რატომ არის მნიშვნელოვანი მანქანის მონიტორის შეძენა?

ავტო ინდუსტრიის განვითარების ფონზე, ავტომწარმოებლები აქტიურად ცდილობენ მუდმივად გაზარდონ მანქანების კომფორტის, უსაფრთხოებისა და ფუნქციონირების დონე.  ამ შემთხვევაში, ერთ-ერთ კარგ დახმარებას სწორედ მონიტორები გვიწევს, რომელთა შესახებ  ბლოგში ვისაუბრებთ.

დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ტიპის მანქანის მონიტორები უკანა ხედვის სარკეების ფუნქციას იდეალურად ასრულებს . თავდაპირველად, ავტომობილის მფლობელები ვერ ხვდებოდნენ  თუ რისთვის შეიძლებოდა ყოფილიყო საჭირო მონიტორები და  რეალურ პირობებში, რა სარგებელს მოუტანდა მანქანაში ამ აღჭურვილობის დამონტაჟება. მაგრამ მონეტას ხომ ორი მხარე აქვს?  და ასე თანდათან, მათი პოპულარობაც სწრაფი ტემპით გაიზარდა. საავტომობილო აქსესუარების მწარმოებლები,  ცდილობენ უფრო დახვეწილი და ფუნქციონალური მონიტორების წარმოებას და ამ საბაზრო სეგმენტში, მუდმივად იბრძვიან ლიდერობისთვის.

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ დაგიმონტაჟებიათ ავტომობილში მონიტორი, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა გამოასწოროთ ეს სიტუაცია, რომლის დამსახურებითაც, შეიქმნით ნამდვილ კომფორტს.  თანამედროვე მონიტორები გამოირჩევა LED ეკრანით, რომელსაც დამატებით  რამდენიმე ახალი ფუნქციაც დაემატა.  ძირითადად, LED დისპლეის მქონე მონიტორებში არის კამერის და პარკინგის სენსორები - იგივე ასისტენტები. ამიტომ, ავტომობილის პარკირება იმაზე მოსახერხებელია, ვიდრე ჩვეულებრივ.

იმისათვის, რათა მონიტორებმა დისკომფორტი არ შეგიქმნათ სალონში, სწორედ ამიტომ, მოწყობილობები მზადდება ძალიან კომპაქტური ზომითა და მოსახერხებელი ფორმით. ეს საშუალებას გაძლევთ, სალონში მონიტორისთვის გამოყოფილი ფართი მინიმუმამდე დაიყვანოთ. მოწყობილობას ერთი მთავარი ამოცანა აქვს - გაძლევთ მარტივი და კომფორტული მართვის შესაძლებლობას. LED ეკრანზე სარკეების შესაძლებლობების გამოყენებისას, მძღოლისთვის გამარტივებული და ადვილი ხდება სხვადასხვა მანევრის გაკეთება. ეს პროცესი განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება სწორედ იმ დროს, როდესაც მძღოლები ცდილობენ შეზღუდულ სივრცეში დააპარკინგონ ან მოატრიალონ ავტომობილი.  განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სადაც მუდმივი საცობებია ან პარკინგის ადგილის პოვნა ყოველთვის სირთულეს წარმოადგენს, წინა თუ უკანა ხედვის მონიტორი სწორედაც რომ პირველი დამხმარე საშუალებაა.

ასევე გთავაზობთ, თვალი გადაავლოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მიერ შემოთავაზებულ მონიტორებს, ხოლო შეძენის შემთხვევაში, ისარგებლოთ განვადების უმარტივესი პირობებით. 

მონიტორის ძირითადი ფუნქცია

მონიტორებს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს:

1) როდესაც უკანა ხედვის კამერა გააქტიურებულია, აჩვენებს მდგომარეობას იმის შესახებ, თუ რა სიტუაციაა მანქანის უკან. ეს საშუალებას აძლევს მძღოლს იჯდეს საჭესთან და იყურებოდეს სარკეში ისე, რომ  მთელი სხეულით არ იყოს შებრუნებული.
2) სპეციალური რადარი, რომელიც შედგება რამდენიმე სენსორისგან. ისინი აფრთხილებენ  მძღოლს მოსალოდნელი დაბრკოლებების შესახებ, რომელიც შესაძლოა მანქანის უკან არსებობდეს.

საბოლოოდ, ეს ორი ფუნქცია ძალიან უწყობს ხელს პარკინგის პროცესს. ყველაზე ხშირად, წითელი ხაზები ან ზოლები, რომლებიც აჩვენებს თქვენი ავტომობილის ზომებს, მონიტორზეა გამოსახული. ამავე გრაფიკიდან, შეგიძლიათ გაიგოთ მანძილი იმ ობიექტებამდე ან დაბრკოლებამდე, რომლებსაც უახლოვდებით.  კამერის ჩართვა და სიტუაციის მონიტორზე გამოსახვა ხდება ავტომატურად, რისთვისაც გათვალისწინებულია შესაბამისი სარკის კავშირი. შედეგად, მოწყობილობა გააქტიურდება სწორედ მაშინ, როდესაც აამუშავებთ ავტომობილის ძრავას.

ასევე გიზიარებთ ბლოგს მონიტორების შესახებ , სადაც საინტერესო ინფორმაციებს გაეცნობით. 

ძვირადღირებული კატეგორიის მონიტორების შესაძლებლობები განსხვავებულია ერთმანეთისგან. პირობითად, ყველა მოწყობილობა იყოფა რამდენიმე საფასო კატეგორიის  მიხედვით. ზემოთ აღწერილია ყველაზე მარტივი და იაფიანი მოდელების სავარაუდო ფუნქციონალურობა. თუმცა, მთავარი აქცენტი მაინც მონიტორების ფუნქციასა და მათი მუშაობის ხარისხზე უნდა გაკეთდეს.
 

 


მიზანშეწონილია ისეთი მონიტორების შეძენა, რომლის ეკრანს შეუძლია გამოსახოს ხარისხობრივად მაღალი რეზოლუციის სურათი. უფრო ძვირადღირებული კატეგორიის მონიტორები შეიძლება აღჭურვილი იყოს არა მხოლოდ უკანა ხედვის კამერით, არამედ წინა ხედვის შესაძლებლობითაც. წინა და უკანა კამერების  კიდევ ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ აქვთ ჩაწერისა და შენახვის შესაძლებლობა. ზოგჯერ ეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს ავარიების, უბედური შემთხვევების და სხვა სიტუაციების წარმოშობის დროს.  

ძვირადღირებული მონიტორების კამერებს შეუძლიათ ვიდეოს ჩაწერა და მათი შენახვა მეხსიერების ბარათზე. ასევე აქვთ 140 გრადუსიანი ხედვის კუთხე. ვიდეო მასალა თავისთავად ინახება მაღალი ხარისხით, მათ შორის HD რეზოლუციითა და Full HD. ეს საშუალებას გაძლევთ, ყურადღება მიაქციოთ  ყველაზე მნიშვნელოვან მცირე დეტალებსაც კი.

გარდა ამისა, თუ ჩვენ ვსაუბრობთ უკანა ხედვის მონიტორების ფუნქციონალურ დამატებით მახასიათებლებზე, მაშინ გასათვალისწინებელია შემდეგი მახასიათებლები: ვიდეო ჩამწერი, სანავიგაციო მოწყობილობა, რეალურ დროში საცობების თვალყურის დევნების სისტემა, მედია ფლეიერი, საათი, წამზომი და ა.შ. პარამეტრების ჩამონათვალი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს კონკრეტული მოდელის მიხედვით.

ზოგჯერ მწარმოებლები ცდილობენ, რომ მონიტორი აღჭურვონ ყველანაირი მახასიათებლებით, მაგრამ ზედმეტად ბევრი ფუნქცია მძღოლს ნამდვილად არ სჭირდება.  უკანა ხედვის მონიტორის მთავარი მიზანი, რომელიც აღჭურვილია ჩაშენებული ეკრანით, არის პარკინგისა და ავტომობილის მოტრიალების დროს დახმარება. ამიტომ, გირჩევთ,  აქცენტი  გააკეთოთ მაღალი დონის პარკინგის სენსორებსა და  რეზოლუციის კამერებზე.

იმ შემთხვევაში, თუკი სურვილი გაქვთ, შეიძინოთ მონიტორები, ჩვენი ონლაინ მაღაზია ყოველთვის მზად არის, შემოგთავაზოთ თქვენზე მორგებული განვადების პირობები. ონლაინ საბანკო განვადების პროცედურები ისურვეზე უმარტივესია და საკმარისია მხოლოდ 2 ველის შევსება პროდუქციის გვერდზე. ამდენად, სურვილს წინ ნუ აღუდგებით და მიიღეთ ნივთი ერთ დღეში მთელი საქართველოს მასშტაბით.

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ! 

პოპულარული მოდელები