რობოტი მტვერსასრუტები
April 04, 2020ტექნოლოგიების განვითარებამ ბევრი დადებითი ცვლილება მოიტანა და ამ მხრივ, გაამარტივა კიდეც ჩვენი ყოველდღიურობა. დიასახლების უმეტესობამ კარგად იცის, თუ რა შრომატევად პროცედურებთანაა დაკავშირებული სახლის საფუძვლიანი დალაგება. მტვერსასრუტების გამოგონებით, დალაგების პროცესი თანდათან შემსუბუქდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რობოტი მტვერსასრუტები შემოვიდა ელექტროტექნიკის ბაზარზე , არათუ შემსუბუქდა, არამედ სახალისო პროცესადაც კი გადაიქცა სახლის სისუფთავეზე ზრუნვა.
ეს პატარა მოწყობილობა, რომელიც გზააბნეული მგზავრივით გადაადგილდება სახლის სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში, იდეალურად ასრულებს მის მთავარ დანიშნულებას. მომართვის შემდეგ, ის თავად წმენდს იატაკს და იღებს მტვერსა თუ მცირე ზომის ნამცეცებს იატაკიდან.
დღეს ამ ბლოგში წარმოგიდგენთ მათ შესახებ გარკვეულ ინფორმაციას.
მოდელი Irobot Roomba 614 იდეალურად ასუფთავებს ხალიჩებს და დიდ კონკურენციას უწევს სხვა ბრენდის მსგავს მოდელებს.
მუშაობის განმავლობაში, შეუძლია, რომ 3-4 ოთახი ერთდროულად დაალაგოს. ამ მოდელის მსგავსია Roomba 675 , რომელსაც დამატებით კომპონენტად wifi დაკავშირება აქვს და ნებისმიერი სმარტფონის დახმარებით, დისტანციურად მართვის საშუალებას იძლევა.
მომხმარებელთა შეფასებების თანახმად, Roomba 675 ერთი-ერთი გამძლე მოდელია, რომლის ნაწილების შეცვლა, თუნდაც წლების შემდეგ, ძალიან მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ Roomba-ს 600 სერიის მოდელები უფრო ხმამაღალია, ვიდრე სხვები, გამძლეობიდან გამომდინარე ნამდვილად ღირს მათი შეძენა.
Eufy RoboVac 11S კიდევ ერთი რობოტი ვაკუუმი ანუ უსადენო მტვერსასრუტია , რომელიც საუკეთესოდ მუშაობს რთულად მისადგომ ადგილებში. გარდა ამისა, უმკლავდება ხალიჩებსაც და მისი დაბალი ხმის გამო, დიდ მოწონებას იმსახურებს მომხმარებლებში. მართალია, მუშაობის დროს დისკომფორტს არ წარმოქმნის, მაგრამ Eufy არც იმდენად გამძლეა, როგორც Roomba.
არის კიდევ ერთი რობოტის ვაკუუმი Roborock S4 , რომელსაც შეუძლია სწრაფად და ეფექტურად დაასუფთაოს ფართო სივრცეები. გააჩნია სმარტფონით მართვის შესაძლებლობა. ამდენად, ისევე მოსახერხებელია, როგორც ზემოთ აღწერილი მოდელები.
ის, ვისაც ცხოველები ჰყავს სახლში და მათ ბეწვებს ხშირად ხედავს მიმოფანტულს, ასეთ დროს კარგ დახმარებას irobot Roomba
960 გაუწევს, რომლის სისტმა თანმიმდევრულად უმკლავდება ხალიჩებსა თუ იატაკზე მიმოფანტულ ბეწვებს. დღეის მონაცემებით, ამ ტიპის მტვერსასრუტების ფასი 250-400 აშშ დოლარამდე მერყეობს და მომხმარებელთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება.
წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!
პოპულარული მოდელები