მაცივრების საუკეთესო მწარმოებელი ბრენდები

ახალი მაცივრის შეძენისას, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან დეტალს ვაქცევთ ყურადღებას, რომელიც საბოლოო ჯამში  გვეხმარება ჩვენთვის სასურველი მოდელის შერჩევაში.

ჩვენ საკმაოდ ხშირად აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი ბრენდის ცნობადობა, მნიშვნელოვნად ზრდის პროდუქციის ღირებულებას, რაც გასაკვირი სულაც არ არის, რადგან ბრენდის სახელი თავისთანავად იწვევს სანდოობის,  საიმედოობისა და ხარისხის ასოციაციას.

ამდენად, რეპუტაციის შესანარჩუნებლად, არც ცნობილი ბრენდები ზოგავენ თავს საიმისოდ, რომ მაქსიმალურად თანამედროვე, კომფორტული, დახვეწილი პროდუქცია მიაწოდონ ერთგულსა და ახალ მომხმარებლებს.

რადგან დღევანდელ მიმოხილვაში მაცივრებზე ვსაუბრობთ, გვინდა წარმოგიდგინოთ ის მწარმოებელები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებულნი არიან და მილიონობით მომხმარებლებს ითვლიან.

მოკლედ, ჯერ დავიწყოთ იმით, რომ  მაცივრები  No Frost სისტემით  სპეციალური ტიპის მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკაა , რომელიც არცთუ ისე ძვირია და მრავალი წლის განმავლობაში მოგემსახურებათ.

აქვე გვინდა წარმოგიდგინოთ ის ცნობილი ბრენდები, რომლებიც No Frost სისტემის მაცივრებს აწარმოებენ. უმეტესობა მათგანს შესავალი არც სჭირდება,  მაგრამ მაინც ზუსტად განვმარტოთ,  თუ სად იწარმოება თითოეული ბრენდის მაცივრები .

Samsung - მსოფლიოში ცნობილი სამხრეთ კორეული ბრენდია,  რომელიც თავის საყოფაცხოვრებო ტექნიკას მრავალ ქვეყანაში აწარმოებს. კერძოდ, სამსუნგის მაცივრების წარმოება ხდება სამხრეთ კორეაში, ჩინეთსა და პოლონეთში;

LG - კიდევ ერთი ცნობილი და პოპულარული სამხრეთ კორეული ბრენდია.  LG მაცივრების წარმოება კი ხდება სამხრეთ კორეაში, ჩინეთში, პოლონეთსა და რუსეთში;

Indesit - იტალიური სავაჭრო ნიშანია, რომელიც  დაკავებულია მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებით .  მიეკუთვნება Whirlpool Group ჰოლდინგს;

Bosch - ცნობილი გერმანული ბრენდია, რომელსაც ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ბოშის მაცივრების წარმოება ხდება გერმანიაში სამხრეთ კორეაში, ჩინეთსა და რუსეთში;

Siemens -  არის კიდევ ერთი გერმანული მწარმოებელი, რომელიც პრაქტიკულად იმავე ასაკს ითვლის, რამდენსაც Bosch . Siemens მაცივრები  იწარმოება გერმანიაში, ჩინეთში,  ესპანეთსა და რუსეთში;

Mitsubishi Electric - კონკრეტულად კლიმატ ტექნოლოგიების მწარმოებელი ბრენდია, რომელსაც ეკუთვნის ცნობილი იაპონური კორპორაცია Mitsubishi.  Mitsubishi Electric-ის ყველა პროდუქტი, მაცივრების ჩათვლით, იწარმოება იაპონიაში ან ტაილანდში.

Vestfrost - ერთადერთი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდია ჩვენს რეიტინგში, რომლის შესახებაც, ალბათ, ბევრ მომხმარებელს არასდროს სმენია, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მწარმოებელი ნამდვილად ყურადღების ღირსია.

Vestfrost დანიური სავაჭრო ნიშანია,  რომლის სახელითაც,  1963 წლიდან იწარმოებოდა მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკა. 2008 წელს ეს კომპანია  მთლიანად შეიძინა თურქულმა კომპანია Vestel -მა. ამჟამად, Vestel  მაცივრები იწარმოება თურქეთში, ვესტელის ქარხანაში.

და ბოლოსკენ წარმოგიდგენთ Samsung RB-30 J3000WW

No Frost სისტემის მაცივრები  მზადდება პოლონეთში. მოდელის ენერგოეფექტურობის კლასი „A +“-ია,  რაც გულისხმობს წელიწადში 272 კვტ/სთ მოხმარებას.

213 ლიტრი მოცულობის მქონე მაცივრის თაროები დამზადებულია მინისგან, რომელთა   დაყენების ღარები უზრუნველყოფილია ისეთნაირად, რომ თაროებს შორის მანძილის  ცვლილება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. ამიტომ, თუ მაცივარში მაღალი კონტეინერების შენახვა მოგინდებათ, მაგალითად, სამლიტრიანი ქილის,  მოგიწევთ თაროს მთლიანად ამოღება.

მომხმარებლები აღნიშნავენ მაცივრის მინიმალურ ხმაურს, რომელიც მაქსიმუმ 40 დბ-მდეა, რაც განპირობებულია ინვერტორული კომპრესორით, რომელიც სასურველი ტემპერატურის შენარჩუნებით შეუფერხებლად მუშაობს.

უპირატესობები:

  • მშვიდი მუშაობა;
  • ელექტრომოხმარების კლასი A +;
  • ინვერტორული კომპრესორი

მინუსები:

  • თაროების შეზღუდული პოზიცია.

პოპულარული მოდელები