ინდუქციური ქურის ტაფები

ქვაბები და ტაფები  აუცილებელია მრავალფეროვანი კერძების მოსამზადებლად. საკვების ხარისხიც ხშირად პირდაპირ კავშირშია გამოყენებული ჭურჭლის ხარისხთან.

ამჟამად მაღაზიებში არსებობს მრავალი ზომისა და დანიშნულების სამზარეულო ჭურჭელი - ქვაბებისა და ტაფების ნაკრები, რომლებიც  დამზადებულია სხვადასხვა მასალისგან და  საფარისგან.

ყველა სიკეთესთან ერთად, ყიდვისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ რომელ ღუმელზე, ქურაზე მოხდება კერძის მომზადება. ინდუქციური ქურებისთვის აუცილებელია სპეციალური ტაფების ყიდვა, რადგან მათ საკუთარი მახასიათებლები გააჩნიათ. ასეთ ტაფებს აქვთ ფერომაგნიტური თვისებები (იზიდავს მაგნიტს), რაც ააქტიურებს ინდუქციური ქურის  მუშაობას.

ინდუქციური ქურის ტაფები

მასალა - ინდუქციური ქურების ტაფები  მზადდება უჟანგავი ფოლადისგან, ალუმინისგან, თუჯისგან და სპილენძისგან. უჟანგავი ფოლადის ტაფები  მომატებულ ტემპერატურას უძლებენ, მაგრამ სპეციალური საფარის გარეშე, საკვები ზედაპირზე შეიძლება მიიწვას. ალუმინის ტაფები  ძლიერი და შედარებით მსუბუქი წონისაა.

სპილენძის მასალა კარგი თბოგამტარია, რომელიც თანაბრად ათბობს საკვებს, ხოლო თუჯის ტაფები  დიდი ხნის განმავლობაში უნარჩუნებს საკვებს სითბოს. გარდა ამისა,  მასალა  გამძლე, პრაქტიკული და ადვილად წმენდადია.

ფორმა - ტაფების სტანდარტული დიამეტრი (2-4 კაციანი ოჯახისთვის) იქნება 25-30 სმ. კედლების სიმაღლე უნდა შეარჩიოთ იმის მიხედვით, თუ რა სახის კერძების მომზადებას აპირებთ. დაბალი კედლები შესაფერისია ბლინებისა და კოტლეტებისთვის, ხოლო მაღალი კედლები სტეიკისთვის, სპაგეტისთვის და ა.შ.

Tefal Emotion

Tefal ტაფა, რომელსაც აქვს გათბობის წითელი მაჩვენებელი, აცნობს მომხმარებელს ზედაპირის გათბობისა და სასურველი ტემპერატურის მიღწევის შესახებ. მოდელი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, რომელიც შიგნიდან ტიტანის არაწებოვანი საფარითაა დაფარული.

ინდუქციური ქურის ტაფები

ტაფა  იდეალურია ყველა ტიპის ქურისთვის, მათ შორის ინდუქციურისთვის, რომელიც ერთიანად თანაბრად თბება.  მართალია, სახელურის მოხსნა შეუძლებელია, მაგრამ ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან Tefal Emotion-ი არ არის შესაფერისი ღუმელში გამოსაყენებლად.

უპირატესობები:

  • სქელი ზედაპირი;
  • ბაკელიტის მყარი სახელური.

უარყოფითი:

  • ტაფის გამოყენება არ შეიძლება ღუმელში;
  • შედარებით ძვირია.

 Tefal Character

ტაფა დამზადებულია ალუმინის შენადნობისგან, რის გამოც ძალიან მსუბუქია. არაწებოვანი საფარის დამსახურებით კი, ნებისმიერი ხორცი ძალიან კარგად და თანაბრად იწვება. გარდა ამისა, ყველა საკვებს უნარჩუნებს თავის სასარგებლო თვისებებს.

ტაფაზე არსებული წითელი ფერის შეცვლით, სითბოს მაჩვენებელი მიუთითებს იმ ოპტიმალურ ტემპერატურაზე, რომლითაც შეგიძლიათ დაიწყოთ  საკვების მომზადება.

ინდუქციური ქურის ტაფები

ქვედა, უჟანგავი ფოლადი, შესანიშნავად ანაწილებს სითბოს და დროთა განმავლობაში არც დეფორმირდება. ტაფა შესაფერისია არა მხოლოდ ინდუქციური ქურისთვის, არამედ სხვა გაზქურისთვისაც. რაც მთავარია სახელური არ თბება.

უპირატესობები:

  • ზეთის გარეშეც შეგიძლიათ  საკვების მომზადება;
  • შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოთავსებაც;
  • მისაღები ღირებულება.

უარყოფითი:

  • არ არის განკუთვნილი ღუმელში მოსათავსებლად;
  • არ გამოიყენოთ ლითონის ბალიშები.

Rondell Mocco RDA-278

ინდუქციური ქურის ტაფა  Mocco & Latte კოლექციიდან, რომელიც გამოირჩევა არაწებოვანი სამი ფენის TriTitan Spectrum საფარით. დამზადებულია  ალუმინის საფარისგან, რომელიც სითბოს თანაბრად განაწილებას უწყობს ხელს და შესაფერისია ყველა ტიპის ქურისთვის.

ინდუქციური ქურის ტაფები

უპირატესობები:

  • მდგრადი საფარი;
  • ხელმისაწვდომი ღირებულება.

უარყოფითი:

  • ფოლადის სახელური;
  • ტაფის მოთავსება არ შეიძლება ღუმელში;
  • გათბობის მაჩვენებელი არ აქვს.  

პოპულარული მოდელები

უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Kaiserhoff KH 4360
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Kaiserhoff KH 4360
Regular price 220.00 ლარი 137 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
დიდი ალუმინის ქვაბი Scovo Silver
დიდი ალუმინის ქვაბი Scovo Silver
Regular price 120.00 ლარი 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Zepter ZP-2777
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Zepter ZP-2777
Regular price 250.00 ლარი 189 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ალუმინის  ქვაბების ნაკრები Scovo 7PCS
ალუმინის ქვაბების ნაკრები Scovo 7PCS
Regular price 180.00 ლარი 119 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია