ვიდეო რეგისტრატორების TOP 3

დღესდღეობით, ვიდეო რეგისტრატორები მნიშვნელოვანი საშუალება გახდა მძღოლებისთვის, მაგრამ საუკეთესოს არჩევა რთულია, მით უმეტეს, თუ ეს პირველად გიწევთ.

ვიდეო რეგისტრატორი

ახალი ვიდეო რეგისტრატორების პოპულარული ვერსიებია Garmin Dash Cam 66W, Garmin Dash Cam Mini და Motorola MDC150.

ამ ტექნიკას ბევრი რამ აქვს საერთო ჩვეულებრივ კამერებთან, მაგრამ იგი სპეციალურად ადაპტირებულია ავტომობილების საჭიროებისთვის.

თუ ეძებთ მოტოციკლეტისა ან ველოსიპედისთვის, მაშინ შეგიძლიათ ჩაფხუტში ჩამონტაჟებული კამერები მოიძიოთ.

მანქანის ვიდეო რეგისტრატორები ყველა ფორმასა და ზომაშია ხელმისაწვდომი, თავისი მახასიათებლებითა და კომპლექტით.

ამ მოწყობილობებს ზოგიერთ მოდელს აქვს Ultra HD ხარისხის გადაღება, ზოგი კი უფრო კომპაქტური, იაფი და მარტივი ფუნქციებისაა.

ჩვენს ბლოგში ნახავთ საუკეთესო ვიდეო რეგისტრატორების სამეულს და იმედია უკეთ გაერკვევით მის შესაძლებლობებში.

Garmin Dash Cam 66W

Garmin Dash Cam 66W

ახალი Garmin Dash Cam 66W ინარჩუნებს თავისი წინამორბედის კომპაქტურ ზომასა და პრაქტიკულობას, მაგრამ ბევრად განვითარებულია ხედვის სპქეტრი - წინა მოდელის 122 გრადუსიდან 180 გრადუსამდე.

ასევე, შესაძლებელია HDR (High Dynamic Range) ხარისხის ვიდეოს გადაღება, მაღალი ხარისხის კონტრასტული განათების დეტალების შესანარჩუნებლად. 

ხოლო Wi-Fi კავშირი თქვენს სმარტფონთან და უფასო Garmin Drive აპლიკაცია ნიშნავს, რომ ერთდროულად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ოთხ კამერას ისე, რომ სინქრონიზირებულად იღებდნენ ვიდეოს, 360 გრადუსიან ხედში, მანქანის გარშემო.

ბატარეის ხანგრძლივობა სულ რაღაც 30 წუთია.

თუმცა თუ გნებავთ პარკინგის სიტუციის კონტროლი თქვენი იქ არ ყოფნის დროს, შეგიძლიათ შეაერთოთ მანქანის აკუმულატორთან და დატოვოთ პროფესიონალ რეჟიმზე.

პლიუსები:

  • კომპაქტური ზომა
  • მაღალი გარჩევადობა
  • ფართო ხედვა

მინუსები:

  • შედარებით მაღალი ფასი
  • ბატარეის ხანგრძლივობა - 30 წუთი

Garmin Dash Cam Mini

Garmin Dash Cam Mini

Garmin Dash Cam Mini-ის აქვს 1080 Full HD ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობა 140 გრადუსიანი ობიექტივის საშუალებით.

ვიდეო რეგისტრატორის ზომა არის 3.1 x 5.3 x 2.9 სანტიმეტრი. ის მარტივად და ლამაზად მაგრდება უკანა ხედვის კამერაზე და უკავშირდება მანქანის აკუმულატორს.

ამ პატარა კამერას არ აქვს ეკრანი, რაც მძღოლის ყურადღებას არ გაფანტავს. არც ბატარეა აქვს, მაგრამ კომპაქტური ზომა და სიმარტივე, მაინც მოთხოვნადს ხდის.

Garmin Drive-ის ტელეფონის აპთან Wi-Fi კავშირით შეგიძლიათ გადმოწეროთ გადაღებული კადრები საჭიროების შემთხვევაში.

პლიუსები:

  • კომპაქტური დიზაინი
  • 1080p Full HD

მინუსები:

  • არ აქვს ეკრანი და ბატარეა

Orskey Dash Cam

Orskey Dash Cam

ეს ვიდეო რეგისტრატორი არის პრემიუმ ხარისხის, ბიუჯეტურ ვარიანტში. მიუხედავად დაბალი ფასისა, თქვენ იღებთ კომპაქტურ კამერას Full HD გამოსახულების ხარისხითა და ღამის ხედვით.

კამერას აქვს G-სენსორი, რომელიც ავტომატურად ზოგავს კადრებს შეჯახების დაწყებამდე და მის შემდეგ, ხოლო HDMI პორტის საშუალებით შეგიძლიათ ვიდეოს ჩართვა მარტივად.

ამ მოდელის უარყოფითი მხარეა ის, რომ წამში 30 კადრს იღებს მხოლოდ, მაშინ, როცა სხვა კამერებს ამ პარამეტრის ორმაგი მაჩვენებელი აქვს. 

არ აქვს შიდა მეხსიერება, მაგრამ შესაძლებელია მეხსიერების ბარათის ჩასმა 32 გეგაბაიტამდე მოცულობით.

პლიუსები:

  • საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასი
  • 170 გრადუსიანი ობიექტივი

მინუსები:

  • არ შედის შიდა მეხსიერება და SD ბარათი
  • წამში მხოლოდ 30 კადრი

პოპულარული მოდელები