაქტორები
არ არსებობს გზა, დაბინძურებული ტანსაცმლისგან თავის დასაღწევად, მაგრამ საიმედო სარეცხი მანქანა, რომელიც საუკეთესოდ ასუფთავებს ტანსაცმელს, ამარტივებს თქვენს დატვირთვას.
აქ მოცემულია, თუ როგორ უნდა იპოვოთ საუკეთესო სარეცხი მანქანა თქვენი ბიუჯეტისა და საჭიროებებისთვის.
შევარჩიოთ სარეცხი მანქანა და გადავწყვიტოთ მისი ყიდვა საკმაოდ კომპლექსური პროცესია. ფასები მერყეობს დაახლოებით 700-დან 5000 ლარამდე. ეს დამოკიდებულია ტიპზე, სიმძლავრესა და მახასიათებლებზე.
დღესდღეობით პოპულარულია ორი ერთში სარეცხი მანქანები, რომელსაც აქვს, როგორც რეცხვის, ისე შრობის შესაძლებლობა.
ასევე, ყურადღება მიაქციეთ წყლის ენერგო მოხმარებას, რომელიც პრიორიტეტულია ამ ტექნიკაში.
სარეცხი მანქანის ტიპები
ყველა ტიპს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. უბრალოდ დაფიქრდით რომელს ანიჭებთ უპირატესობას, ფრონტალური თუ ვერტიკალური დატვირთვის მქონეს.
გარდა ამისა, კითხვაზე, რომელი სარეცხი მანქანა ვიყიდო, ხშირად ფიგურირებს პროდუქტი სარეცხი მანქანა საშრობით.
ფრონტალური სარეცხი მანქანები ბევრად პოპულარულია ბაზარზე. მისი პრაქტიკულობა, მართლაც, რომ შესამჩნევია, მაგრამ ფასიც შესაბამისად მაღალია ვერტიკალურთან შედარებით.
მათი გარანტია ყოველთვის იტესტება და შესაბამისი ხმარების შემთხვევაში ამართლებს თავის სიტყვას.
რაც უფრო მძლავრია სარეცხი მანქანა, მით მეტ მოვლას საჭიროებს.
კარგი იქნება თუ დრო და დრო გაასუფთავებთ და გაანეიტრალებთ შესაბამისი საშუალებებით.
სარეცხი მანქანის ლაბორატორიული ტესტირება
იმის გასარკევად თუ რამდენად კარგად ასუფთავებს თითოეული მანქანა, წითელი ღვინით, შოკოლადითა და პომიდვრის სოუსით დალაქავებულ ქსოვილებს, CR-ის ტესტერები იყენებენ სპექტროკოლიმეტრს.
რაც მეტად ამოყვანილია ლაქა გათეთრების შემდეგ, მით უფრო მაღალია მანქანის წმენდის ხარისხი. ეს ტესტი გამიზნულია სარეცხი მანქანის ხარისხის დასადგენად, რათა მანქანებს შორის რეალური განსხვავებები დავინახოთ.
ტესტერები, ასევე, აღრიცხავენ წყლისა და იმ ენერგიის რაოდენობას, რომელსაც მანქანა იყენებს გასარეცხადა და გასაშრობად.
ის სარეცხი მანქანები, რომლებიც ნაკლებ წყალს მოიხმარენ რეიტინგით უფრო მაღლა არიან.
სანამ ყიდვას გადაწყვეტთ გაიგეთ თუ რამდენად ხმაურიანია ესა თუ ის მოდელი. ჩვენი პანისტისტები სინჯავენ სარეცხი მანქანის ხმაურის დონეს, შევსების, აგიტაციის, გადინებისა და დატრიალების დროს.
შეიძლება ახალი ტენქიკა თავიდან კარგად მუშაობდეს (5 საინტერესო ფაქტი სარეცხ მანქანებზე), მაგრამ საბოლოო ჯამში უკმაყოფილო დარჩეთ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ექსპერტებისა და გამოცდილი ადამიანების რჩევები.
გაზომეთ შერჩეული სივრცე
წინასწარ გადაზომეთ ის ადგილი სადაც აპირებთ საეცხი მანქანის დადგმას. ეს დაგეხმარებათ მის შერჩევაში.
გაითვალისწინეთ, რომ მუშაობისას, ვიბრაციის გამო შეიძლება გადაადგილდეს მანქანა. ამიტომ გარშემო მდგარი ნივთებიც უნდა მიიღოთ მხედველობაში.
ინოვაციური ბრენდები ცდილობენ უფრო და უფრო შეამცირონ ვიბრაციის დონე. გაარკვიეთ არჩეული მოდელის ტესტის შედეგები.
სარეცხი მანქანის მუშობისას მისი ხმა არ უნდა გაწუხებდეთ, რადგან ეს ძალზედ არაკომფორტულია.
პოპულარული მოდელები