ქვაბების ნაკრების საუკეთესო მწარმოებლები
October 19, 2020ქვაბები სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, რომელიც ყველა დიასახლისის მარჯვენა ხელია. სამზარეულო ჭურჭელი იმ შორეული დროიდან იღებს სათავეს, როდესაც საჭმელს ჯერ კიდევ ღია ცეცხლზე ამზადებდნენ. მას შემდეგ დაიწყო ამ აუცილებელი ატრიბუტის განვითარება და ჩვეულებრივ სამზარეულო ჭურჭელად გარდაქმნა.
როგორც აღვნიშნეთ, ქვაბების ნაკრები სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია, რომელზეც დამოკიდებულია მომზადებული კერძების გემო და ხარისხი. ექსპერტების რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ, რათა შეარჩიოთ საუკეთესო მოდელის ვარიანტები:
- შეიძინეთ ცნობილი მწარმოებლების პროდუქტები, რადგან ეს უზრუნველყოფს მეტ საიმედოობასა და გამძლეობას;
- უჟანგავი ფოლადის ქვაბები დამზადებული უნდა იყოს მაღალი ხარისხის ლითონისგან . რაც უფრო სქელია კედლები და ზედაპირი, მით უფრო სწრაფად გათბება;
- თუჯის ქვაბები არ შეიძლება იყოს მსუბუქი და იაფიანი. გაითვალისწინეთ, რაც უფრო მძიმე და ძვირი ღირს ამ მასალის ქვაბები და ტაფები , ე.ი. მით უკეთესი ხარისხისაა.
- მინანქრისა და კერამიკის მასალები ვერ უძლებენ მექანიკურ დარტყმებს ამიტომ, მოგიწევთ დიდი სიფრთხილით მათი მოვლა;
- ინდუქციური ქურებისათვის ცალკე უნდა შეარჩიოთ ჭურჭელი, რომლის შესახებაც წინა ბლოგშიც ვისაუბრეთ ;
- უმჯობესია შეარჩიოთ არაწებოვანი საფარის მქონე ალუმინის ქვაბები , რომლებიც უჟანგავი ფოლადის მასალებთან კომბინირებული იქნება.
საუკეთესო უჟანგავი ფოლადის ქვაბები
Tescoma
უკვე 20 წელია, ჩეხური ბრენდი მომხმარებლებს თავის ხარისხიან პროდუქციას სთავაზობს, რომლებიც გამორჩეულია მრავალფეროვნებითა და დახვეწილი დიზაინით. კომპანიის დიზაინერები ყურადღებით ფიქრობენ თითოეულ მოდელზე და ქმნიან საკუთარ, უნიკალურ და ცნობად სტილს.
საწარმოს ექსპერტები მუდმივად ცდილობენ დატესტონ თითოეული ახალი მოდელი, რაც უზრუნველყოფს მათ გამძლეობას და ხარისხს. Tescoma ქვაბების ნაკრები დამზადებულია ქრომი-ნიკელის უჟანგავი ფოლადისაგან, რომელიც შესაფერისია ნებისმიერი ღუმელისთვის, მათ შორის ინდუქციური ქურებისთვის .
სქელი, მრავალშრიანი ზედაპირი უზრუნველყოფს, რომ მოხარშვის დროს საკვები არ დაიწვას. გათბობა ხდება თანაბრად ამიტომ, კერძსაც შესანიშნავი გემო აქვს. სითბოს მდგრადი მინის სახურავის წყალობით, ყოველთვის შეგიძლიათ აკონტროლოთ მომზადების პროცესი.
უპირატესობები:
- მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადი;
- მოცულობები 0.5-დან 7 ლიტრამდე;
- ელეგანტური დიზაინი;
- სითბოს თანაბარი განაწილება;
- გამძლეობა.
Röndell
Röndell ეს არის ლეგენდარული გერმანული ბრენდი, რომელიც 30 წელზე მეტია ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით აუმჯობესებს და ავითარებს მაღალხარისხიანი ჭურჭლის წარმოებას.
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის აბსოლუტური უსაფრთხოების შექმნაა. წარმოების ყველა ეტაპზე გავლილი მკაცრი კონტროლი და ტესტირება იძლევა ხარისხის გარანტიას.
უპირატესობები:
- მოდელების ფართო ასორტიმენტი;
- სითბოს თანაბარი განაწილება;
- ხარისხიანი მასალები;
- ძლიერი სახელურები;
- ადვილად წმენდადი.
საუკეთესო ქვაბები ინდუქციური ქურებისთვის
Bekker
ევროპული ხარისხის სანდო გერმანული ქვაბების ნაკრები , რომლებიც 15 წელია დიასახლისებს ყოველდღიურ საქმიანობას უმარტივებენ . მრავალფენიანი ზედაპირის მქონე ჭურჭელი იდეალურია ინდუქციურ ქურაზე გამოსაყენებლად.
საკვები თანაბრად თბება, ხოლო გამჭვირვალე, მჭიდროდ დამონტაჟებული სითბოს მდგრადი მინის სახურავი საშუალებას გაძლევთ გააკონტროლოთ მომზადების პროცესი. ზედაპირი დამუშავებულია პრიალა ან მარმარილოს საფარით, ხოლო სახელურები მზადდება ან სითბოს მდგრადი მასალისგან, ან ლითონთან ერთად. მათი უნიკალური რბილი საფარი ხელს უშლის ზედაპირზე ან ხელში სრიალს.
უპირატესობები:
- მრავალფეროვანი მოდელების დიდი არჩევანი;
- იდეალურია ინდუქციური ქურებისათვის;
- კომფორტული სახელურები;
- ადვილად იწმინდება.
პოპულარული მოდელები