მონიტორი - ავტომობილის ცოცხალი თვალი
ყოველწლიურად საქართველოში ავტოპარკი საშუალოდ 5-6 %-ით იზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტომობილების რაოდენობაც წლიდან წლამდე საგრძნობლად იმატებს. მოუწესრიგებელი საპარკინგე სისტემის გამო, ავტომობილების მფლობელები, ხშირად ვაწყდებით ჩვენთვის არასასურველ სიტუაციებს, თუმცა დაძაბულობისა და ქაოტური სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, კარგი გამოგონება სწორედ ავტომობილების მონიტორებია.
მანქანის მონიტორი - მოწყობილობა, რომელიც დამონტაჟებულია ავტომობილის ინტერიერში. მისი ძირითადი დანიშნულება პარკირების დროს მძღოლის დახმარებაა, თუმცა არც ხანგრძლივი მგზავრობის დროს ვამბობთ უარს მის გამოყენებაზე, რაც საკმაოდ კარგი ფუფუნებაა.
ე.წ. „დამკვირვებლის“ ფუნქციები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან და თუ ასეთი მოწყობილობის შეძენას აპირებთ, ნათლად უნდა გესმოდეთ - რა მიზნით გჭირდებათ ეს. საკითხის უკეთ გასარკვევად კი გამოგვყევით ბლოგის აღწერაში.
მონიტორები კლასიფიკაციის მიხედვით ძირითადად სამ ნაწილად იყოფა. ესენია:
- პარკირების მონიტორები;
- ავტომობილის ტელევიზორები;
- მულტიმედიური , გასართობი ტიპის ეკრანები.
პარკირებისათვის განკუთვნილი მონიტორები ყველაზე გავრცელებული ვარიანტია. მისი ძირითადი დანიშნულება, წინა ან უკანა ხედვის კამერებით, მძღოლის დახმარება და ნავიგაციაა.
ეკრანზე დაკვირვებით, მძღოლს შეუძლია აკონტროლოს საპარკინგე ფერადი ჩარჩოები, თავიდან აიცილოს გარკვეული დაბრკოლებები ან არასასიამოვნო შემთხვევები.
ასეთი ტიპის კამერები ძირითადად უკანა სანომრე ნიშნებთან მაგრდება. ზოგიერთ მოდელს კი შეუძლია ერთობლივად ორი - უკანა და წინა კამერითაც იმუშაოს, რისთვისაც დამატებითი ფუნქციებია საჭირო.
უნდა აღინიშნოს ასევე ისიც, რომ ზოგიერთი მოდელი გთავაზობთ დამატებით ფუნქციებს. მაგალითად, პარკინგის დროს „სარკისებურ“ ბრუნს, ხმოვანი სიგნალს , უკაბელო მხარდაჭერას ყურსასმენებთან დასაკავშირებლად, Bluetooth ფუნქციას და სხვ.
რაც შეეხება ავტომობილის ტელევიზორებს, ყველაზე კარგი საშუალებაა მოგზაურობის დროს კომფორტის შესაქმნელად. მსგავსი მოდელები ხშირად დისტანციურად იმართება, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ხანგრძლივი მოგზაურობისას, მგზავრს ფილმების ყურებაც მარტივად შეუძლია. კარგი ხარისხის მისაღებად კი ეს ტელევიზორები აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ტელესკოპური ანტენებით, რომელიც ხარვეზების საშუალებას იშვიათად იძლევა.
მულტიმედიური, გასართობი ტიპის ეკრანები - ყველაზე მრავალფუნქციური მონიტორებია, რომელშიც გაუმჯობესებულია როგორც დისტანციური მართვა და ეკრანის ზუმი, ასევე გადამცემები უსადენო ყურსასმენებთან.
ზემოთ აღწერილი მოდელების მსგავსად, ამ ტიპის მონიტორებიც უკავშირდება ვიდეოკამერებს და მარტივად იღებს სატელევიზიო სიგნალებს. გარდა ამისა, დამატებით ფუნქციებთან ერთად, ეს მონიტორები ხშირად აღჭურვილია DVD ფლეერით, აქვთ USB გადამყვანი და მეხსიერების ბარათები.
საუკეთესო ვიდეო რეგისტრატორები მსოფლიო ბაზარზე.
განსაკუთრებით აქტუალურია ხოლმე კითხვა იმასთან დაკავშირებით, რამდენად მოერგება ესა თუ ის მოდელი კონკრეტული ავტომობილის სალონს. ამ შემთხვევაში გირჩევთ, რომ ყურადღება მიაქციოთ ზომებსა და ინსტალაციის თავისებურებებს.
რაც შეეხება ბრენდს: გამძლე, საიმედო და მრავალფუნქციური მონიტორების უმეტესობა ჩინეთში იწარმოება. ამდენად, არჩევანის გაკეთებისას ეს დაბრკოლებას ნუ შეგიქმნით.
და ბოლოს, მანქანის მონიტორის ძირითადი ფუნქციების და სამონტაჟო ადგილმდებარეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ყურადღება უნდა მიაქციოთ მის მახასიათებლებს. მთავარია დიაგონალისა და ეკრანის გარჩევადობა. რაც უფრო დიდია დიაგონალი, მით უფრო დიდია ეკრანი და უკეთესია გამოსახულება
პოპულარული მოდელები