კომპაქტური და მრავალფუნქციური ხორცსაკეპების მიმოხილვა
December 06, 2020საიდუმლო არ არის, რომ საკუთარ სახლში დამუშავებული ხორცის ფარში ან ნახევარფაბრიკატები მნიშვნელოვნად განსხვავდება მაღაზიაში შეძენილისგან. სწორი ხორცსაკეპის ყიდვა კი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თქვენი საკვები ყოველთვის უმაღლესი ხარისხის იყოს.
ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზე მრავალი ხორცსაკეპია წარმოდგენილი, რომლებიც ფასისა და ხარისხის თვალსაზრისით ერთმანეთთან თანაფარდობაშია და ადეკვატურად უმკლავდებიან თავიანთ ამოცანებს.
მაგრამ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ასეთი მოწყობილობის შეძენისას და რომელ მოდელებს აქვთ საუკეთესო შესრულება? ამა და სხვა კითხვებზე პასუხებს იხილავთ ქვემოთ მოცემულ აღწერაში.
Panasonic MK-ZJ3500
ცნობილი კომპანიის ხორცსაკეპი მანქანა Panasonic წარმოდგენილია მეტალის უჯრითა და გამძლე პლასტმასისა და ლითონისგან დამზადებული კომპაქტური კორპუსით.
მუშაობის დროს აქვს დაბალი ხმაურის დონე და წუთში ამუშავებს 3.2 კგ-მდე ხორცს. ნაკრებში შედის 3 ბადე ფარშის ხორცისთვის, სხვადასხვა დიამეტრის ხვრელებით, ძეხვის დანართი და რამდენიმე საწმენდი საშუალება.
მაქსიმალური რეჟიმში (მხოლოდ ორია), ძრავის სიმძლავრე 3.5 კვტ-ს აღწევს. ამასთან, ხორცსაკეპი აღჭურვილია ძრავის გადახურებისგან დაცვის მექანიზმით - კრიტიკული დონის მიღწევისას, მოწყობილობა ავტომატურად ითიშება.
აქვს რევერსის ფუნქციაც, რათა მოხდეს დარჩენილი პროდუქტების დამუშავება.
მოწყობილობის ქვედა ნაწილში განთავსებულია რეზინისებური ფეხები, რომლებიც უზრუნველყოფენ უკეთეს სტაბილურობას გლუვ ზედაპირზეც კი. ასე რომ, როდესაც ჩართავთ ხორცსაკეპს იგი არ იმოძრავებს.
აწყობა და დაშლა ძალიან მარტივია და შესაძლებელია მისი გაწმენდა წყლის ქვეშ. კორპუსს აქვს დანართების განყოფილება, რათა ყველა ნაწილი ერთად იყოს. დენის კაბელი საკმარისად გრძელია.
ძირითადი მახასიათებლები:
- მოწყობილობის სიმძლავრე 3.5 კვტ-მდეა;
- ამუშავებს წუთში - 3.2 კგ ხორცს;
- უჯრა მეტალისაა;
- კორპუსი - პლასტმასისა და მეტალის;
- ძრავის გადახურებისგან დამცავი მექანიზმი - დიახ.
დადებითი:
- მარტივი აწყობა და დაშლა;
- მოსახერხებელია შესანახად;
- სწრაფად და ეფექტურად ამუშავებს სხვადასხვა პროდუქტს;
- კორპუსი არ თბება, არ გამოყოფს სუნს მუშაობის დროს და არ გამოსცემს ხმაურს.
მინუსები:
- არ არის უსაფრთხო ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოსათავსებლად.
Bosch MFW 3630
ეს მოდელი კარგად არის აღჭურვილი: ძეხვის დანართით, ხორცის სამი დისკით, სხვადასხვა დიამეტრიანი ხვრელების დანართებით (2.7 მმ, 4 მმ, 8 მმ), ქაბაბის დანართითა და ციტრუსის წნეხით.
ხორცსაკეპი მანქანა Bosch საკმაოდ კომპაქტური მოწყობილობაა, რომლის აწყობა და დაშლა მარტივია. დანართები შეიძლება შეინახოთ სპეციალურ განყოფილებაში.
კორპუსი პლასტმასის მასალისაა, რომელიც აღჭურვილია მოსახერხებელი სახელურით. ქვედა ნაწილში განთავსებულია რეზინისებრი ფეხები, რომელიც ქმნის დამატებით სტაბილურობას.
ძრავა მაქსიმალური რეჟიმში 1.6 კვტ სიმძლავრეს ავითარებს და გადატვირთვისგან დაცვის ფუნქციაც აქვს. უჯრა დამზადებულია გამძლე პლასტმასისგან.
ძირითადი მახასიათებლები:
- მოწყობილობის სიმძლავრე 1600 ვტ-მდეა;
- წუთში ამუშავებს 1.9 კგ ხორცს;
- უჯრა და კორპუსი პლასტმასის მასალისაა.
დადებითი:
- შეიძლება გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც;
- აქვს გადახურებისგან დაცვის მექანიზმი;
- დაბალი ხმაურის დონე;
- შესანიშნავი ფუნქციონირება - შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც წვენსაწური .
ელექტრო ხორცაკეპი მანქანის სწორად მოხმარების წესები იხილეთ ბმულზე.
პოპულარული მოდელები