საუკეთესო მაცივრები ხარისხისა და საიმედოობის თვალსაზრისით

  ბინისთვის ან აგარაკისთვის მაცივრის შერჩევას  სრულიად განსხვავებული მოთხოვნები აქვს, მაგრამ მომხმარებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ყველაზე უმთავრესი კრიტერიუმი მაინც საიმედოობა.

დღევანდელი ბლოგში, სადაც მომხმარებელთა მიმოხილვების საფუძველზე წარმოგიდგენთ  საუკეთესო მოდელის მაცივრებს, შევარჩიეთ მხოლოდ საიმედოობისა და ხარისხის თვალსაზრისით და ვფიქრობთ, დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

იაფიანი საუკეთესო  ორკამერიანი მაცივრები

Indesit DF 5180 W

  ჩვენს რეიტინგში Indesit მაცივარი  სწორედ ხარისხისა და საიმედოობის  თვალსაზრისით მოხვდა, რომელიც მშრალი ყინვის მაცივარია და ელექტრონული მართვა გააჩნია. ამასთან, შესაძლებელია  დაყენებული ტემპერატურის შენარჩუნება.
საუკეთესო მაცივრები ხარისხისა და საიმედოობის თვალსაზრისით

დადებითი მახასიათებლები:

  • მუშაობს თითქმის ჩუმად,  თუ  მაცივრის ფეხები სწორად არის განლაგებული;
  • ეკრანზე ტემპერატურის მონიტორინგი ძალიან მოსახერხებელია;
  • საერთოდ არ  საჭიროებს გალღობას;
  • თუ რამე დაიღვარა მაცივრის შიგნით და საჭიროა გაწმენდა, თაროების გამოტანა ადვილია;
  • სახელურები არ არის ძალიან გამოწეული. ასე რომ, კარის დაუფიქრებლად  მიტყმის შემთხვევაში,  კედელზე დარტყმის ნიშნები არ დარჩება;
  • გარე ზედაპირი ადვილად არ ბინძურდება

მინუსები:

  • მაცივრის გარანტია  მხოლოდ 1 წლიანია;
  • ქსელში ჩართვისას, 10 წუთის განმავლობაში არ მუშაობს  (ჩამონტაჟებული დაცვის გამო), რაც ხშირ შემთხვევაში, მყიდველებს  ძალიან აშინებთ;
  • ზედა ნაწილში მხოლოდ ერთი ნათურაა დამონტაჟებული, ამიტომ ხილ-ბოსტნეულის ქვედა განყოფილებაში ძალიან ცუდი განათებაა.

მაღალფასიანი საუკეთესო ორკამერიანი მაცივრები

Bosch KGN36S55

დახვეწილი დიზაინის ბოშის მაცივარი, რომელსაც მეტი ეფექტისთვის წინა პანელზე წითელი მინა აქვს. ელექტრონული მართვა მოსახერხებელია სასურველი ტემპერატურისა და კონტროლის დასაყენებლად. საყინულე განთავსებულია ქვედა ნაწილში, ამიტომ საკვების ამოღებისას არ გჭირდებათ დახრა. მაცივრის მთლიანი მოცულობაა 289 ლიტრი , ხოლო ენერგიის მოხმარება  წელიწადში 281 კვტ/სთ-ია.
საუკეთესო მაცივრები ხარისხისა და საიმედოობის თვალსაზრისით

დადებითი მახასიათებლები:

  • ორიგინალური დიზაინი წითელი მინით, რომელიც მთლიანად ვერცხლისფერია;
  • შიდა განათება დიოდის ნათურებისაა, რომლებიც დიდხანს ძლებენ და მკვეთრად მუშაობენ;
  • გრძელვადიანი მუშაობის ხანგრძლივობა (15 წლამდე);
  • სენსორული კონტროლი თანამედროვე და მოსახერხებელია;
  • წინა პანელზე თითის ანაბეჭდები არ რჩება;
  • შიდა ზედაპირზე არსებული ანტიბაქტერიული საფარი  ხელს უწყობს საკვების უკეთ შენარჩუნებას.

მინუსები:

  • კომპრესორის ხმამაღალი მუშაობა, რომლის ტრიალის ხმაც კი შეიძლება გაიგოთ. ამდენად,  საძინებელ ოთახთან ახლოს ნუ დაამონტაჟებთ ასეთ მაცივრებს;
  • უკანა კედელზე არსებული მილები არ არის სისწორით გადანაწილებული;
  • ყინულის გენერატორი არ აქვს;
  • საყინულე განყოფილებაში არ არის სინათლე, თუმცა განყოფილება საკმაოდ დიდია;
  • ნათელი დიზაინის გამო,  არ არის შესაფერისი ყველა სამზარეულოსთვის

საუკეთესო მრავალკამერიანი მაცივრები

Samsung RF-61 K90407F

 მაცივარი Samsung RF-61 K90407F სამი პალატითა და ოთხი კარით, რომელშიც გათვალისწინებულია ხილისა და ბოსტნეულის უჯრები. მაცივრის საერთო მოცულობა 611 ლიტრია და გააჩნია ელექტრონული მართვის ფუნქცია.
საუკეთესო მაცივრები ხარისხისა და საიმედოობის თვალსაზრისით
დადებითი მახასიათებლები:

  • ერთ-ერთი განყოფილება შეიძლება იყოს როგორც მაცივარი,  ასევე საყინულე,  რომელსაც მომხმარებელი თავად ირჩევს;
  • დიდი ზომის ქვაბების მოსათავსებლად, თაროების ნაწილი იკეცება;
  • საყინულის მოცულობა 200 ლიტრზე მეტია, რომელშიც მარტივად მოთავსდება დიდი  რაოდენობის ნახევარფაბრიკატები;
  • შიდა ზედაპირი ადვილად იწმინდება;
  • ხანგრძლივი მომსახურების ვადა, რომელიც გათვლილია 20 წელზე;
  • მაღალი ხარისხი პროდუქტების შესანახად

მინუსები:

  • 90x73x180 სმ ზომის მაცივრისთვის, რთულია სამზარეულოში შესაფერისი  ადგილი იპოვოთ;
  • მომხმარებლები აცხადებენ, რომ ხმაური აღემატება კიდეც მითითებულ 41 dB-ს;
  • ენერგიის A + კლასის მიუხედავად, ძრავა ძალიან ძლიერია, ამიტომ მოხმარება წელიწადში 420 კვტ/სთ-მდე აღწევს;
  • ეკრანის ჩვენება არ აქვს, რაც ართულებს პარამეტრების ვიზუალურ მართვას.

საუკეთესო Side By Side მაცივრები

Samsung RSA1SHVB1

Side By Side –ის ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო მოდელია, რომლის სხეულის სიგანე 91 სმ-ია. ორივე პალატას  აქვს No Frost ტექნოლოგია, მაგრამ მძლავრი კომპრესორი  წელიწადში 550 კვტ/სთ-ს მოიხმარს. მაცივრის საერთო მოცულობა 550 ლიტრია.

საუკეთესო მაცივრები ხარისხისა და საიმედოობის თვალსაზრისით

დადებითი მახასიათებლები:

  • ბავშვებისგან დაცვა;
  • მაღალხარისხიანი გამძლე მასალები;
  • ინვერტორული ძრავის ხანგრძლივი რესურსი;
  • სწრაფად აღწევს სასურველ ტემპერატურას.

მინუსები:

  • პირველად ჩართვის შემდეგ, პლასტმას აქვს სპეციფიკური სუნი;
  • თავიდან ხმამაღლა მუშაობს, მაგრამ შემდეგ აღარ;
  • თხელი ლითონის კორპუსი, რომელიც ადვილად იკეთებს ჩაღრმავებებს;
  • ოდნავი შეხებაზეც კი ეკრანი რეაგირებს, ასე რომ  შეიძლება ისე შეცვალოთ პარამეტრები, რომ ვერც შენიშნოთ.

პოპულარული მოდელები

მაცივარი HYUNDAI RHB250RT კლასი A+
მაცივარი HYUNDAI RHB250RT კლასი A+
Regular price 2,448.00 ლარი 1,399 ლარი / თვეში 75 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მაცივარი GRAETZ GT278W
მაცივარი GRAETZ GT278W
Regular price 1,199.00 ლარი 899 ლარი / თვეში 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ჩასაშენებელი მაცივარი ნახევრად მშრალი ყინვით BEKO BCSE400E40SN b300
ჩასაშენებელი მაცივარი ნახევრად მშრალი ყინვით BEKO BCSE400E40SN b300
Regular price 2,399 ლარი / თვეში 129 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 4 წელი