ყველაფერი მტვერსასრუტის შესახებ
სისუფთავე ყველა სახლში საჭიროა. მეტიც, ეს ჩვენი პირველადი მოთხოვნილებაა. მაგრამ რა ხდება მაშინ თუ ოჯახი დასასვენებლად მიდის ანდა გადაწყვიტე, რომ მარტო გადახვიდე საცხოვრებლად? ან თუ მტვერზე ალერგიული ხარ.
მას შემდეგ, რაც მტვერსასრუტი ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი ნივთი გახდა, მისი მომხარებლების უმეტესობას ერთხელ მაინც ჰქონია შემთხვევა, როცა თავი უნებლიე ფრედი მერკურად ან ბიონსედ იგრძნო.
აუხსნელი ფენომენია, რატომ უყვართ ადამიანებს მტვერსასრუტის მოხმარებისას მინი კონცერტების გამართვა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ძალიან სახალისო პროცესია.თან დროს ზოგავს, თან სიამოვნებას განიჭებს.
მტვერსასრუტი ერთ-ერთი საყვარელი ნივთია ფილმის სცენარისტებისთვისაც (სახალისო სცენა ლეგენდარული „მისის დაუტფაიერი“-დან). თუ სიმღერა არ გიყვარს და არც ესტრადის ვარსკვლავებს ენათესავები სულით, სავსებით შესაძლებელია მსოფლიო პრობლემებზე, დოლარის ცვალებად კურსზე და სახელმწიფოს ახალ მიდგომებზე იფიქრო.
მოკლედ, ამ ნივთის უპირატესობა ის არის, რომ უპირობოდ ყველას სჭირდება და ასევე უპირობოდ, ყველას ერგება.
დღესდღეობით უკვე უამრავი დასახელების, სპეციფიკის და დიზანის მტვერსასრუტი არსებობს, ასევე ყველა ტიპის მომხმარებლისთვის. დაზოგილი დროის და ზემოთ ჩამოთვლილი სიამოვნების შემცველი პროცესის გარდა, მტვერსასრუტის გამოგონებამ მართლა გაგვიადვილა ცხოვრება.
პრინციპში, ის არც ისეთი ახალგაზრდა პროდუქტია, როგორც სხვა დამხმარე საშუალებები, რომლებიც ჩვენს კომფორტს უზრუნველყოფენ. თქვენ ალბათ, არ გეცოდინებათ, მაგრამ მტვერსასრუტის მუზეუმიც კი არსებობს - Vacuum Cleaner Museum at Tacony Manufacturing.
მტვერსასრუტის ცვალებადობა ბოლო 100 წელში
ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბოლო ასი წლის განმავლობაში მტვერსასრუტის სისტემა დიდად არ შეცვლილა - შეიცვალა მხოლოდ სტრუქტურა და დიზანი. ფუნქციურად 1910 წელს გამოშვებული მტვერსასრუტიც ქმედითი იყო.
თანამედროვე მტვერსასრუტის წინაპარი ჩვეულებრივი ცოცხია, რომელსაც აქტიურად გამოიყენებდნენ 1800-იან წლებამდე, ვიდრე გამომგონებლები არ დაფიქრდენენ, რომ ტექნოლოგიებს შეეძლო გაცილებით მეტი გაეკეთებინა, ვიდრე ცოცხს.
იქამდე, ვიდრე სრულყოფილ მტვერსასრუტს მიიღებდნენ, უამრავი ვერსია გამოიცადა, რომლებიც ცოცხის ფუნქციებს სულ ოდნავ უკეთ ასრულებდნენ, მაგრამ დიდად მისგან არ განსხვავდებოდნენ.
ეს პროცესი გრძელდებოდა იქამდე, ვიდრე 1858 წელს ამერიკელმა ჰირომ ჰერიკმა ბოსტონიდან არ წარადგინა პატენტი - ხალიჩის საწმენდ ჯაგრისზე. ყოველ შემდეგ წელს წარდგენილი პატენტი წინამორბედებზე უკეთესი იყო.
სხვათაშორის, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის საზღვაო ფლოტის ინჟინერმა - Puffing Billy შექმნა, ის ისეთ მიმზიდველ საშუალებად ჩათვალეს, რომ სამეფო კარმაც კი შეიძინა.
თავიდან იგი ცხენების მეშვეობით გადაჰქონდათ, შემდეგ უკვე დიდ სახლებსა და სასტუმროებში დამონტაჟებაც დაიწყეს.
მომხმარებლების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს თანამედროვე ტომრიან მტვერსასრუტებს, მძლავრი შეწოვით. რობოტი მტვერსასრუტები, რომლებიც ბოლოს ძალიან მომრავლდა, უფრო სახალისო ნივთია, მაგრამ ყველა სახის ტერიტორიის დასუფთავებას მართვით მაინც ვერ ახერხებს.
თუმცა, ფილტრიანი მტვერსასრუტების მომხმარებლებსაც უჩნდებათ პრობლემა, რაც არასწორი ექსპლუატაციის შედეგია. მომხმარებლების უმრავლესობა თვლის, რომ მტვერსასრუტს გაწმენდა არ სჭირდება, რადგან თავად არის წმენდის საშუალება, ამიტომ ფილტრს, რომელიც მტვერს იწოვს და ძრავას გადახურებისგან იცავს, არ ასუფთავებენ.
გაბიდნული ფილტრი დიდი პრობლემაა.
ხარისხიანი მტვერსასრუტის ძრავს შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში იმუშაოს ავტომატური გათიშვით და თვით-გაგრილების სქემით, მაგრამ მას შემდეგ რაც მტვერი ბოლოს და ბოლოს ძრავაში შეაღწევს, მისი გადაწვა გარდაუვალი იქნება.
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მტვერსასრუტი იაფად ბევრი ქალბატონისთვის ძალიან მიმზიდველი წინადადებაა, მაინც დაფიქრდით, სანამ სასურველ მოდელს შეარჩევთ.
ამიტომ აუცილებელია, მტვერსასრუტის შეძენისას კონსულტაცია გავიაროთ მაღაზიის თანამშრომლებთან, ან წაიკითხოთ სტატია, როგორ შევარჩიოთ მტვერსასრუტი :)
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
პოპულარული მოდელები