როგორ გამოვიყენოთ ელექტრო შალაშინი - უსაფრთხოების წესები
September 16, 2019გიყვართ ხეზე მუშაობა და გსურთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს არ ჩამორჩეთ? მაშინ ეს ბლოგპოსტი ზუსტად თქვენთვისაა. დიდი ხნის განმავლობაში შალაშინი დურგალთა მთავარ იარაღს წარმოადგენდა, თუმცა უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა ელექტრო შალაშინები, რომლებიც მუშაობენ იგივე პრინციპით, ოღონდ არსებითი სხვაობით - ელექტრონულ შალაშინებს ძრავი მართავს.
ჩვეულებრივი ელექტრო შალაშინები, როგორც წესი საშუალოდ ინჩის ზომისაა, რომელიც მუშაობს 5 ამპერიან ძრავზე, საშუალოდ 15 000 ბრუნი წუთში სიჩაქარით.
ის საუკეთესო ნივთია დურგალთათვის სხვადასხვა კონსტრუქციის აგებისა და სხვადასხვა ტიპის ხეზე ჩასატარებელი სამუშაოებისთვის.
ელექტრო შალაშინის მოხმარება გარკვეულ შემზადებას საჭიროებს, რათა შრომის პროდუქტიულობა მაქსიმალურად ეფექტური იყოს. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრო შალაშინი საუკეთესო ხელსაწყოა დურგალთათვის , საჭიროა არა მხოლოდ წინასწარი შემზადება, არამედ მისი მოხმარებისათვის აუცილებელი უსაფრთხოების წესების დაცვაც, რაც მინიმუმამდე შეამცირებს სხვადასხვა სახის დაზიანებებს, რომელიც სამუშაო პროცესის დროს შეიძლება მიიღოთ.
გარდა ტექსტობრივი მასალისა ინტერნეტში უამრავი ვიდეოს ნახვაა შესაძლებელი, საიდანაც შეგვიძლია მრავალი სასარგებლო რჩევა მივიღოთ ელექტრო შალაშინის გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ მხრივ ქართული ინტერნეტ სივრცე ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის.
როგორ გამოვიყენოთ ელექტრო შალაშინი? (უმთავრესი რჩევები)
- იქამდე, სანამ უშუალოდ სამუშაოს შევუდგებოდეთ, პირველი ნაბიჯი სხეულის დაბალანსებაა, ამისთვის უმთავრესად საჭიროა სწორად დავდგეთ და ფეხები შეტყუპებულ მდგომარეობაში არ გვქონდეს, ამასთანავე აუციელებელია, რომ შერჩეული პოზიცია, საიდანაც უნდა ვიმუშაოთ იყოს მაქსიმალურად კომფორტული.
- სამუშაოს საბოლოო ეფექტის სრულყოფილება დამოკიდებულია იმ სიჩქარეზე, რომლითაც ელექტრო შალაშინს ვამუშავებთ, ასევე იმ ჭრის სიღრმეზე, რომლითაც გადავწყვეტთ მუშაობას.
- სამუშაოს დაწყებამდე დარწმუნდით, რომ დააყენეთ საჭირო პარამეტრები, რომელიც დამოკიდებული იქნება სასურველ შედეგსა და იმ ხის ტიპზე, რომელზე მუშაობაც გადაწყვიტეთ
- სამუშაოს დაწყებამდე ასევე აუცილებლად დარწმუნდით, რომ დანის პირები საკმარისად ბასრია, შეიძლება საჭირო იყოს გალესვა.
უსაფრთხოება
- პირველ რიგში აუცილებელია დამცავი სათვალის გაკეთება, რათა დაცულები ვიყოთ ხის ანასხლეტებისგან
- იმის გამო, რომ ზოგიერთი ხე საშიშ ქიმიკატებს შეიცავს, აუცილებელია მონახოთ კარგი ხარისხის მტვრისგან დამცავი ბადე, რადგან მუშაობისას თავი აარიდოთ მათ ჩასუნთქვას
- სანამ ინსტრუმენტისთვის დანის შეცვლას დააპირებთ, დარწმუნდით, რომ მას არ მიეწოდება ელექტროენერგია
- ეცადეთ მაქსიმალურად კარგად გადაუჭიროთ მექანიზმის დანის ჩამკეტი ხრახნები
- კარგად დაამაგრეთ და მაქსიმალურად მოსახერხებელ ადგილას დადექით იმ მასალასთან, რომელზეც მუშაობას აპირებთ
- ყოველთვის ორივე ხელი გამოიყენეთ, როდესაც ელექტრო შალაშინით გადაწყვეტთ მუშაობას
- იქამდე არ დადოთ ელექტრონული შალაშინი ძირს, სანამ არ დარწმუნდებით, რომ მისი დანის პირები ნამდვილად გამორთულია
- დამატებით საკითხავი ელექტრო შალაშინების შესახებ
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
პოპულარული მოდელები