რა ზომის ტელევიზორი მჭირდება?

XXI საუკუნეა. ნებისმიერი ინფორმაცია ორ წუთში შეგიძლიათ მოიძიოთ. უმცირესი მოწყობილობებით შეგიძლიათ გქონდეთ კომუნიკაცია კონტინენტებს შორის. ფოტოაპარატები და კამერები მოხმარებიდან გაქრა. კოსმოსში გაფრენა მალე ტურიზმის ნაწილი იქნება. მშობლები ბავშვებს ეჩხუბებიან რომ გარეთ გავიდნენ.

ყველაფერი შეიცვალა. შეიცვალა მათ შორის სტატუსის სიმბოლოებიც. უძველეს ხანაში ტომის ბელადობით დაწყებული, შუა საუკუნეებში გვირგვინებით და პარიკებით გაგრძელებული, ჩვენ დროში უკვე ახალი სტატუსის სიმბოლო გაჩნდა - ტელევიზორის ზომა ! კინოებში ნანახი მილიარდერები კედლის ტელევიზორებს შეჰყურებენ რომლებსაც ოთახის ორი მხარეც კი უკავიათ. ფილიპსი, lg, სონი, სამსუნგი, tcl, nikai, toshiba ერთი მეორეს მიყოლებით რეკორდებს აყოლებენ ვინ უფრო დიდ სმარტ 4k ტელევიზორს შესთავაზებს მომხმარებელს. გამყიდვლები მზად არიან უზარმაზარი ტელევიზორი 300 ლარად, და განვადებით მიჰყიდონ კლიენტს, ოღონდ აჩვენონ მისი სტატუსის საჭიროება.

მაგრამ, ჩვენდა სასიხარულოდ, ჯანსაღი აზრი მაინც არსებობს. და სანამ ჯანსაღ აზრი არსებობს, მოიძებნება ხალხი ვისაც აწუხებს კითხვა - რეალურად რა ზომის ტელევიზორი მჭირდება?

  • ეკრანის ზომა და გაფართოება

პირველ რიგში გახსოვდეთ, ტელევიზორის ზომა განისაზღვრება დიაგონალით. 40 ინჩიანი ტელევიზორი (101.6 სმ) ნიშნავს ეკრანის ზომას მისი ერთი კუთხიდან საპირისპირო კუთხემდე.

შემდეგი კითხვა უკვე გაფართოებაა (Resolution). რაც უფრო მაღალია გაფართოება, მით უფრო ახლოს დაგჭირდება ტელევიზორთან მისვლა რომ დაინახო მასზე ერთი ერთეული პიქსელი. თქვენ 4k ტელევიზორთან უფრო ახლოს დაგჭირდებათ მისვლა ვიდრე 1080p ტელევიზორთან. შესაბამისად, რადგან 4k ტელევიზორთან უფრო ახლოს ჯდომა შესაძლებელია ვიდრე 1080p-სთან, თქვენ უფრო მცირე ზომის მაღალგაფართოები ტელევიზორი გჭირდებათ სახლში.

  • ოთახის ზომა და ტელევიზორის პოზიცია

კარგად აღიქვით ოთახი სადაც ტელევიზორი უნდა განთავსდეს. სანამ ავეჯი ჯერ კიდევ პერმანენტულად არ არის განთავსებული ოთახში, და თქვენც მზად ხართ გადაადგილებისთვის, მაშინ ესე იგი მცირეოდენი მოქნილობა გაქვთ ტელევიზორის ზომასა და განლაგების პოზიციაში.

ასევე მნიშვნელოვანი კითხვაა თქვენ ტელევიზორის განლაგებას კედელზე აპირებთ თუ შესაბამის სტენდზე. მოწყობილობის სტენდის დადგმა მას უფრო ახლოს განათავსებს მაყურებელთან. ამიტომ უმჯობესია გაითვალისწინოთ ავეჯის განლაგება და სტენდის საკითხი ტელევიზორის ზომის გამოთვლისას.

მეორეს მხრივ, კედელზე განთავსებულ ტელევიზორს შეუძლია 30 სმ-ზე მეტი საყურებელი დისტანციის დამატება, რომელიც შეიძლება 60 ინჩიანსა და 72 ინჩიან მოდელს შორის სხვაობა იყოს.

  • როგორ გამოვითვალოთ ტელევიზორის საუკეთესო ზომა თქვენი ოთახისთვის.

გაზომეთ მანძილი ტელევიზორის განლაგების სავარაუდოდ ადგილიდან თქვენს სავარაუდო საყურებელ პოზიციამდე. 1080p ტელევიზორებისთვის ინდუსტრიის ექსპერტები გვირჩევენ ტელევიზორის ზომა გამრავლებული 1.5-დან 2.5-მდე ჯერადზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ რამდენი ექსპერტიცაა იმდენივე მოსაზრებაა.

მაგალითად ამაზონი გვირჩევს რომ აიღოთ თქვენი საყურებელი მანძილი ფუტებში (1 ფუტი = 30.5 სმ), და გაამრავლოთ 7.7-ზე, რითაც მიიღებს ტელევიზორის ინჩების ზომას. ჯამში გამოთვლების გასამარტივებლად ეს ფაქტორი დადის 2:1-თან, ანუ 101 სმ-იან ტელევიზორს უმჯობესია 202 სმ-დან უყუროთ.

თუ 4K სმარტ ტელევიზორები გაინტერესებთ, მაშინ აქ ფორმულა ცოტა იცვლება. გაზრდილი რეზოლუციის გამო ახალი პარამეტრი 1.5 ჯერადამდე დადის. ანუ 101 სმ-იან ტელევიზორს უმჯობესია 150 სმ-დან თუ შეხედავთ.

თუმცა ბოლო, მთავარი კითხვა არის ძალიან მარტივი - აირჩიეთ ის ტელევიზორი რომელიც თქვენთვის ყველაზე კომფორტული იქნება.

იხილეთ ჩვენი ბლოგპოსტი ანდროიდ სმარტ ტელევიზორებისთვის აუცილებელი აპლიკაციების შესახებ.

წყარო Choose right TV size

პოპულარული მოდელები