ელექტრო შალაშინის გამოყენება და მისი პლუს-მინუსები
ელექტრო შალაშინი გამოიყენება ხის ჭრისა და დამუშავებისთვის. ის შეიქმნა ფიზიკური შრომის გასამარტივებლად. მთელ ზეწოლას ელექტრო ძრავა საკუთარ თავზე იღებს, აქედან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს თითქმის მთელი მხარე, დამოკიდებულია მოწყობილობაზე.
ელექტრო შალაშინი ლესვის, სწორი კუთხეების შერჩევის, ზომის გასწორების და სხვა მრავალი დეტალის შესრულების საშუალებას იძლევა. დამატებითი შესაძლებლობები დიდად აფართოვებს ინსტრუმენტის საბაზისო ფუნქციებს.
შალაშინისთვის მთავარი ოპერაცია უხეშად დამუშავებული ზედაპირის გასწორებაა. შალაშინით მისი დამუშავების შემდეგ, ზედაპირიდან ქრება ყველა დეფექტი და უსწორმასწორობა. დეტალი ხდება ძალიან გლუვი.
იმისათვის, რომ ასეთი გლუვი ზედაპირი შეიქმნას, ძრავის სიმძლავრე უნდა იყოს არა ნაკლებ 600 ვატი, ხოლო ბარაბანის ბრუნვის სიჩქარე არა ნაკლებ 10000ბრ/წ.
შალაშინის ქვედა ნაწილი, რომელიც ეხება ხეს, იყოფა ორ ნაწილად: წინა და უკანა. უძრავი უკანა ნაწილი დაცურავს უკვე დამუშავებულ ხეზე. წინა ნაწილი კი სიმაღლის დარეგულირებით, სიღრმეს აკონტროლებს და ამუშავებს.
ელექტრო შალაშინის პლუსები და მინუსები
მინუსები - კუთხეების დასამუშავებლად, მაინც მოგიწევთ ჩვეულებირივი შალაშინის გამოყენება. თუ ფრთხილად არ მუშაობთ, შესაძლებელია ტრავმის მიღება. ზედაპირის - ციკლოვკა - გართულებულია
პლუსები - ეკონომია.. დამუშავებული დაფები თითქმის ორჯერ მეტი ღირს დაუმუშავებელზე. ელექტრო შალაშინის ყიდვა კი მხოლოდ ერთხელ გვიწევს, რასაც მალე უკან ამოვიღებთ.
მნიშვნელოვნად მაღალი შესრულების დონე.. მუშაობისას პრაქტიკულად არაა საჭირო ზედმეტი ძალისხმევის ხარჯვა.
შალაშინის სიმძლავრე არის ის პარამეტრი, რომელიც ენერგო გამოყენებადობას ახასიათებს. სიმძლავრეზეა დამოკიდებული მუშაობის ხარისხი, რომელსაც ელექტრო შალაშინი გაუმკვლავდება.
შესაბამისად, რაც უფრო დიდია დასამუშავებელი მატერიალის სიმკვრივე, უფრო მეტი სიმძლავრეცაა საჭირო ელექტრო შალაშინისგან. ასევე, მნიშვნელოვანია ლესვის სიგანე.
იდეალური ვარიანტია, ნამდვილად მძლავრი ელექტრო შალაშინის შეძენა. მუშაობისას ის მხოლოდ ნახევრად დაიტვირთება, რაც კარგად აისახება მისი გამოყენების, გამძლეობის ხანგრძლივობაზე.
თუმცა როგორც წესი, თუ ინსტრუმენტი არც ისე ხშირად გამოიყენება, შეიძლება არც თუ ისე ძვირი ელექტრო შალაშინის შეძენაც. ეს გადაწყვეტილება იმაზეა დამოკიდებული, კონკრეტულად რისთვის და რამდენად ხშირად დაგჭირდებათ ელექტრო შალაშინი.
იმისათვის, რომ ინსტრუმენტმა ხანგრძლივად იმუშაოს, აუცილებელია მისი გადახურების კონტროლი. იაფიანი ელექტრო შალაშინები ძირითადად ითხოვენ მუშაობის შეწყვეტას და დასვენებას დაახლოებით ყოველ ნახევარ საათში ერთხელ. ამ ფაქტის არ გათვალისწინების შემთხვევაში არსებობს ინსტრუმენტის გაფუჭების საკმაოდ დიდი რისკი.
პრაქტიკული რჩევა - დასამუშავებელ ხესთან მუშაობისას, რეკომენდირებულია ელექტრო შალაშინის თავდაპირველად შესაძლო მაქსიმალურ სიმძლავრეზე დაყენება, ხოლო მეორე ჯერზე - მისი ბევრად დაკლება. ასევე არ ღირს ზედაპირზე ძლიერად დაჭერა.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
პოპულარული მოდელები