LG მიკროტალღური ღუმელების მახასიათებლებისა და მოდელების მიმოხილვა

მრავალი დიასახლისისთვის მიკროტალღური ღუმელი ნამდვილი მარჯვენა ხელი გახდა, რადგან მრავალფუნქციური მოწყობილობა ხელს უწყობს საკვების სრულფასოვან გათბობა, მომზადებას რამდენიმე წუთში.

მიკროტალღური ღუმელის არჩევისას რეკომენდებულია ყურადღება მიაქციოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის პოპულარულ მწარმოებელს LG - ს, რომელმაც მაღალი ხარისხის პროდუქციით დიდი ხანია მოიპოვა მომხმარებლების ნდობა.

მიკროტალღურები ყველასთვის ნაცნობი ელექტრომოწყობილობაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ სწრაფად გაათბოთ მზა პროდუქტები, გაალღოთ საკვები და მოამზადოთ როგორც რთული, ისე - მარტივი კერძები.

საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელექტრონიკის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის - LG-ის მოწყობილობები ბაზარზე განსაკუთრებით პოპულარულია. სწორედ ამიტომაც, გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელი ბლოგი სწორედ ამ ბრენდის მიკროტალღურების განხილვას დავუკავშიროთ.

LG მიკროტალღური ღუმელების მახასიათებლები

თანამედროვე LG მიკროტალღურები გამოირჩევა არა მხოლოდ თანამედროვე დიზაინითა და ხელმისაწვდომი ფასით, არამედ ისეთი მახასიათებლებით, როგორიცაა:

  • წარმოების ხარისხი და მასალები;
  • შიდა კამერის დიდი  მოცულობა;
  • შენარჩუნებისა და მოვლის სიმარტივე;
  • ინტუიციური, მარტივი ინტერფეისი;
  • მრავალფეროვანი, დაინსტალირებული პროგრამები;
  • გათბობისა და მომზადების ტემპერატურის კონტროლი;
  • კარგად გააზრებული უსაფრთხოების სისტემა;
  • სწრაფი გათბობა, გალღობა და შეწვა;
  • ხანგრძლივი საგარანტიო პერიოდი.

LG MS-2042DB

კომპაქტური მოწყობილობა სწრაფი გათბობისა და გემრიელი კერძების მომზადებისთვის. სტაციონარული მიკროტალღური ღუმელი LG, აღჭურვილია ელექტრონული ტაიმერითა და სენსორული პანელით.

მოწყობილობის შიგნით, ზედაპირი დაფარულია ანტიბაქტერიული საფარით, რომელიც მდგრადია სხვადასხვა დაზიანების მიმართ. გარდა ამისა, შიდა საფარის გაწმენდა ძალიან ადვილია.

სენსორული ღილაკების გამოყენებით, მომხმარებელს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს მომზადების, გათბობის და გალღობის საჭირო დრო.

მახასაითებლები:

  • სიმძლავრე - 700 ვტ;
  • შიდა მოცულობა - 20 ლ;
  • ზომები - 45,5 × 28,4 × 31,2 სმ;
  • გადამრთველები- სენსორული;
  • ჭურჭლის დიამეტრი - 245 მმ.

უპირატესობები:

  • დიდი რაოდენობით ავტომატური რეცეპტები;
  • ინტუიციური, გასაგები ინტერფეისი;
  • ადვილად წმენდადი შიდა საფარი;
  • ენერგიის დაზოგვისთვის გათვალისწინებულია სპეციალური ფუნქცია;
  • ერგონომიული დიზაინი.

უარყოფითი მხარეები:

  • არ არის გათვალისწინებული ტემპერატურის ავტომატური შენარჩუნება;
  • შეუძლებელია საკუთარი რეცეპტების დამახსოვრება.

LG MW-23R35GIB

ძლიერი მოდელი, რომელიც ყველა დიასახლისისთვის შესანიშნავი სამზარეულო ასისტენტი გახდება. იდეალური შედეგის მისაღწევად,  მიკროტალღური ღუმელი უზრუნველყოფს საკვების თანაბარ გათბობას.

საკვების სწრაფი გალღობა მისი სტრუქტურისა და გემოვნების სრული შენარჩუნებით, გარანტირებულია ენერგიის მართვის სისტემით. ამავე დროს, ფუნქციების დიდი რაოდენობა საშუალებას გაძლევთ მოამზადოთ რთული კერძი დიდი ძალისხმევის გარეშე.

მახასიათებლები:

  • სიმძლავრე - 1000 ვტ;
  • შიდა მოცულობა - 23 ლიტრი;
  • ზომები - 47,6 × 27,2 × 34,6 სმ;
  • გადამრთველები- სენსორული;
  • ჭურჭლის დიამეტრი - 292 მმ.

უპირატესობები

  • ბავშვების საწინააღმდეგო საიმედო ბლოკირება;
  • კამერის ნათელი განათება;
  • გალღობის რეჟიმის არსებობა:
  • საკვების მომზადების 22 ავტომატური რეცეპტი;
  • ხანგრძლივი საგარანტიო პერიოდი.

უარყოფითი მხარეები:

  • ქვედა გრილი არ არის გათვალისწინებული;
  • შეუძლებელია რეცეპტების დამახსოვრება.

ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელები, რომელთა მეშვეობითაც დაზოგავთ სივრცეს თქვენ სამზარეულოში , ამასთან ერთად თანამედროვე და მოხდენილი დიზაინისაა, ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ. დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.

პოპულარული მოდელები